თავი 10

242 28 15
                                    

მე და გუქმა კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ, ის უკვე აღარაფერს მიმალავდა, მიყვებოდა ყველაფერს რაც მაინტერესებდა. ჩვენი სერიოზული საუბარი უაზრო თემებზე გადავიდა, საყვარელი წიგნი, ფილმი, მსახიობი, სიმღერა და მომღერალი.  თითქოს ამ მოკლე ხანში უკვე ყველაფერი გავიგე გუქზე.ყველაზე საოცარი ისაა რომ ჩვენი საუბარი სამი საათი გაგრძელდა. უკვე ძალაგამოცლილი ვეგდე საწოლზე, მაგრამ გუქთან საუბრის გაგძელება ისევ მინდოდა, ამიტომაც თავი მყარად მეჭირა, თვალებს არ ვხუჭავდი და გუქის ესემესებს ვკითხულობდი. ბოლოს უკვე სხეულმა მძლია, და თვალები ჩემდა უნებურად დავხუჭე. ფიქრი რა თქმა უნდა გუქზე დავიწყე, მის ტუჩებზე, თვალებზე, სხეულზე და ბოლოს ჩვენი შეხვედრა გამახსენდა, იმ ღამეს ტკბილი ძილი მესიზმრა, იმიტომ რომ დილით გაღიმებულმა გავიღვიძე, სკოლაში წასვლა სასწრაფოდ მინდოდა რომ გუქი მენახა. ტელეფონი ავიღე და გუქის ის ესემესიბი წავიკითხე რომლებიც ვერ ვნახე გუშინ.

/გუქი\
ჯიმინ-ა, გძინავს?

/გუქი\
ნეტა ეხლა შენი მძინარა სახე მენახა

/გუქი\
ტკბილი ძილი ძილისგუდავ

სულელურად გავიღიმე, კიდევ კარგი ახლა დედაჩემი არ მხედავდა. მოვემზადე სკოლისთვის, ვისადილე და გამოვფრინდი სახლიდან. გუქთან საუბრის მერე ჩემი თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა, მივდიოდი სკოლაში და მახარებდა მოჭიკჭიკე ჩიტები, მოსიარულე ხალხი, პატარა ბავშვები და საყვარელი ცხოველები. კარგი დღე დადგა, ბედნიერი, თითქოს მას არაფერი გააფუჭებდა.
სკოლაში მალე მივედი, ჩემი კლასის კარები შევაღე და ჩემ ადგილს მივუჯექი, გუქი ჯერ არ იყო მოსული.
5 წუთში ზარი დაირეკა მაგრამ.  გუქი არ ჩანდა, სახეზე ღიმილის მაგივრად ეხლა აღელვება დამეტყო და კლასის ბოლოში მყოფ ტეჰიონს მივწერე.

/ჯიმინი\
გუქი დღეს რატომ არაა სკოლაში?

/ტეჰიონი\
მე მეგონა შენ იცოდი, ალბათ რამე მნიშვნელოვანი მოხდა, ის კლასის პრეზიდენტია და უაზრო რამეების გამო არ გააცდენს.

₪{Only One Word }₪Where stories live. Discover now