გამთენიის პირველი საათისკენ გადახრილიყო საათის ისრები. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ უკვე ორ საათზე მეტი იყო Exo Planet #5 The EXotiOnaL- ის მეოთხე და ბოლო დოტი იმართებოდა The Gocheok Sky Dome -ის სტადიონზე. ექსო ბოლო სიმღერას ასრულებდა და ექსოელიც, ახლაც, ისევე როგორც მთელი კონცერტის განმავლობაში, მთელი ენერგიით ცდილობდა მათ გამხნევებას. კონცერტის დასრულებამდე დაახლოებით ნახევარი საათი რჩებოდა. დარჩენილი სიმღერების შემდეგ ბიჭები ბოლოჯერღა მიმართავდნენ თავიანთ პატარებს და შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, კვლავ სცენაზე დარჩენის სურვილით დატოვებდნენ იქაურობას. ხვალიდან ერთი თვის განმავლობაში მცირე შესვენება ექნებოდათ, ხოლო შემდეგ კი ქამბექისთვის მზადება დაიწყებოდა.
სიმღერა დამთავრდა და ექსოელმაც არ დააყოვნა ხმამაღალი შეძახილები. ბიჭები, როგორც ჩვევიათ ხოლმე, სცენის კიდესთან დადგნან ერთ რიგად.
-ექსოელ~ - ხმამაღლა შესძახა ბექიონმა და ოდნავ გაეცინა. - დღეს კარგად გავერთეთ არა? რას იტყვით? - ღიმილით თქვა მან და მიკროფონი მაყურებლებისკენე მიმართა. იქიდან კი თანხმობის გამომხატველი შეძახილები გაისმა - ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი საღამო გავატერე თქვენთან ერთად, რადგან მართლა კარგია საღამოს საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარება.
-ხო, ბექიონს ვეთანხმები, - ოდანვი თავის დაქნევით განაგრძო მინსოკმა - თქვენთან ერთად თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სახლში. თუმცა, ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენ ხომ ერთნი ვართ. ასე არა? - მანაც ბექიონის მსგავსად ექსოელისკენ მიმართა მიკროფონი. დარბაზიდან კი ისევ მქუხარედ გაისმა „კი".
-მინდა პატარა სიურპრიზი გაგანდოთ - ეშმაკური ღიმილით მიმართა ლიდერმა ექსოელს, შემდეგ კი მზერა ჩანიოლზე გადაიტანა - მალე ჩანიოლის ახალი სიმღერა გამოდის. როგორც ვიცი ის მთლიანად ბალადის სტილში იქნება, არა?
ჩანიოლს ოდნავ გაეცინა თავისი ბოხ ხმიანი სიცილით.
-კი, ასეა - თქვა და თან თავი დაუქნა მას - მინდოდა რაიმე განსხვავებული მეცადა, რაც უკეთ წარმოაჩენდა ჩემს ვოკალურ შესაძლებლობებს. იმედი მაქვს, კარგი გამოხმაურება მოჰყვება მას.
BINABASA MO ANG
What's your name?
Romanceროდესაც ურთიერთობა სულის კავშირით იწყება და არა ისეთი გაცვეთილი და მრავალგზის გამოყენებული ჩვეულებით, როგორიც ხელის ჩამორთმევა და სახელის თქმაა. *** დაწყების თარიღი - 07.05.19 დასრულების თარიღი - 13.05.19