...

56 7 1
                                    

-ნინი! უკვე გიჟივით იქცევი! რატომ არ გესმის, რომ ეს ადამიანი არ არსებობს! ის მხოლოდ შენს გონებაშია და თუ არ მოეშვები ამ ბიჭზე საუბარს, იძულებული ვიქნები სხვა ზომებს მივმართო და სპეციალურ ადგილას წაგიყვანო!

თვალებამღვრეული გოგონა დედას შეშინებული შეჰყურებს. განა რა დააშავა ასეთი, რომ ეს ეშმაკის მოციქული გამუდმებით მას ელაპარაკება და გიჟის სახეს სძენს. არა და დარწმუნებულია, რომ ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელია. თანაც კორეის ერთ-ერთი საუკეთესო სკოლის მოსწავლეა მაღალი ნიშნებით. როგორ შეიძლება იყოს ყველა მშობლისთვის სანატრელი ბავშვი გიჟი.

-მე გიჟი არ ვარ, დედა.

გაწონასწორებული ტონით ამბობს მომტირალი და ნელა დგება. ცრემლებს მაისურის სახელოთი იწმენდს და აუჩქარებლად მიიწევს საკუთარი საძინებლისკენ.

-მოგენატრე?

ჩვეული ხმა სწვდება ნინის გონებასა და ყურთასმენას. ეს ხმა რამოდენიმე თვის წინ დიდ შიშს იწვევდა, ახლა კი ზედმეტად ნაზია. ხავერდსაც კი შევადარებთ. ჯონგუკის ხმა სწორედაც რომ მცნება ხავერდოვანი ხმის ზუსტი ახსნა-განმარტებაა.

გოგონა ცდილობს ბიჭი დააიგნიროს და დიდ საწოლზე, რომელიც ღია ფერებშია გადაწყვეტილი მძიმედ ეცემა. მალევე შლის ხელებს და მთლიანი წელით აწვება რბილ ზედაპირს. ნინი თვალებს ხუჭავს და ღრმად სუნთქვას იწყებს.

რამოდენიმე წამში ზემოდან სითბის გრძნობს. ხელს, რომელიც მის თეძოს ეხება. როგორ შეიძლება ეს რეალური არ იყოს?!
ნინის სხეულზე ტაო აყრის და სუნთქვაც მეტად უმძიმდება.

-შენც იცი, რომ იგნორირება არ მიყვარს.

ჯინგუკის ხმა მკაცრდება და ამასთანავე ბოხდება კიდეც.ბიჭის სურნელი მის ყნოსვის რეცეფტორებზე საგრძნობლად მოქმედებს და არომატულობით აღიზიანებს კიდეც.

-გ-გაჩერდი.

ამოიგმინა გოგომ და ტუჩს კბილები დააჭირა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 08, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

내머리속어목소리 (your voice in my head)Where stories live. Discover now