თავი 9.
თავისუფალი ვარდნა
__________
"ვგრძნობ, მას ისევ ვგრძნობ, მის ხელებს ჩემს სხეულზე, მის ტუჩებს, მის მზერას, როგორ მიყურებდა მაშინ იქ ჩვენს პირველ ღამეს. ჯანგუკ მე შენ ისევ გგრძნობ საყვარელო.
მთელი სხეული მითრთის, გული ამოვარდნაზე მაქვს, აღარ ვტირი, არ უნდა ვიტირო ხომ ვიცი, რომ ისევ ვნახავ, ჩვენ ეს შევფიცეთ ერთმანეთს, ხომ ვიცი, რომ ისევ მასთან ვიქნები, რატომ უნდა ვიტირო, პირიქით უნდა მიხაროდეს, ხო ბედნიერი ვარ ჯანგუკ მალე ისევ გნახავ.
ჩემი ცხოვრების სიყვარული, ჩემი ჯანგუკი.
იმ ღამით ისე ვნერვიულობდი მეგონა ჩემი სული სხეულს ტოვებდა, ჯანგუკი მიღიმოდა, ცრემლიანი თვალებით მიღიმოდა... მკოცნიდა, მთელს სხეულს მიკოცნიდა მეუბნებოდა, როგორ ვუყვარდი, ცდილობდა ჩემი დაძაბულობა სადღაც შორს გაეშვა და უკან დაბრუნების საშუალება არ მიეცა. მან ეს მოახერხა, მალე მოვეშვი და სრულიად მივენდე მის სიყვარულს. ბედნიერება იმ ღამით შევიგრძენი ყველაზე მძაფრად, ჩემი ერთადერთი, ჩემი პირველი და უკანასკნელი ბედნიერება.დილით თვალები გავახილე თუ არა ჩემს საყვარელს სცენარს შევავლე თვალი, მის გასაოცარ ღიმილს.
BẠN ĐANG ĐỌC
The Love Diary
Fanfiction19/03/22-19/04/24 (completed) ©მარიამი "ის, რომ ჩემი თვალებით ხედავდეს საკუთარ თავს, უზომოდ შეუყვარდებოდა!" "უკვე ერთი თვეა ვუყურებ ჩემი საყვარელი ადამიანის პორტრეტს, როგორც იქნა მისი დახატვა შევძელი..." 🗣️ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის...