დიდი ხნის ლოდინის შემდეგ თვითმფრინავის ბორბლები მძიმედ შეეხო სველ ასფალტს, ოდნავ შეყანყალდა და წამების ცდის შემდეგ საბოლოოდ გამოირთო დიდი ხნის მომუშავე ძრავა. თბილი სიო ნაზად ირხეოდა. ცას უჩვეულოდ შეჰპარვოდა ვარდისფერი ფერი და მასზე ამავე ფერის ბამბის ქულები თამაშობდნენ. სწორედ ისე, როგორც ჭაობში ნასროლი ქვა ლივლივებს წყლის მღვრიე ზედაპირზე. ზანტად მოჩოჩქოლე ხალხის ხმა ჩემამდე მხოლოდ ღმუილის სახით აღწევდა. აეროპორტიდან მძიმე და ისეთი ჩქარი ნაბიჯით წამოვედი თითქოს და უკან ვიღაც მომსდევდა. მინდოდა თავი უსასრულო ძილისთვის მიმეცა, რადგან აქ გაუფრთხილებლად აღმოვჩნდი და არ ვიცოდი როგორ გამეყვანა დრო. ქუჩაში ჩაფიქრებულად მიმავალი, რამდენიმე ახალგაზრდამ შემაჩერა. მათ სიცოცხლით სავსე სახეებს ლაღი ღიმილი შეჰპარვოდა და თბილი, სამადლობელი სიტყვებით მამკობდნენ, ჩემი ჩანაწერების გამო რომელნიც მათ რეალობას სწყვეტენ და სიამოვნების ზენიტში ამყოფებენ. მიყვარს ახალგაზრდებისგან იმის მოსმენა, რომ ჩემი ნამუშევრების კითხვა სიამოვნებას ჰგვრით. მეტად ძვირფასია იცოდე რომ შენ რაღაც ახალის გაღვიძება შეგიძლია.. რაღაც ყოვლად განსხვავებულისა და ახლად აყვავებული ვარდივით მშვენიერის.
საბოლოოდ მგზავრობისგან დაღლილმა სასტუმროს მივაშურე, სადაც ჩემი ბარგი ლაქიას დავუტოვე და მიუხედავად ძილის დაუოკებელი სურვილისა, ღამის პარიზის ნახვამ შეიბყრო ჩემი სხეული და დაცარიელებული გონება ქალაქის მშვენიერ ქუჩებს მისცა.
აბობოქრებული ტალღასავით მოსიარულე ხალხში შევერიე. მოწოლილი სიამოვნებისგან წამით გამაჟრიალა. ხალხი ერთმანეთში ირეოდა და მრავალი ფერი თვალს მჭრიდა.
განსხვავებული იყო ყოველი ადამიანის ემოცია. ზოგი უბედურებას კანის საფარველში ვეღარ მალავდა და სახე ტკივილად ეღვრებოდა, მაგრამ როგორც ნისლში შემოჭრილი სხივები ისე ანათებდა ზოგ ზოგიერთთა აკიაფებული თვალები ამ სანახობას.
წუთები ძალზედ ნელა გადიოდა. გრძნობა მქონდა თითქოს ყოველ წამს ერთი ასად წელავდნენ. სეირნობისგან მიღებული სიამოვნება დავიწყებას მიეცა და სხეულში წვეთ-წვეთობით ჩამეღვარა გაღიზიანება. ქუჩის ბოლოს სიბნელე მაცდურად გამოიყურებოდა და მეც უყოყმანოდ გავემართე მისკენ. თითქოს დერეფანში ვყოფილიყავი, რომელსაც მკრთალად ანათებს პატარა ნათურა. ვარდისფერი ღრუბლები გამქრალა და დიდრონი მთვარე მარგალიტივით ჩამოჰკიდებოდა მუქი ფერის ზეცას. ვარსკვალები გამომწვევად ელვარებდნენ ატლასივით ზედაპირზე. სახლები დაგმანულიყო, ყველა ერთად მიყუჟულიყვენ. დიდხანს ვისეირნე ბეტონის დერეფნებში. რატომღაც არც ერთი ქუჩა არ ჰგავდა მეორეს. ყველა თავისებურად გასაოცარი იყო.
ჩამომწკრივებული კაფეები და რესტორნები მაცდურად გამოიყურებოდნენ. აფერადებული კაზინოებიდან კაცების ოხვრა ისმოდა. ერთ ერთი სახლიდან მომავალი ვიოლინოს წვრილი ხმაც გავარჩიე და ძვალ რბილში გამაჟრიალა. ღამეში ნაცრისფრად იპარება ნისლი, ისე როგორც ილუზიონისტი აპირებს ხოლმე კარტს დასტაში. ცივი ქარი რომ არა, რომელიც ნისლის ფენებს ერთმანეთს ურჩად აშორებდა, ძნელი იქნებოდა რაიმეს გარჩევა. ქუჩის ბოლოს სევდიანი ტირიფი მოჩანდა. ტოტები მიწისკენ დაეშვა, თითქოს სატირლად ემზადებაო და ჩამოგორებული ცრემლების დამალვას ღამის სიბნელით ცდილობს. მისი ფოთლების შრიალი მუსიკას ჰგავდა, სევდიანს, მე კი მისით მონუსხული მსმენელი ვიყავი.
