თავი 11

336 41 12
                                    

"ერთ თვეში?"
გუქმა არემარე აცრემლიანებული თვალებით მოათვალიერა თან ქვედა ტუჩს კბენდა, ნერვულად ყლაპავდა ნერწყვს და ცრემლების შეკავებას ცდილობდა. მე ისევ ჩავეხუტე და ზურგზე მოვუთათუნე, მანაც ხელები მომხვია და გააგრძელა:
-გუშინ გითხარი რომ ფეხებზე მკიდია მ.. მეთქი-სლუკუნებდა-მ..აგრამ სინამდვილეში..-დადუმდა, თავი ჩასწია და ცრემლები მოიწმინდა-კაცი რომელიც ბავშვობაში მცემდა და რომელმაც დედა მომიკლა, ერთ თვეში თავისუფალი იქნება... უბრალოდ... მეშინია- თქვა თუ არა, მწარედ გაიცინა-იქნებ ძებნა დამიწყოს, იქნებ კიდევ მომიკლას ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები: სუა ან ჩემი ახალი მშობლები, ან მეგობრები.... ან კიდევ.. შენ ჯიმინ, რა გავაკეთო თუ იგი შენ..?-გუქმა ბოლო ხმაზე დაიწყო ტირილი, ირგვლივ ყველა ჩვენ გვიყურებდა, მაგრამ ახლა მაგათთვის არ მეცალა, გუქმა თავი გულმკერდზე დამიდო, თან წელზე ხელები მომხვია.
"გუქი ნერვიულობს! სტკივა! უჭირს! უნდა დავეხმარო, გვერდში უნდა ამოვუდგე"
რა საშინელებაა როდესაც არ შეგიძლია ადამიანს უთხრა რომ მასთან ხარ და არ დატოვებ! როგორ უნდა ვუთხრა გუქს რომ მიყვარს, რომ მეტი დრო არ მჭირდება და უკვე მივიღე გადაწყვეტილება და მასთან ყოფნა მინდა. გუქის სახე ხელებში დავიჭირე, მისი სახის ნაკვეთესბის თვალიერება დავიწყე, ლოყაზე პატარა შრამი ჰქონდა რომელიც აქამდე არც შემიმჩნევია, ქვედა ტუჩის ქვეშ კი პატარა ხალი, საშინლად ლამაზი პიროვნება  იყო, მისი თვალები მთვარეს მაგონებდნენ, მთვარესავით სევდიანი და ნათელი, პატარა ცხვირი და ბოლოს ტუჩები, რომლებიც მიზიდავდნენ, მინდა რომ შევეხო, ვიგრძო ისინი ჩემს ტუჩებზე მაგრამ.. მე არ ვარ ღირსი და არც დამიმსახურებია მისი კოცნა, არც იმ ბოზებს რომლებიც მას აქამდე ეხებოდნენ, არ ჰქონდათ უფლება! რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს გუქი მარტო მე მეკუთვნის, სხვას არ ააქვს უფლება უყუროს მის ცრემლებს, არ ააქვს უფლება უყუროს მის ღიმილს, თვალებს.. არ ააქვს უფლება შეეხოს! მაგრამ საქმე იმაშია რომ მეც ვერ ვეხები, არ შემიძლია ვუყურო მის ტუჩებს და თვალებს, რადგან გული საშინლად სწრაფად იწყებს ცემას, ხელები კანკალს და ტუჩები თრთოლვას..
გუქმა თითქოს ეს ყველაფერი ჩემ თვებში ამოიკითხა, ჩაიცინა, მომიახლოვდა და როდესაც ჩვენ ტუჩებს შორის 1 სანტიმეტრიღა დარჩა, წაიჩურჩულა: "მიყვარხარ" იგი ძალიან ნელა მიახლოვდებოდა, თვალები დავხუჭე, მე გამოუცდელი ვიყავი და მეშინოდა რომ გუქს არ მოეწონებოდა, ბოლოს მისი ტუჩები ჩემ ტუჩებს შეეხო, თაფლივით ტკბილი, რბილი და სასიამოვნო, გული სწრაფად მიცემდა, ყველა ემოცია ერთმანეთში ამერია, შიში, აღფრთოვანება, სიყვარული.. და ეს ათასი გრძნობა პეპლებივით დაფრინავდნენ ჩემ მუცელში, პირი ოდნავ გავაღე და გუქის ენა ვიგრძენი, ჩემი გამოუცდელობის გამო გუქის და ჩემი კბილები ერთმანეთს ეხახუნებოდნენ, მაგრამ გუქი არ მშორდებოდა, ჰაერი უკვე აღარ მყოფნიდა მაგრამ მეც არ ვცილდებოდი გუქს, საოცარი და ჯადოსნური გრძობაა როდესაც შენ საყვარელ ადამიანს კოცნი.. ბოლოს როგორც იქნა მოვშორდით ერთმანეთს, გული ისევ სწრაფად მიცემდა და პირით ვსუნთქავდი, ქვედა ტუჩი ავილოკე და ლოყას შიგნიდან ვუკბინე, გუქმა მხარზე თავი დამადო და მითხრა:
-როგორც ჩანს პირველი კოცნა მე მეკუთვნის
ყურები ავათამაშე და გავწილდი, ნუთუ არ მოეწონა გამოუცდელი ადამიანის კოცნა? "ღმერთო რა სულელი ვარ" გავიფიქრე და სახე ხელებში დავმალე.
-ეეი-დამიძახა ალერსიანად-ნუ გეშინია! მომეწონა! და მიხარია რომ შენ ტუჩებს ჩემამდე არავინ არ შეხებია-მითხრა და ჩამეხუტა. პეპლები ისევ დაფრინავდნენ მუცელში და ჩემი თავი ამის გამო შეყვარებული გოგო მეგონა- ისე.. შენ აქ როგორ მოხვდი და როგორ მიპოვე- თვალები დავაბრიელე და მივწერე

