No Refund, No Exchange

483 40 14
                                    

TAEHYUNG POV

კიდევ რამდენიმე ჯეკ დენიელსის შოტი გადავკარი და დივანზე ჩამოვჯეqი. სერიოზული დეპრესია მაქვს, უკვე სტუდენტი ვარ და შეყვარებულიც კი არ მყავს.

რა მჭირს? ჩემ თავს ვკითხე და ჭერს ავხედე.

"ინტელიგენტური, ლამაზი და სექსუალური ვარ. ამას მეუბნება ყველა, მაგრამ მაინც მარტო ვარ."

იმიტომ, რომ მაღალი სტანდარტები გაქვს. ჩემმა აზროვნებამ მიპასუხა.

"საერთოდ არა! უბრალოდ ვინმე მინდა, ვისაც ვეყვარები. ლამაზი, მიმზიდველი და მდიდარი. სულ ესაა."

რაც შეუძლებელი დღესდღეობით. აზროვნებამ შემაწყვეტინა. ამოვიოხრე და კიდევ ერთი შოტი გადავკარი. ჩემ უნივერსიტეტში არავინ იცის, რომ შეყვარებული არ მყავს. რაც ყველაზე საშიშია ისაა, რომ ჟერ კიდევ ვაჟიშვილი ვარ. უნივერსიტეტში საკმაოდ პოპულარული ვარ, ბევრი გოგოც დამსდევდა, მაგრამ არავინაა ჩემი გემოვნებისთვის შესაფერისი, ვერავინ მიიქცია ჩემი ყურადღება.

ამოვიხვნეშე და მეცხრე შოტი გადავკარი, ნამდვილად ძალიან მინდა დათრობა. ჩემთვის ისეალური შეყვარებულის ყოლა აუცილებელია, ტუ უნივერსიტეტის დამთავრებამდე არ მეყოლება, მშობლები ვიღაც უცხოზე დამაძალებენ დაქორწინებას, რაც ძალიან არ მინდა, რომ მოხდეს.

ავდექი და სამეცადინო ოთახში შევედი, იმეილის შესამოწმებლად, იქებ ვინმეს გავახსენდი. ერთმა რეკლამამ თვალი მომჭრა.

ისურვე რაც გინდა! 24 საათში აგისრულდება!

ლინკზე გადავედი და მათ საიტზე მოვხვდი. მოსაწყენი საიტი იყო, მთლიანად შავი.

"სასაცილოა." ვთქვი და გვერდის დახურვას ვაპირებდი, როცა შეტყობინება ეკრანზე გაჩნდა.

მოგესალმებით! აირჩიეთ თქვეენი სურვილის კატეგორია!

მეც ურთიერთობებს დავაჭირე და კიდევ რამდენიმე არჩევანი გამოჩნდა.

I made a Wish...[on hold]Where stories live. Discover now