თავი 5.
როცა ვარსკვლავებს უერთდები
____________________
მარცხის გრძნობა შიგნიდან მჭამდა, სულიერი ტკივილი და წამება.ხმაური ნელ-ნელა მინელდა, ღამის სიჩუმემ დაისადგურა. მხოლოდ ჩემი გულის ძგერა და ნაბიჯების ხმა მესმოდა, რომელიც ჩემი კარავისკენ მოიწევდნენ.
სასწრაფოდ დავწექი და თავი მოვიმძინარე.
კარვის კარი გაიღო, ნამჯუნი და ჯინი შემოვიდნენ."თეჰიონ გძინავს?"
ჩუმი ხმით დაიძახა ჯინმა. პასუხი არ გამიცია, ამიტომ ეგონათ, რომ მეძინა.
ცოტა ხნით პლედებისა და ბალიშების მომზადების ხმა მესმოდა, შემდეგ მინელდა.
"ჯინი რას ფიქრობ ჯიმინზე და ჯანგუკზე?"
ჩურჩულებდა ნამჯუნი.
"არ ვიცი ჯუნი, ხომ იცი ზედმეტად არასდროს ვერევი ჯანგუკის საქმეში, მას შემდეგ რაც ის ამბავი გაიგო ძალიან შეიცვალა, ამიტომ არ მინდა ჩემი მოსაზრებებით ზედმეტად დავსტრესო."
"არც კი მჯერა, რომ ის მალე..."
"ჩშშ... არ თქვა, ეგ არ თქვა..."
ვერ ვხვდებოდი რაზე ლაპარაკობდნენ, რა საიდუმლოს მალავდა ჯანგუკი, ან რა გაიგო ისეთი რამაც შეცვალა. მას წარსულში არ ვიცნობდი, ამიტომ ვერაფერს ვიტყოდი მის აწმყოზე.
ალბათ მთელი ერთი საათი ჩურჩულებდნენ ბიჭები, ზოგი რამ მესმოდა, ზოგსაც კი ისე ჩუმად ამბობდნენ, მიკვირდა თვითონვე როგორ გებულობდნენ ერთმანეთის ნათქვამს.
ჯანგუკზე კი სიტყვაც აღარ დასცდენიათ, არა და როგორ მაინტერესებდა რას გულისხმობდა ან ერთი, ან მეორე, როცა ის ახსენეს.
VOUS LISEZ
The Love Diary
Fanfiction19/03/22-19/04/24 (completed) ©მარიამი "ის, რომ ჩემი თვალებით ხედავდეს საკუთარ თავს, უზომოდ შეუყვარდებოდა!" "უკვე ერთი თვეა ვუყურებ ჩემი საყვარელი ადამიანის პორტრეტს, როგორც იქნა მისი დახატვა შევძელი..." 🗣️ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის...