მე ის მისი ოთახის ფანჯრიდან შემიყვარდა..
-----------------
ყოველთვის უცნაურად ჩანდა ის ფაქტი თუ რატო იყო ეს სახლები ასე ახლოს ერთმანეთთან, რატომ ეხებოდა თითოეული აივანი ერთმანეთს და მხოლოდ ერთი მეტრი აშორებდა ერთმანეთს..შეგეძლო უბრალოდ მეზობლის ფანჯარაში დაგენხა ყველაფერი, რაც გინდა თუ არ გინდა მაინც შენს წინ იყო..
შეიძლება ამსტერდამი ლამაზია, მაგრამ ყველაზე მეტად ეს უარყოფითია..
სხვის ცხოვრებაში ერევი თვითუნებურად..
ლამაზად მორთული ოთახი, რომელშიც გიწევს ერთი თვე გაატარო...
მოშორდე იმ სამყაროს, რომელსაც უბრალოდ ვერ გაუგია რა უნდა.
იქცე იმ ყველაფრის ნაწილად სადაც მხოლოდ უცნაურობებს ნახავ..სადაც, რაღაც ახალს შეიგრძნობ..
სადაც გაიცნობ იმას, რაც არ იცი..მზის სხივები ნათელს ჰფენს გარემოს..
ყველა და ყველაფერი თვალებს ახელს..
ზამბახიც კი, რომელიც ღამით მშვიდ ძილს ეცემა, თავისი გვირგ ინის ფურცლები გაუშლია და დღის მოსვლას შეგებებია..ფანჯარასთან დამდგარი გაჰყურებ ამსტერდამს, რომელიც იღვიძებს..
თეჰიონისთვის ეს პირველი მოგზაურობაა ევროპაში..
რატომ ამსტერდამი?
ის თავისუფალია..
ის სხვანაირია..
არ ჰგავს სხვა ქალაქებს..
ამსტერდამი – ქალაქი-ოცნება, ქალაქი-კალეიდოსკოპი. თავისუფლების განსახიერება, ის მუდამ განსხვავებულია, აქ ყველა იპოვის რაღაც საკუთარს. ნებისმიერისთვის ამსტერდამი უნიკალური და განუმეორებელია
ამსტერდამი საოცარია. ტანადი და ლამაზი ხალხი, ქალაქის ჰაერში გაფრქვეული არომატი..
ვან-გოგის პალიტრა და ფუნჯი, ფერადოვანი ტიტების ზღვა, იდილიური არხები, ასაკოვანი ბებოები ველოსიპედით, ეს სასწაული კი არა ამსტერდამია დაუჯერებლად განსხვავებული და სასწაული...