/ჯიმინი\
მთელი დღე ესემესებზე რომ არ მპასუხობდი და არც სკოლაში არ მოხვედი ავნერვიულდი და გამოვიქეცი შენ სახლში, მაგრამ დავიკარგე და მადლობა ღმერთს შენ აქ იყავი..

გუქმა ანერვიულებული და ამავდროულად გაბრაზებული სახის გამომეტყველება მიიღო:
-მეტი არასდროს გამოიქცე კარგი?-თავი დავუქნიე, გუქმა ცას ახედა და ჩაილაპარაკა- ღამდება.. მალე აცივდება-მერე მე შემომხედა-წამო სახლში წაგიყვან, დედაჩენი ინერვიულებს-მე საათს დავხედე ტელეფონზე, სკოლა ხუთ წუთში მთავრდებოდა, და გუქს თავი კის ნიშნად დავუქნიე.

                                 *      *     *

"ჩემ სიხარულს საზღვარი არ ააქვს, თავი ზღაპარში მგონია, არასდროს ვიფიქრებდი რომ წიგნებში ლამაზად აღწერილ სიყვარულს ცხოვრებაში განვიცდიდი..  მართლაც რომ ზღაპრული გრძნობაა, კოსმოსური და ჯადოსნური, ეხლა მარტო იმაზე უნდა ვიზრუნო რომ ამ ზღაპარს ბედნიერი დასასრული ჰქონდეს"

ჩანაწერი კიდევ ერთხელ გადავიკითხე: "ბედნიერი დასასრული "  რა უნდა იყოს ჩემთვის და გუქისთვის ბედნიერება, და ვიქნებით საერთოდ ბედნიერები?

/კიდევ ერთხელ გამარჯობა😊😁 ეს თავი პატარა გამოვიდა, მაგრამ მეტს ვეღარ დავწერდი😅 თავები დღეგამოშვებით დაიდება, რადგან ვერ ვასწრებ ყოველ დღე წერას😕 ბოდიშს ვიხდი, წარმატებები ყველას და სარანჰე💜😘/
  

₪{Only One Word }₪Where stories live. Discover now