9 ნოემბერი - ქამბექამდე ორი დღით ადრე.
-ახ, უკვე 1 საათია - დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა სეჰუნმა და დაამთქნარა. – დავიღალე, რა.
- გეძინება ჰუნი? - მზრუნველი ხმით უთხრა მას ბექიონმა და უფრო მიეხუტა გვერდით მჯდომ მაკნეს.
-ხო - ამოიკრუტუნა სეჰუნმა და მანაც ჩახუტებითვე უპასუხა თავის პატარა ჰიონს.
- უკვე ყველანი საკმაოდ დაღლილები ვართ - მთქნარებამ წინადება გააწყვეტინა ჯუნმიონს, რომელმაც, რაღაც გამომუშავებული ჩვევის წყალობით პირზე ხელი მიიფარა - მოდი დავიშალოთ და ხვალ ისე ვქნათ, რომ 10-სთვის ისევ აქ ვიყოთ - ამ სიტყვების პარალელურად, ინსტინქტურად გახედა კედელზე დაკიდებულ მრგვალ, უხმო საათს, რომლის ისრებიც უკვე 2 საათისკენ იხრებოდნენ.
-ხო, მასე აჯობებს - სუჰოს აზრს დაეთანხმა მინსოკიც, რომელიც უკვე რამდენიმე წუთია, თავისი მობილურის ძებნით იყო გართული. - ოღონდ ჯერ მობილური მაპოვნინეთ, რა - შეწუხებული ხმით ჩაილაპარაკა და ახლა იქვე თეთრ დივანზე მიყრილ ტანსაცმელში დაიწყო ქექვა.
-შარვლის უკანა ჯიბეში გაქვს, ჰიონ - სხვათაშორის ჩაილაპარაკა ჯონგდემ და თან ფეხზე წამოდგა.
-ჰა? -მინსოკი ისე უეცრად გასწორდა წელში, გეგონებოდა უკანალზე წამოარტყეს ხელიო. შემდეგ კი თავისი შარვლის უკანა ჯიბიდან მობილური ამოაძრო.
-ხო, რამდენიმე წუთია შევნიშნე - კვლავ ისეთივე ხმით თქვა ჯონგდემ და მხრები აიჩეჩა.
-რამდენიმე წუთი? - გაფართოებული თვალებით შეხედა მას მინსოკმა.
-ხო, რა მოხდა - უცოდველი ხმით უპასუხა მან უფროსის კითხვას და თან ვითომდა გაკვირვებული მზერა მიაპყრო მას, სიმადვილეში კი მინსოკის ბრაზისგან გაწითლებული სახის შემხედვარე, ძლივს იკავებდა უკვე ტუჩებთან მომდგარ სიცილს.
-ხომ ხედავდი, რომ ვეძებდი. არ შეგეძლო უბრალოდ გეთქვა? - გაბრაზებით თქვა მინსოკმა.
YOU ARE READING
What's your name?
Romanceროდესაც ურთიერთობა სულის კავშირით იწყება და არა ისეთი გაცვეთილი და მრავალგზის გამოყენებული ჩვეულებით, როგორიც ხელის ჩამორთმევა და სახელის თქმაა. *** დაწყების თარიღი - 07.05.19 დასრულების თარიღი - 13.05.19