1. სათამაშო დათუნია

729 30 9
                                    

-რატომ არის ეს აეროპორტი ასეთი დიდი? - თავისთვის ჩაილაპარაკა დაახლოებით 20-22 წლის დაბნეული შესახედაობის მქონე გოგომ, რომელსაც ქერა თმა მოუწესრიგებელ კოსად ჰქონდა შეკრული და კვლავ თვალების აქეთ-იქით ცეცაბას მოჰყვა. უკვე დაახლოებით 10 წუთი იყო რაც წინ და უკან დადიოდა აეროპორტის შენობაში და ცდილობდა თავი დაეღწია მისგან. არა, იქ მომუშავეებისთვის ან მგაზვრებისთვის ჯერ ნაკითხი არ ჰქონდა გზა. მაგდენი ვეღარ მოიფიქრა. ირგვლივ უამრავი ხალხი ირეოდა, თუმცა ვერ იტყოდი, რომ ეს ყველაფერი ქაოსს ქმნიდა. პირიქით, ყოველივე ზედმეტად მოწესრიგებულიც კი ჩანდა.

ოპერატორი ქალის უემოციო ხმამ კიდევ ერთი რეისის მარშრუტი გამოცხადა და თქვა, რომ ჩასხდომა უკვე იწყებოდა. მგზავრებმა ახლობლებთან დამშვიდობება დაიწყეს. მათ შორის რამდენიმე აცრემლებულ სახესაც შენიშნავდით. გოგო ამ ყველაფერს ხედავდა, მაგრამ ვერ აღიქვამდა. მისი გონება ახლა მხოლოდ გასასვლელის პოვნაზე იყო კონცენტრირებული. ამასობაში კიდევ რამდენიმე წუთი გავიდა. უკვე ეგონა, რომ საბოლოოდ ჩარჩა ამ უაზრო შენობაში. უკმაყოფილოდ ამოიოხრა და ირგვლივ მიმოიხედა. უეცრად რამდენიმე გოგოს გაბმული კივილის ხმა მისწვდა მის სმენას. წამით იქით გაიხედა, საიდანაც ხმა მოესმა. ეს მხოლოდ რეფლექსის დამსახურებით მოხდა და არა ინტერესის. „ალბათ ფანები არიან" უნებურმა ფიქრმა გაიელვა მის გონებაში და იმის საპირისპიროდ წავიდა, საიდანაც ხმა მოესმა. ნამდვილად არ უნდოდა ვიღაც აიდოლების გამო გადაეთელათ ენდორფინებმოჭარბებულ ფანებს.

სულ ორიოდე წუთში მიხვდა, რომ სწორი მიმართლება აირჩია, რადგან როგორც იქნა კარიც გამოჩნდა. სიხარულისგან ლამის ცრემლი მოადგა თვალებზე. მჭიდროდ მოჰკიდა ხელი თავისი საშუალო ზმის სამგზავრო ჩანთის სახელურს და ბედნიერი სახით გაიქცა გასასვლელისკენ. თუმცა გაერთ გასვლიდან სულ რამდენიმე წამში მიხვდა, რომ გაქცევა ზედმეტად სულელური საქციელი იყო, რადგან მოულოდნელად ვიღაც ბიჭის მკერდს მთელი ძალით შეეჯახა და მასთან ერთად ძირს დაეცა.

What's your name?Where stories live. Discover now