10. დეკემბრის თოვლიან ღამეს...

178 18 14
                                    

დეკემბრის შუა რიცხვები იყო...

გარეთ დავდავიწყებით თოვდა...

ამ ყველაფრის შემხედვარეს ისეთი გრძნობა გაგიჩნდებოდათ, თითქოს ზეცა დაღლილიყო ირგვლივ გამეფებული სიმუქით და ამიტომაც თავისი ყველაზე სუფთა და სპეტაკი ქმნილებები გამოეგზავნა აქ, რათა მათ თავიანთი შეხებით გაეკეთილშობილებინათ იგი. ისინიც პირნათლად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ სამუშაოს, რადგან უკვე თითქმის სრულიად გადაეთეთრებინათ ირგვლივ არსებული თითოეული გოჯი. ეს ნამცეცა ქმნილებები ძალღონეს არ იშურებდნენ, იმისთვის, რომ ცოტახნით მაინც გადაეფარათ ირგვლივ გამეფებული მუქი ფერები, რომლებიც ყოველი მხრიდან მოსდებოდნენ უკვე პანდორას ყუთად ქცეულ დედამიწას. ადგილს, სადაც ადამიანებს ბედნიერება აშინებთ, რადგან თავს ირწმუნებებ, რომ დიდ ბედნიერებას მუდამ დიდი უბედურება მოსდევს თან. სწორედ ამ მოსალოდნელი უბედურების შიშით უფრთხიან უკვე მათ ცხვირწინ მყოფ შანსს ბედნიერებისას და თავადვე უკეტავენ მას ცხვირწინ კარს. ამ საბედისწერო ნაბიჯის გადადგმის შემდეგ კი სასოწაკვებთასა და უბედურებაში ჩავარდნილნი, სრულიად გამოცარიელებულნი, სევდიანი ჩაცინებით ამბობენ, რომ „ხომ ამბობდნენ, არა?ბედნიერაბას მუდამ ახლავს თან უბედურებაო."

საცოდავი ქმნილებაა ადამიანი... უბრალოდ, საცოდავი...

სწორედ ამ საცოდაობის ყურებით დაღლილი ზეცა, ახლა, ამ სევდიან და ცივ ღამეში ასე გულუხვად გზავნიდა თავის პატარებს დედამიწაზე, რათა მათი ხილვით მაინც მიენიჭებინა ბედნიერების თუნდაც მცირედი წილი ადამიანებისთვის და ცოტათი მაინც ამოევსო მათთვის დაცარიელებული გული.

თუმცა არის ისეთი მომენტებიც, რადესაც ადამიანის გული უკვე სრულიად სავსეა. მძიმე ემოციებით სავსე... თანაც იმდენად პირამდე, რომ მასში უკვე აღარ რჩება ადგილი ნათელი გრძნობებისთვის...

საათის ისრები უკვე სამი საათის შესრულებისკენ მიისწრაფვოდნენ. სეულის ქუჩებს ლამპიონების ყვითელი შუქი ეფინებოდა და ნაზ ბზინვარებას ანიჭებდა მის ქვეშ მოფარფატე ფიფქებსა და უკვე ხალიჩად გაშლილ თოვლის თეთრ საბურველს. სახლები ჩაბნელებულიყო. მხოლოდ ზოგიერთ მათგანშიღა მოსჩანდა სინათლე. მათ შორის ერთ-ერთი იყო ის პატარა სახლიც, რომელიც აგერ უკვე თვეზე მეტია ორი ადამიანის შეხვედრის ადგილად ქცეულიყო და არც ეს ღამე გახლდათ გამონაკლისი. მათ, ორივეს, რაღაც ჰქონდა ერთმენეთისთვის სათქმელი, თუმცა არცერთმა იცოდა როგორ გააკეთებდნენ ამას.

What's your name?Where stories live. Discover now