უსიტყვოდ

750 128 42
                                    

თავი 4.

უსიტყვოდ

_________



-რამდენიმე მეტრი ისე ვიარეთ არც ერთს სიტყვა არ დაგვცდენია. ფრთიხლად მივაბიჯებდით ფიჩხებით და ტალახით სავსე ტყეში.
ჯანგუკს ხელი არ გაუშვია, ჩემს მკლავზე ჰქონდა ჩაჭიდებული.

"შეგიძლია გამიშვა ჩემითაც წამოვალ."

მისი სიახლოვე არც ისე კარგად მოქმედებდა ჩემზე.
გული გამალებით მიცემდა და სხეული მიკანკალებდა შინაგანად.

"არ ვთვლი, რომ ეგ კარგი იდეაა, მაგრამ რადგან ასე გსურს."

ხელი გამიშვა.

წინ ის მიდიოდა მე კი უკან ფრთხილი ნაბიჯებით მივყვებოდი.

"როცა სადგომზე დავბრუნდებით, რით აპირებ წასვლას?"

"რას გულისხმობ, რითი ვაპირებ წასვლას?"

"ტრანსპორტს, რაღა თქმა უნდა."

შევკრთი, ამაზე არ მიფიქრია.

მანქანები ჯანგუკს და ნამჯუნს ეკუთვნოდა, მათგან ორივე ბანაკში რჩებოდა, მე ვინ წამიყვანდა.

"მმმ ავტო სტოპი?"

"ხო შესანიშნავი იდეაა, ალბათ რამდენი
კეთილის მსურველი გამოჩნდება, როცა ასეთ სილამაზეს დაინახავენ, შუა გზაზე მდგომს."

მისი ნათქვამიდან მხოლოდ ის გავიგონე რომ ლამაზი მიწოდა, ერთი წამით შევჩერდი და ძირს მორცხვად დავიხედე, ოდნავ გამეღიმა.
მისი სიტყვები ჩემს გულის საოცარი ფრთხიალის მიზეზი იყო.

The Love Diary   Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin