Part 1

66 4 3
                                    


გარეთ წვიმს..ისევ..მესმის წვეთები როგორ ეხება ფანჯარას..თითქოს დაშვებისას ეუბნება დამიჭირეო..დაცემისას კი ფანჯარასთან ერთად იცინის. აი ზუსტად ასე წარმომიდგენია წვიმა..წვიმა რომელიც უკვე ბევრი ხანია არ მინახავს. წვიმა რომლის სურნელზეც ბავშვობა მახსენდება. წვიმა რომელიც ამდენ ემოციას და მოგონებებს იწვევს ჩემში.

თვალებს ვხუჭავ, ფანჯარას ვაღებ და თავს გარეთ ვყოფ. წვიმის წვეთები ნაზად ეცემა ჩემს სახეზე და ვიღიმი.

მე- წარმომიდგენია როგორი ულამაზესია..-უკან კარების ხმა მესმის და თავს ვატრიალებ.

იუმი- უიმეე! ამ ოთახში რა სიცივეა..არ გცივა??-შემოდის და გვერდზე მიჯდება თან ფანჯარას ხურავს.

მე- იქნებ რას ვაკეთებ არ უნდა დააკაკუნო?

იუმი- ისე მეუბნები თითქოს არ ვიცოდე მარტო ოთახში რას აკეთებ ხოლმე *სიცილი*- მეც მის ნათქვამზე მეცინება და ჩემს ჯოხს ვიღებ. ვდგები და საწოლისკენ გზას ვიკვლევ. ზემოდან მოწყვეტით ვეცემი და თვალებს ვხუჭავ.

მე- დავიღალეეე~

იუმი- უუჰ რამ დაგღალა ერთი?? მთელი დღეა ოთახში ხარ მე კიდე მთელი ქალაქი შემოვიარე.

მე- ოოოო! მე ახლა სრული სიჩუმე მჭირდება ძილისთვის და თუ შეიძლება გაეთრიეთ ჩემი ოთახიდან!- კედლისკენ ვბრუნდები და საბანს ვიფარებ

იუმი- ვაახ ხოდა გავალ! მაინც არ მქონდა შენი წუწუნის მოსმენის თავი..- დგება და გაბრაზებული ნაბიჯებით ოთახიდან გადის თან კარებს ძლიერად იხურავს.

მე-აიშ ეს ნერვების მომშლელი გოგო!-ვყვირი რომ გაიგოს და მეცინება. საბანში კარგად ვიფუთნები და ვიძინებ.

მეღვიძება და გარეთ ვიყურები იმ იმედით რომ რამეს დავინახავ მაგრამ როგორც სულ სიბნელე.

მე- იუმი!! *ვყვირი*

იუმი- რაა?! 

მე- რომელი საათია?

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 03, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

დაბრმავებული შემთხვევითი სიყვარულით/Blinded by accidental loveWhere stories live. Discover now