1.

162 10 1
                                    

ჩემი სიყვარულის ისტორია იმ წამიდან იწყება, როცა მას შევხვდი. ჩვენი პატარა, მყუდრო, გიჟური ცხოვრებით კმაყოფილები ვართ.

ერთმანეთს ვეკუთვნით.

ერთმანეთის სუნთქვას შევიგრძნობთ.

ერთმანეთის გულის ცემას.

ისიც უნდა ითქვას,რომ ორივე ჯიუტები და მომთხოვნები ვართ ერთმანეთის მიმართ.

ეჭვიანობის პიკი კი სულ სხვაა. ის ყველა გამვლელზე ეჭვიანობს.

დამტანჯა.

ვერ დავაჯარე, რომ მის გარდა არავის შევხადავ და არავის გავეპრანჭები. ბოლოს ეს უაზრო კამათი ალერსით მთავრდება.

ნუთუ ეს საკმარისი არ არის ბედნიერებისათვის? მისი შეხებაც კი საკმარისია ჩემთვის, რომ ყინულივით ჩავადნე ხელებში.

რათქმაუნდა, ეს მან არ იცის. რომ გაიგოს, დაიწყებს ხარხარს და ჩემი ლოყების შეფერადებას.

დილა კი სასიამოვნო სიტყვებით იწყება.

- დილამშვიდობისა, მიყვარხარ მინნ.~
- დილამშვიდობისა, მიყვარხარ ჰუნნ.~

სიყვარული, ეს ისაა, რაც გაგრძნობინებს,რომ ვიღაც შენთვის იბრძვის,შენთვის იბრძვის.
რაც მთავარია : გულს გიძღვნის.

ჩვენს შემთხვევაშიც, ასეც არის. ღმერთს მადლობა,რომ ის მყავს.

მაგრამ ყველაფერი მაშინვე იცვლება, როცა სხვა ქალაქში გადავდივართ საცხოვრებლად. პირველი ერთი თვე მშვენიერი იყო. სასეირნოდაც დავდიოდით, ბევრს ვხალისობდით.

მაგრამ ყველაფერი უცბად შეიცვალა.

- ჰუნნ, დილამშვიდობისა. გუშინ გვიან მოხვედი და ვახშამისთვის აღარ შემიწუხებიხარ. კარგად გამოიძინე?
- გმადლობ, მაგრამ არ მშია. სამსახურში წავიხემსებ. დროებით.

და ასე გაიხურა კარი. აზრზე ვერც მოვედი. თვალებდაჭყეტილი ვიდექი და ვიყურებოდი იმ კარისკენ, საიდანაც ორი წუთის წინ ჩემი ქმარი გაუჩინარდა.

თავიდან ვიფიქრე, რომ გადაღლილობის გამო იყო მისი ასეთი საქციელი. ამიტომ გადავწყვიტე მისი საყვარელი ნამცხვარი გამომეცხო.

ყველაფერი მზად მქონდა საღამოსთვის. სახლის დალაგებაც მოვასწარი და ვახშმის გამზადებაც. ჩემი თავი შევათვალიერე სარკეში და ზარის ხმაც გაისმა. სუფრას გადავხედე და კარისკენ გავიქეცი. სწრაფად გავაღე და გავუღიმე. თვითონაც იგივეთი მიპასუხა და სახლში შემოვიდა. როგორც წესი, სულ მკოცნის და მეც მოვემზადე, თუმცა არაფერი. ამაზე თვალი დავხუჭე და უკან გავყევი. პალტო და ქუდი იქვე დივანზე დააგდო და სამზარეულოსკენ გასწია. რომ შევედი, გაშეშებული იდგა და ნერვიულობამ ამიტანა. მეგონა, სუფრას რამე დავაკელი. რამოდენიმე წამის შემდეგ ჩემკენ შემობრუნდა და შუბლზე ნაზი კოცნა დამიტოვა.
- მადლობა, მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ. სხვა დტოს იყოს.

და ზემოთ ავიდა. ასე ჩამეშალა მთელი დღის ნაშრომი. მეც დავჯექი და სუფრას დავუწყე უაზროდ ცქერა. ცრემლებმა აწითებული ლოყები დამისველა. ასე რამდენს ხანს ვიჯექი არ მახსოვს. ბოლოს ავდექი, შუქი ჩავაქრე და ოთახში ავედი. მძინარეს გვერდზე ჩამოვუჯექი და მასზე ფიქრში ჩამეძინა.

მომდევნო დღეებიც ასე გაილია. არანარი ვახშამი ოჯახში. ამას თუ ოჯახი ერქვა. ერთმანეთისვის უცხოები ვიყავით. მიდიოდა და მოდიოდა. მე კი ველოდებოდი და ველოდებოდი.

თავიდანვე ვიცოდი შედეგი, თუმცა არ მინდოდა დამეჯერებინა ჩვენი სიყვარულის გაქრობის საშიშროება, რომელიც ასე ახლოს იყო ჩვენთან.


love is not a game.Where stories live. Discover now