რაც ვიცნობდი, ერთადერთხელ გახდა ცუდად, ფიზიკურ ჯანმრთელობას ვგულისხმობ. ფილტვების ანთება დაემართა. იაპონიაში ვიყავი, ფანებთან შეხვედრაზე. მინ ჯუნმა დამირეკა. მალე წაუყვანია ექიმთან და ადვილად გამოვძვერით, ანტიბიოტიკები რამდენიმე დღე და ახალივით იქნებოდა, მაგრამ მაინც საშინელი გრძნობა იყო. მანძილი კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა. ჰიონი არასდროს მატყუებდა, ვიცოდი, რადგან ამბობდა არაფერი იყო საშიში ასეც იქნებოდა, მაგრამ მაინც საშინლად ვნერვიულობდი. წამს თუ ვიპოვიდი ხან ერთს ვურეკავდი, ხან მეორეს. უამრავი ინფორმაცია წავიკითხე ფილტვების ანთებაზე და კიდევ უფრო შევშინდი. რა მოხდებოდა გვიან რომ მიმხვდარიყვნენ? ექიმთან არ წასულიყო? დაავადება ჩქარა განვითარებულიყო? ექიმს შეშლოდა რაღაც და არასწორი დიაგნოზი დაესვა? ამ დაავადების უამრავი ალტერნატიული დასასრული წარმოვიდგინე და შევეჩეხე ყველაზე საშინელ შედეგს: სიკვდილს. აი, მაშინ დავფიქრდი იმაზე, რომ ნარი არა მარტო შეიძლება წასულიყო ჩემგან შორს, მაგრამ ისევ ამ სამყაროში, არამედ გარდაცვლილიყო, სხვაგან. რამდენიმე დღე ამ შემზარავ ფიქრებს ვერსად გავექეცი, სულ თავში მიტრიალებდა. წასვლა სხვა იყო,ისევ შემეძლო მეპოვნა, შეიძლება ვერ დამენახა, მაგრამ ყოველთვის მეცოდინებოდა, რომ აქ იყო, დედამიწაზე. მეორე... არა სხვაა...გაფიქრებაც შეუგუებელი იყო. ნარის რამდენ ხანსაც უნდა ეცოცხლა, მე მინუს ერთი დღე უნდა მესუნთქა.
სიკვდილის შიშმა გამაცნობიერებინა რამდენად იღბლიანი და ამავდროულად უიღბლოც ვიყავი. მიუხედავად მძიმე წარსულისა, ახლა ოჯახი მყავდა, რომელიც მხარს მიჭერდა, ბიჭები მყავდნენ, რომლებიც ძალიან ძვირფასები იყვნენ ჩემთვის, უამრავ ადამიანს ვუყვარდი, ფანებს, ამას ყოველდღე ვგრძნობდი და მყავდა ნარი. ჩემი გული სავსე იყო. მაგრამ ამავდროულად ეს მასუსტებდა. მსუბუქი ფილტვების ანთებაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ შევშინებულიყავი მათ ჯანმრთელობაზე, რამე ხომ არ აწუხებდათ. მათი დაკარგვის წარმოდგენა ყველაზე შემზარავი იყო. ჩემს გულს ერთი ბზარი თუ შეეპარებოდა ყველაფერი ჩამოიშლებოდა. ნარის თუ რამე დაემართებოდა, ალბათ, შუაზე გატყდებოდა და გამორიცხული იყო ის რამეს გაემთელებინა. გულის იმ ნაწილს, რომელიც მას ეკავა და ის, დამიჯერეთ, ძალიან დიდია, თან წაიღებდა და მე მის ადგილას სიცარიელე დამრჩებოდა. არავისი მჯეროდა, არც მაშინ და არც ახლა, რომ სიკვდილი დასასრული არ არის. ზუსტადაც არის! სიცოცხლეს ასრულებს! და მის თანმდევ ურთიერთობებსაც. კი, არასოდეს დავივიწყებდი სულ მემახსოვრებოდა, მაგრამ ცივ ქვასთან ლაპარაკს არ ვაპირებდი. ნარისთან ურთიერთობის დროს ყველაზე რეალური, ნამდვილი ვიყავი - მინ იუნგი, მინარევების გარეშე. ამას ვერ დავკარგავდი.
სანამ ნარი საბოლოოდ არ გამოკეთდა ეს ფიქრები ვერ მოვიშორე, მერე გადამავიწყდა. ისევ თვითონ დამეხმარა, გაუცნობიერებლად. ჩემმა გონებამ დაიბრუნა ჩვეული ფიქრები უფრო ბუნებრივ და რეალურ მომავალზე, რომელზე ფიქრიც მსიამოვნებდა - ნარისთან და ბიჭებთან ერთად დაბერება. ალბათ, დადგებოდა ჩვენს ცხოვრებაში ის მომენტი, როდესაც ყველანი ერთად დავსხდებოდით, ოჯახებთან ერთად და გავიხსენებდით ჩვენს ახალგაზრდობას. ჩემი და ნარის შვილები ისეთივე მეგობრები იქნებოდნენ, როგორებიც ჩვენ ვიყავით.
YOU ARE READING
დამალული/Hidden
Fanfictionიუნგის საიდუმლო, რომელიც მისი ძმის გარდა არავინ იცის. რა მოხდება, როდესაც შემთხვევით ყველაფერი გამოაშკარავდება. საქმეს ართულებს ის, რომ მის საიდუმლოს ნარი ჰქვია და ყველაზე ძვირფასია იუნგისთვის