ჯონგინმა ზარის ღილაკს მიაჭირა თითი და რამდენიმ წამით დაიცადა. მალევე კარის ბოქლომის გატკაცუნების ხმა გაისმა და მის წინ გამოჩნდა სწორედ იმ ადამიანის სხეული, ვის ნახვასაც მოელოდა.
-ჯონგინ? - კითხვასავით გაისმა გოგოს ხმა, რომელშიც ადვილად ამოიკითხავდით გაკვირვებას.
-მომენატრე- ხმადაბლა თქვა ჯონგინმა და ოდნავი ღიმილით აათვალიერა თავის წინ მდგომი.
გოგოს სახეზე გაკვირვება აღბეჭდილიყო და გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა თავისი კარის ზღურბლთან მდგარ ადამიანს. წესით ამდენიც არ დაულევია, რომ ჰალუცინაციები დასწყვებოდა. სულ ერთი ჭიქა სოჯუ დალია და ისიც მგონი უკვე გავიდა ორგანიზმიდან. აბა ახლა რა ხდებოდა მის თავს? ნუთუ ეს მართლა ხდებოდა? ღამის 4 საათზე მართლა წამოადგა თავს ექსოს ქაი, თავისი ღვთაებრივი ღიმილით? და თან რა თქვა? მომენატრეო?
-ვინმემ მიჩქმინეტეთ - ბიჭისთვის გაუგებარ ენაზე ჩაილაპარაკა გოგომ და მძიმედ ჩაყლაპა ნერწყვი.
ჯონგინს გვერდულად ჩაეღიმა გოგოს რეაქვიაზე და თავიდან ბოლომე აათვალიერა მისი პატარა სხეული, რომელიც დაბრნეულობისგან ისე გაშეშებულიყო, რომ ქანდაკებას მოგაგონებდათ. შემდეგ ნაგლური მზერით ქვეშიდან ამოხედა და თან, როგორც ამ დროს სჩვევეია ხოლმე, ცალი წარბი ზემოთ აზიდა.
-არ შემომიშვებ? - ხმადაბლა თქვა.
-აა... კი... კი, რა თქმა უნდა, შემოდი .
გოგო გვერდით გაიწია, რომ ჯონგინს შიგნით შესვლა შესძლებოდა. შემდეგ კარი მიხურა და თვალებდახუჭულმა წამიერად მოუჭირა ხელი კარის სახელურს. მის ამ პატარა ქმედებაშიც კი შეიძლებოდა ამოგეკითხათ ის სულიერი თუ გონებრივი დაბენულობა, რასაც ახლა გრძნობდა. შემდეგ კი ისევ სტუმარს მიუბრუნდა. იგი მისგან სულ ორიოდე ნაბიჯის მოშორებით იდგა და ელოდა თუ როდის დაიმსახურებდა კვლავ მასპინძლის ყურადღებას.
YOU ARE READING
What's your name?
Romanceროდესაც ურთიერთობა სულის კავშირით იწყება და არა ისეთი გაცვეთილი და მრავალგზის გამოყენებული ჩვეულებით, როგორიც ხელის ჩამორთმევა და სახელის თქმაა. *** დაწყების თარიღი - 07.05.19 დასრულების თარიღი - 13.05.19