უცნობი გოგონა სასტუმროში შევიდა .
მისაღებში კაცი რამდენიმე წამი უცნობს მიაშტერდა, რადგან ის მართლა ლამაზი იყო
(?)- ვინმესთან ხარ?
(?)-მისტერ კიმთან
,,ორი ქალი ერთ დღეში?" კაცმა გაიფიქრა და ჯიბიდან გასაღები აიღო
(?)- ოთახი 487
ის გოგო ის იყო ვინც მისტერ კიმმა რეალურად გამოიძახა და რომლის ადგილას შენ შეხვედი. მან კარი გააღო
(?)-ეს რა ჯანდაბაა?
მან მკვდარი სხეული დაინახა და კედელი რომელიც სისხლით იყო სავსე
==========================
თვალი ნელა გაახილე და მოგონებები ამოგიტივტივდა. ბოლოს რაც გახსოვდა ეს ჯონგუკის სახე იყო ,,რა მოხდა?"
ადგომა ცადე, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ეს ვერ მოახერხე. მთელი სხეული საკმაოდ სუსტი გიჩანდა, თითქოს კვირაზე მეტი იყო რაც არ გიჭამია.
ვერაფერზე ფიქრობდი, გარდა იმისა ,რომ ჯონგუკმა დაგიჭირა. დრო საკმაოდ დაკარგე, გრძნობდი თითქოს ეს დასასრული იყო
რასაც ახლა ცდილობდი იმედის დატოვება იყო. თვალები დახუჭე, არ გინდოდა გაღვიძება, მაგრამ ამ დროს მამაშენი გაგახსენდა
,,ის იქიდან უნდა წამოვიყვანო"
თავს დააძალე ადგომა. ორი აზრი არ იყო, ნარკოტიკებს გიკეთებდნენ.
ირგვლივ ყველაფერს დააკვირდი, მაგრამ ვერ იხსენებდი ეს რა ადგილი იყო, მაგრამ იცოდი აქაურობა საიდანღაც გეცნობოდა. ნორმალურ მდგომარეობაში 2 წამში გაიხსენებდი ყველაფერს, მაგრამ ნარკოტიკების დიდ დოზას გაძლევდნენ , ამიტომ ტვინსაც უჭირდა ინფორმაციების გაანალიზება
ოთახიდან გასვლა დააპირე, კედელს იხმარებდი ,რომ არ წაქცეულიყავი. კიბეების ჩასვლას აპირებდი, მაგრამ ამისთვის ენერგია არ გქონდა. პირველივე კიბის საფეხურზე დაჯექი და საბოლოოდ გაიხსენე ეს ადგილი
YOU ARE READING
საიდუმლო მისია // ჯ.ჯკ
Actionჯონგუკი ისინი ფიქრობენ რომ მას დაიჭერენ, მაგრამ ეს შეუძლებელია. აზიაში ყველაზე დიდი ბანდის ლიდერი - კრიმინალი ის ხელშეუხებელია. აკეთებს იმას რაც უნდა ფული! წვეულებები! ქალები! . . აგენტი 007 - ჯაშუში, თუ არასწორი ხარ ის მოგკლავს. იყავი განგსტერი ა...