6. კარის ზღურბლთან

220 22 8
                                    

ქამბექიდან თითქმის ორი თვე გავიდა. ჯერ ისევ არ ცხრებოდა წინა დღეებიდან გამოყოლილი ეიფორია, თუმცა ეს ისე მძაფრად აღარ იგრძნობოდა, როგორც დასაწყისში. თითქოს რაღაცნაირად გადაიარა ამ ემოციურმა ტალღამ ექსოსთვისაც და ექსოელისთვისაც. ის ინტერესი ჩაცხრა და მინელდა, რაც ქამბექამდე არსებობდა. უკვე ყველაფერს ფარდა აეხადა და ინტრიგის ქოლგის ქვეშ მოქცეული სააშკარაოზე გამოვიდა.

რომ დაფიქრდე, ეს ყველაფერი რაღაცნაირად წიგნის კითხვას ჰგავს. მივყვეთ თითოეულ ეტაპს და თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ ეს ნამდვილად ასეა. ჯერ მოქმედების განვითარებისთვის საჭირო საერთო ფონს ეთმობა ასპარეზი და იწყება ერთგვარი საწყისი ეტაპები იმისთვის, რომ საბოლოოდ საქმე ქამბექამდე მივიდეს. მაგალითად, ეწყობა ფოტოსესიები, იქმნება ლოგოს ახლებური ვარიანტი, იწერება ახალი სიმღერები, იდგმება ახალი ქორეოგრფიები. ეს ყველაფერი ნელ-ნელა ზემოთ მიიწევს და თანდათან ხდება კვანძის შეკვრა. აქ ვხვდებით სხვადასხვა სპოილერებს იქნება ეს ჟესტიკულაციით თუ ფოტოების ატვირთვის სოციალურ ქსელში. ამ ყველაფერს მოსდევს ერთგვარი კულმინაციური მომენტები - ალბომი ეშვება წინასწარ გაყიდვაში, იწყება თიზერების გამოსვლა. ინტრიგა და მოლოდინი პიკს აღწევს. შემდეგი ნაბიჯია მოქმედების დაღმასვლა. ანუ მივდივართ ქამბექამდე, რომელიც ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს გადაიშლება ჩვენს წინაშე მთელი თავისი დიდებულებით. ამას მოჰყვება აღტაცება, აღფრთოვანება და, ამავდროულად წერტილის დასმა ინტრიგაზე. ანუ იმ ერთდროულად სასიამოვნო და თან უსიამოვნო გრძნობაზე, რომელიც გვაიძულებს, რომ სულგანაბულები ველოდოთ ქამბექის დღეს . ამის შემდეგ იწყება ეიფორიის ნელ-ნელა განელება და იხსნება ის კვანძი, რომელიც ზემოთ შეკრულ მდგომარეობაში დავტოვეთ. თუმცა, რა სკვირველია ეს იმის მანიშნებელი არაა, რომ აღარ მოგვწონს ის ყველაფერი, რაც ქამბექმა მოიტანა. არა, ეს უბრალოდ იმიტომ ხდება, რომ ვეჩვევით ამ ყოველივეს და ამის გამო იგი იმ დონის აჟიტირებულ მდგომარეობაში აღარ გვაგდებს, როგორც ეს პირველ დღეებში ხდებოდა.

What's your name?Donde viven las historias. Descúbrelo ahora