ტელეფონის ხმამ გამაღვიძა. სეულში ახლახანს ჩამოვედით და მანქანით სახლში ვბრუნდებოდით. ერთი სული მქონდა საწოლში ჩავგდებულიყავი და დამეძინა, ნარისთან და ჩემს ძმასთან შეხვედრამდე დასვენება მჭირდებოდა.
"ჰიონ, უპასუხე, მობილურია" ჯიმინამ მხარზე ხელი დამადო და ჩემი ქურთუკის ჯიბისკენ მიმითითა. ზოზინით გავტოკდი, თან გაღიზიანებამ დამიარა, ჯერ არავის უნდა დაერეკა, ბიჭები აქ იყვნენ, ოჯახმა ზუსტი დრო არ იცოდა როდის ჩამოვდიოდი, საღამომდე არ მელოდებოდნენ. ტელეფონს დავხედე. მინ ჯუნი იყო. რაღაც უსიამოვნო ვიგრძენი სხეულში
"გისმენ ჰიონ"
"იუნგი...უკვე სეულში ხარ?" დაღლილი და განერვიულებული ხმა ჰქონდა
"კი, ჰიონ, ახლა მივდივართ სახლში, ყველაფერი კარგადაა?"
"ამმმ....არა, არ არის" შეფარვით მითხრა, თითქოს ძალიან უმძიმდა თქმა
"რა მოხდა, ჰიონ? რატომ არ არის? თქვი" ხმამაღლა მომივიდა, ბიჭებმა დაბნეულებმა შემომხედეს
"იცი, ნარი..." ხმა ჩაუწყდა
"რა ნარი? რა ნარი, ჰიონ? ამოღერღე" ხმა გამიცივდა
"უნივერსიტეტიდან ბრუნდებოდა თურმე...რომ ...გზაზე გადასვლის დროს...მანქანაც ჩქარა მოდიოდა..." უკვე ვხვდებოდი საითაც მიდიოდა საუბარი, მაგრამ მაინც ველოდებოდი როდის იტყოდა, დაძაბული თითქმის გაქვავებული ვიჯექი, დარწმუნებული ვარ, სახეზეც იმაზე თეთრი ვიყავი ვიდრე რეალურად
"...ხოდა ახლა საავადმყოფოში ვარ, არაფერს ამბობენ უკვე საოპერაციოში ყავდათ, რომ დამირეკეს, არაფერი ვიცი, იუნგი"ჩაიჩურჩულა. სუნთქვა შეკრული ვიჯექი, გარშემო ყველაფერი დატრიალდა. ძლივს მოვაბი თავი საუბრის გაგრძელებას. უნდა მივსულიყავი. არ მივცემდი უფლებას სადმე წასულიყო, ვჭირდებოდი.
"რომელ საავადმყოფოში?"
"იცი, არ ვფიქრობ, რომ შენი მოსვლა კარგი აზრია, ხომ იცი..."
"ჯანდაბა, ჰიონ, მოეშვი სისულელეებს და მითხარი, თორემ გეფიცები, ყველა საავადმყოფოს შემოვივლი სეულში და მაინც ვიპოვი"
ღრმად ჩაისუნთქა და მისამართი მითხრა. მაშინვე ყურმილი დავკიდე და ზურგჩანთაში პირბადის და შავი დიდი ზომი ჰუდის ძებნა დავიწყე, ქუდიც მჭირდებოდა.
ESTÁS LEYENDO
დამალული/Hidden
Fanficიუნგის საიდუმლო, რომელიც მისი ძმის გარდა არავინ იცის. რა მოხდება, როდესაც შემთხვევით ყველაფერი გამოაშკარავდება. საქმეს ართულებს ის, რომ მის საიდუმლოს ნარი ჰქვია და ყველაზე ძვირფასია იუნგისთვის