თუ მკითხავთ რა მეზიზღება
ყველაზე მეტად გეტყვით რომ
დილით ადრე ადგომა.
-ლილი ადექი კოლეჯში დაგაგვიანდება! მესმის დეიდაჩემის გამაყრუებელი ხმა და ვიღვიძებ. მართალია ადგომა მეზარება მაგრამ დღეს კოლეჯის პირველი დღეა და ვერ დავაგვიანებ.
ვდგები შევდივარ აბაზანაში ვწესრიგდები,გამოვდივარ,
კარადასთან მივდივარ და ჩემ
საყვარელ მწვანე მაისურს და ჯინსს ვიღებ ვიცვამ და ქვევით
ჩავდივარ. სამზარეულოდან სასიამოვნო სუნი გამოდის.
მერი საუზმეს ამზადებს.
მერი დეიდაჩემია. როცა ჩემი
მშობლები დაიღუპნენ მას
შემდეგ მერისთან ვცხოვრობ.
ის ჩემზე ძალიან ზრუნავს.
- დილამშვიდობის. მერის მივესალმე და მაგიდასთან დავჯექი.
მერი ჩემ საყვარელ ბლინებს
მაგიდაზე მიდებს.
ჩემი ყოველი დილა ამ ბლინებით იწყება.
მერი რომ არ მყავდეს ალბათ
შიმშილით მოვკვდებოდი როდესაც საუზმეს მოვრჩი ჩანთა ავიღე და წასასვლელად
მოვემზადე.
- წარმატებულ დღეს გისურვებ
ძვირფასო! მითხრა მერიმ,
დავემშვიდობე და კოლეჯში წავედი.
ჩვენ სახლთან კოლეჯი ახლოსაა და ამიტომ ფეხით დავდივარ.
კოლეჯში შესვლისთანავე დავინახე მომღიმარი ლიზა.
როგორც კი შემამჩნია გამოიქცა და ისე ჩამეხუტა თითქოს საუკუნეა არ ვუნახივარ. არადა გუშინ საღამოს ერთად ვუყურეთ "Riverdale"ს. Cole sprouse მისი საყვარელი მსახიობია და მეც მაიძულებს მის ყურებას.
მას ჩემგან განსხვავებული ხასიათი აქვს მას წვეულებებზე სიარული უყვარს მეკი მირჩევნია სახლში ვიჯდე და წიგნი წავიკითხო.
როცა ლიზა ჩახუტებას მორჩა ლექციაზე შევედით, ორივეს ლიტერატურა გვქონდა.ლიზას მთელი ლექციის განმავლობაში პირი არ გაუჩუმებია ამის გამო ლექტორისგან შენიშვნაც მიიღო,როდესაც ლექცია დამთავრდა კაფეში ჩავედით და ლიზამ დაიწყო:
-დღეს ჯასპერ სმიტს წვეულება აქვს და აუცილებლად უნდა წამოხვიდე
-კარგი რა ლიზა ხომ იცი არ მიყვარს წვეულებები.
-კარგი რა სულ სახლში ხომ არ იჯდები 18 წლის ხარ და უნდა გაერთო,ბებიაჩემი უფრო მხიარული ადამიანია ვიდრე შენ.თან ხო იცი ჯასპერი მომწონს და მითხრა ჩემ მეგობრებს გაგაცნობო მეც ვუთხარი ჩემ მეგობარს გაგაცნობთქო, ამიტომ აუცილებლად მოდიხარ.
-კარგი,კარგი
ლიზამ სიხარულისგან წამოიყვირა და ყველამ ჩვენ დაგვიწყო ყურება.
ლექციები როგორც კი დამთავრდა სახლში წავედი.
ჩემ ოთახში ავედი და კარადაში ტანსაცმლის ძებნა დავიწყე. ნეტავ რატომ,დავთანხმდი
ახლა რა უნდა ჩავიცვა.
ნახევარ საათიანი ძებნის შემდეგ როგორ იქნა სასურველი ტანსაცმელი ავარჩიე.
ჩემ დაბადების დღეზე მერისგან ნაჩუქარი კაბა გადმოვიღე.
აქამდე არ მცმია. ამიტომ ძველი ელფერი არ დაჰკარგვია.
ლურჯი მუხლებამდე კაბა ტანზე კარგად მომერგო.