ქუჩის ბოლოს პატარა ნათურებით განათებული ბარი მოხვდა მზერას. თვალები დაკოჟრებული თითებით დავიზილე, რომ ბინდბუნდში უკეთესად გამერჩია. ნაბიჯს ავუჩქარე. უცნობი გრძნობა მაიძულებდა რაც შეიძლება მალე მივსულიყავი. წითელი კარი თითქოს საიდუმლოებებით იყო მოცული და გრძნობა მქონდა თითქოს მისი შეხების შემთხვევაში შიგ რამე საშინელება დამხვდებოდა. ოდნავ შევყოყმანდი. იქიდან გამოსული სიგარეტის და სასმლის სუნი ცხვირზე მელამუნებოდა და მიღიტინებდა. საბოლოოდ მცირე ფიქრის შემდეგ კარი გაუბედავად შევაღე. იქ არც რაღაც საოცარი დამხვედრია და არც რაიმე საშიში. ბართან წითური ბიჭი იჯდა, წელში მოხრილს სახე დიდ ტორებში ჩაერგო. გახუნებული, გაუხეშებული თმა ჩამოშლოდა. სუსტი მაჯები უკანკალებდა, ალბათ სასმლისგან, რომელიც ემჩნეოდა ძალზედ ბევრი დაელია და ცოტა ბარზეც დასხმოდა კიდეც. ხოლო მის წინ დაბალი, როგორც ჩანს ბარმენი. კოხტა ტანის ახალგაზრდა ჩამომჯდარიყო. ზოლებიან წინსაფარს ოდნავ დასტყობოდა ჭუჭყი და საკმაოდ გახუნებულიყო. დაღლილი, შავი თვალები გაედიდებინა და ისე მაკვირდებოდა. თვალის ჭრილზე, მხოლოდ წამი დამჭირდა, მივმხვდარიყავი რომ აზიელი გახლდათ, მაგრამ საკმაოდ ბავშვური და ლამაზი ამ დაძველებულ, დაობებულ ბარში სამუშაოდ.
ჩემმა სალამმა სიჩუმე გაკვეთა, რაზეც წითურმა სახე ხელებიდან ამოსწია და მზერა მომაბყრო. ტანში რაღაცამ გამკრა და ერთიანად გამაჟრიალა.
რა ლამაზი ახალგაზრდაა მეთქი- გავიფიქრე, მაგრამ თვალებზე ეტყობოდა, დიდი ჯაფა და გაჭირვება ენახა. მრავალ თეთრად გათენებულ ღამეს ჩამოშვებული ქუთუთოები მოწმობდა. ლოყები ჩაცვენოდა და თვალები ერთიანად გაუფერულებოდა. სანათის შუქი პირდაპირ მის სახეს ეცემოდა, თითქოს მარმარილოს ქანდაკება ყოფილიყოს, ისე ლიპლიპებდა შუქი მის რძისფერ კანზე. მისი მზერისგან დამწვარს იქიდან გაქცევა მომინდა, მაგრამ ფეხები თითქოს არ მემორჩილებოდნენ და თავად მიუახლოვდნენ დახლს. ახალგზარდა წითურის გვერდით დავიკავე ადგილი. ბარმენი დატრიალდა, კოხტა ხელში ბოთლი აათამაშა და პატარა ჭიქებში უფერო სითხე გადაანაწილა. მისი მიხრა მოხრა ბავშვური და ლაღი იყო. ეტყობოდა, სიცოცხლის სურვილით იყო აღსავსე. ერთი ისე ღრმად ამოისუნთქა, მეგონა ფილტვები სადაცაა გაუსკდებოდა. გახუნებულ კედლებზე მომღერლების ძველი პლაკატები გაეკრა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რაზეც ოცნებობდა. თავისთვის ღიღინებდა სასიამოვნო, მაგრამ ძველ მელოდიას და დახლს სწმენდდა, მერე თითქოს შენიშნა ჩვენი აქ ყოფნაო. გაჩერდა, დაღვრემილ წითურს შეხედა და პატარა თითები მის ტორს შეახო.
YOU ARE READING
Maybe we'll meet tomorrow
Short Story"მხოლოდ ერთი რამ მინდა შენგან, რომ დაიჯერო, რასაც ჩემი გული გაგიმხელს."