ალბათ იწვიმებს

900 132 42
                                    

თავი 2.

ალბათ იწვიმებს

___________

მან მე ოცნება შემაყვარა

არ ვიცი ასეთი გარდატეხა, როგორ მოხდა ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ ფაქტი იყო რომ ძველი თეჰიონი სადღაც ქრებოდა, ის თეჰიონი რომელიც ცხოვრებას მხოლოდ პრაგმატიზმით აღსავსე თვალებით უყურებდა და იმის იქით არ აინტერესებდა არსებობდა თუ არა რამე.

ნაზი ნიავი ჰქროდა და ამ ნიავს ჩემთან მისი ხმა მოჰქონდა.

დღეები გადიოდა და მე უფრო ხშირად მნახავდით ტბასთან ვიდრე სახლში, ეს ადგილი ჩემი გრძნობების თავშესაფრად იქცა.

ისევ უშედეგოდ ვცდილობდი მისი პორტრეტის დახატვას. ყოველთვის აკლდა მას რაღაც რაც სიცოცხლეს ჩაჰბერავდა ნამუშევარს.

და მოულოდნელად აღმოვაჩინე რომ პორტრეტების ხატვა ჩემს საყვარელ საქმიანობად იქცა, უფრო სწორად მისი პორტრეტის ხატვა, რაღაც ამოკვიატებასავით მექცა.

ყოველ ახალ ნამუშევარში ახალ დეტალს ვამატებდი მის გასაცოცხლებლად, და მე მონა გავხდი საკუთარი ქმნილების.

ის რეალური იყო, ის ნამდვილად არსებობდა, თუმცა ზოგჯერ ამ ფიქრშიც კი ეჭვი შემქონდა.

ყველაფერი ისე იყო როგორც ადრე და მაინც რაღაც განსხვავდებოდა.

ჯიმინი ხშირად მეუბნებოდა რომ ვერ მცნობდა, თუმცა რა გასაკვირია საკუთარ თავს მეც ვერ ვცნობდი.

აღარც მას ვეკონტაქტებოდი ხშირად, საკუთარი სამყარო შევქმენი და იქ დავიწყე ბედნიერად ცხოვრება, საკუთარ ნაჭუჭში ბოლომდე გამოვიკეტე.

ის ოცნება მიყვარდა რაც იმ წარმოსახვით სამყაროში რეალობად მეჩვენებოდა, და ვოცნებობდი დღეზე, როცა ისევ შევძლებდი მის ნახვას.

The Love Diary   حيث تعيش القصص. اكتشف الآن