9. და რა იქნება თუკი..?

176 18 17
                                    

ჯონგინი უკვე ნაცნობი კორპუსის წინ იდგა. ფიქრობდა იმ ურთიერთობაზე რაც მასთან ჰქონდა და ვერ გადაეწყვიტა რა ექნა.

უკვე კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთად იყვნენ, როგორც... თუმცა, რომ დაფიქრედეს ადამიანი, ვინ იყვნენ ისინი ერთმანეთისთვის? მეგობრები? შეყვარებულები? იქნებ ორი ადამიანი, რომელთაც უბრალოდ ერთად ყოფნა მოსწონდათ? თუ სცდებოდა მათი ურთიერთობა ამ „უბრალოდ მოწონების" ფარგლებს? და თუკი სცდებოდა, მაშინ რისკენ მიემართებოდა? არაფერი იყო ცხადი და გარკვეული მათ შორის. ეს ყოველივე რაღაც უაზრობას ემსგავსებოდა. უაზრობას, რომელსაც შესაძლოა დასაწყისი ჰქონდა, მაგრამ განვითარება ნამდვილად არა. აი, დასრულებას რაც შეეხება, ყოველ წამს შეიძლებოდა ეს შედეგი დამდგარიყო და ისევე გამქრალიყო, როგორც სხვა სისულელეები. მაგრამ მთავარი სირთულე ეს სულაც არ გახლდათ. საქმე იმაში იყო, რომ ჯონგინისთვის ეს სრულებით არ წარმოადგენდა რაიმე სახის აფსურდულ მდგომარებას. პირიქით, მისთვის ძალიანაც ბევრს ნიშნავდა ის, რაც მათ შორის ხდებოდა... მაგრამ რა ხდებოდა? - იკითხავთ თქვენ. ახლავე აღგიწერთ მათ ურთიერთობას და თავად გამოიტანეთ დასკვნა.

ჯონგინი ყოველ ღამით სტუმრობდა მას. შემდეგ კი უბრალოდ საუბრობდნენ გვერდიგვერდ მსხდარნი. ზოგჯერ ეს ჩაის თანხლებითაც ხდებოდა, თუმცა იგი თითქმის ყოველთვის ხელუხლებლად ცივდებოდა ფინჯანში. იყო ისეთი მომენტებიც, როცა თავს იმის უფლებას აძლევდენ, რომ მოფერებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ შორს არასდროს მიდიოდნენ. ყოველთვის მანადე ჩერდებოდნენ, სანამ მათი მოფერება სხვა, უფრო ღია სახის კავშირად გადაიქცეოდა. ალბათ კოცნაზეც იკითხავთ. კი, ისინი კოცნიდნენ ერთმანეთს ლოყაზე, შუბლზე, ხელზე, ზოგჯერ ყელშიც, მაგრამ არასოდეს ტუჩებში.

სულ ეს იყო. ეს იყო ის ყველაფერი, რაც მათი ურთიერთობის ფარგლებში ერთიანდებოდა. თუმცა, ჯონგინისთვის რომ გეკითხათ,  ეს ყოველივე ზედმეტად ინტიმურიც კი იყო მისთვის, რადგან შეიძლება მათი სხეულებრივი კავშირის დრო არ დამდგარიყო ჯერ, მაგრამ სამაგიეროდ სულიერი კავშირი შედგა. თანაც ისე მყარად, რომ მისი დეკონსტუქცია უკვე შეუძლებელიც კი გამხდარიყო, რადგან ისინი ისე ძლიერად და მჭიდრიდ გადახლართულიყვნენ ერთმანეთში, რომ უკვე ერთ მთლიანობას წარმოადგენდნენ.

What's your name?Where stories live. Discover now