ახლა ჩემს სახეს რომ ხედავდე

781 122 59
                                    

თავი 7.

ახლა ჩემს სახეს რომ ხედავდე

_____________________

" როცა ცხოვრება ცალ ხელს გიწვდის ბედნიერებისთვის, მეორე ხელში აუცილებლად ალესილი დანა უჭირავს, ან პირიქით... ამას ახლა ვამბობ, თორემ როცა ბედნიერებას სრულად ვეზიარე, საერთოდ არ მაინტერესებდა რა მახეს მიგებდა ცხოვრება, მეტიც ამაზე ფიქრითაც კი არ შემიწუხებია თავი..."

აგრძელებს კითხვას ჯიმინი, უკვე ერთი საათია, რაც დღიურს კითხულობს და ყოველ ახალ გვერდზე დასასრულის შიში იპყრობს.

"თვეები, ხო სწორედ თვეები გავიდა ჯანგუკთან ყოფნის ხუთი თვე, ჩვენი ბედნიერება ყველასთვის გადამდები იყო, განსაკუთრებით კი ჯინისთვის და ნამჯუნისთვის, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენი შემყურე უბრალოდ სიცოცხლის წყურვილი უფრო და უფრო უძლიერდებოდათ.
ჯანგუკი დროდადრო რამდენიმე დღით უჩინარდებოდა, მხოლოდ იმას მიბარებდა, რომ ტურისტული ჯგუფი მიყავდა სალაშქროდ.
მე ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობდი, ვსწავლობდი ვმუშაობდი, და ჯანგუკს ველოდებოდი.

ყოველი მასთან ერთად გატარებული წამი დაუვიწყარი არის ჩემთვის.

_ხო საყვარელო, შენ ჩემთვის დაუვიწყარი ხარ.

ახლა ამ სიტყვებს ხმამაღლა ვამბობ და მას ვუყურებ ისევ იქ დგას ფანჯარასთან და თავისი შეუდარებელი ღიმილით მიღიმის. ხელში ისევ ყავის ჭიქა უჭირავს.
თვალები ცრემლით მევსება და ძლიერად ვხუჭავ, როცა ვახელ ფანჯარასთან მოლბერტის მეტი არაფერი მხვდება, ჩემი ერთადერთი...

ერთ ჩვეულებრივ საღამოს ერთად ვივახშმეთ, სალაპარაკო თემა არასდროს გველეოდა, ის ჩემთვის ამოუწურავი იყო და მეც მისთვის, როგორც თვითონ მეუბნებოდა. ერთმანეთს ვუყვებოდით ყველაფერს რაც კი გადაგვხდენია ამ დროის მანძილზე, მანამდე სანამ ერთმანეთს შევხვდებოდით.
ყოველ დღე ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, რომ მას უკვე დიდი ხანი იყო რაც ვიცნობდი, თითქოს ყოველთვის ერთმანეთის ცხოვრების ნაწილები ვიყავით. ცალ-ცალკე ვარსებობდით, და ყოველთვის ვგრძნობდით, რომ ჩვენი მეორე ნახევარი სადღაც იქ იყო, უბრალოდ დრო იყო საჭირო, რომ მას შევხვედროდით, და ეს დროც დადგა, ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და ერთი მთლიანობა გავხდით.
იმ საღამოს ჯაზ კლუბზე მელაპარაკებოდა, მიყვებოდა, როგორ გახდა მუსიკა მისთვის ცხოვრების მთავარი აზრი.
იმ მოხუც კაცზეც მომიყვა, ვინც იმ დღეს შეძახილებით ამხნევებდა სცენაზე გიტარით ხელში მდგომ ჯანგუკს.
ის ბიძამისი იყო, სწორედ მან გაზარდა, მშობლები არ ახსოვდა, მხოლოდ მათი ფოტო ჰქონდა ნანახი და ცდილობდა ფიქრებში მათი სილუეტები გაეცოცხლებინა. არ მოუყოლია როგორ დაკარგა მშობლები, არც მე ჩავძიებივარ, მეგონა ამისთვის კიდევ გვექნებოდა დრო. ხო ეს დაწყევლილი დრო, რომელიც არასოდესაა საკმარისი.
გიტარაზე დაკვრაც ბიძამისმა ასწავლა, ადრე მხოლოდ მაშინ უკრავდა, როცა სევდა შემოაწვებოდა, და მალე ეს ინსტრუმენტი მის სხეულად იქცა...
რატომ? იმიტომ რომ არასოდეს ყოფილა ბედნიერი.
ჯაზ კლუბში სიარული თხუთმეტი წლისამ დაიწყო, ამ კლუბის წევრები მისი ოჯახი იყო, მათ ყველაფერი იცოდნენ ჯანგუკის შესახებ. პირველად როცა თავისი ორიენტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყრნა, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, ერთადერთი ადამიანი კი ვისაც ამის შესახებ ესაუბრა ბიძამისი იყო.
მაშინ გასაგები გახდა, რატომ განმიხილეს მე ასე თავისუფლად, როგორც მისი შეყვარრბული, იმ დღეს კლუბში.

The Love Diary   Where stories live. Discover now