ჯონგინი მობილურის მომაბეზრებელმა ბზუილმა გააღვიძა. პირქვე მწოლიარემ ოდნავ გაახილა ცალი თვალი და ზანტად გადაყო ხელი საწოლის გვერდით მდგარი პატარა, ყავისფერი ტუმბოსკენ. შემდეგ კი მობიური ისე მოაბრუნა, რომ შესძლებოდა იმის დანახვა თუ ვინ ურეკავდა ამ დილაადრიან. ჯუნმიონის სახელის ამოკითხვისას დაფეთებული წამოჯდა ლოგინზე და ოთახს მოავლო თვალი. ისევ იმ სასტუმროში იყო, საიდანაც 2 საათის წინ უნდა წასულიყო. თვალები თითებით მოისრისა და რამდენჯერმე ჩაახველა, რომ ნამძინარავი ხმა ჩაეწმინდა.
-გისმენ ჰიონ - დამაეჭვებლად მშვიდად უპასუხა ზარს.
-სად ჯანდაბაში ხარ? - განწირული ხმით ჩაჰყვირა სუჰომ მობილურს იმ წამსვე, როგორც კი მეორე მხრიდან უპასუხეს - უკვე ერთი საათია განუწყვეტლივ გირეკავთ.
-მე... მე უკვე გამოვდივარ და მალე მანდ ვიქნები - თქვა ჯონგინმა და თან ამ სიტყვების პარალელურად სწრაფად წამოდგა ლოგინიდან.
-გამოდიხარ... საიდან? - მკაცრად გაისმა სუჰოს ხმა მობილურში
-მე არ..არსაიდან -თავისი სულელური პასუხით გაღიზიანებულმა ჯინგინმა თვალები მაგრად დახუჭა და ხელი მძიმედ შემოირტყა სახეზე.
-არსაიდან? - დაეჭვებული ხმით იკითხა სუჰომ. ჯონგინი, რა საკვირველია, მის სახეს ვერ ხედავდა, მაგრამ დაიფიცებდა, რომ მან ახლა თვალები მოჭუტა.
-უფრო სწორად... სას...მჰ...სახლიდან. ხო, სახლიდან - თავისი შედარებით ნორმალური პასუხით კმაყოფილს თვალები გაუბწყინდა - ჩემთან ვარ სახლში და უკვე მოვდივარ - თავი ისე დაიქნია მან, თითქოს თავისვე ტყუილის დაიჯერაო.
ჯუნმიონმა მძიმედ ამოისუნთქა და ალბათ უკმაყოფილების ნიშნად თავიც გააქნია.
-ნახევარ საათში სავარჯიშო ოთახში იყავი. ახალი ქორეოგრაფია უნდა გაგვაცნოს ქორეოგრაფმა - დაბალი ხმით თქვა მან - და არ გეგონოს, რომ დავიჯერე, ის რაც მითხარი.

KAMU SEDANG MEMBACA
What's your name?
Romansaროდესაც ურთიერთობა სულის კავშირით იწყება და არა ისეთი გაცვეთილი და მრავალგზის გამოყენებული ჩვეულებით, როგორიც ხელის ჩამორთმევა და სახელის თქმაა. *** დაწყების თარიღი - 07.05.19 დასრულების თარიღი - 13.05.19