-დღეს, რვაზე ბინაში დამხვდი.
...................
ქერათმიანი, გამხდარი, მაღალი სხეული ნელი ნაბიჯით გაემართა შავი მანქანისკენ და საჭეს მიუჯდა. დაძაბული ერთი კვირა ჰქონდა.
..........
20:30
-სად ხარ, ამის დედაც რამდენი ხანია გელოდები.
-მაპატიე, მეძინა შეტყობინება ახლა ვნახე.
-კარგი, არაუშავს მალე მოდი.
-დღეს ვერა.
-რას ნიშნავს ვერა?-ქერა გაბრაზებით ჩააშტერდა ტელეფონს ერთადერთი, რაც ახლა უნდოდა ეს თავისი პატარა ბიჭი იყო მკლავებში მოქცეული.
-მაღალი სიცხე მაქვს. დედამ კოლეჯშიც კი არ გამიშვა.
-ჯანდაბა.
-მაპატიე კარგი? თავს უნდა მოვფრთხელოდი.
-კარგი.. კარგი. წამლები მიიღე? ფული გაქვს?
-კი. დედამ ყველაფერი მომიმზადა.
-დიდიხანია?
-სამი დღეა.
-რატომ არ მითხარი? ცუდად იქცევი!
-უბრალოდ ვიცი რომ დაკავებული ხარ. თან ტელევიზიით ვნახე, რომ უცხოელ სტუმრებს მასპინძლობდი. ეს ამდენად მნიშვნელოვანი არ იყო.
-შენ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ!-ჯანდაბა ეს არ უნდა მიმეწერა. თავში მუშტები შემოიცხო ქერამ.
-მალე კარგად ვიქნები. მადლობა რომ ჩემზე ზრუნავ.
-მარტო ხარ ახლა?
-ჰო, დედა წავიდა სამსახურს მეტად ვეღარ გააცდენდა. მაგრამ არაფერია ჯიმინ ჰიონს ველოდები და მალე მოვა.
-ვინაა ჯიმინ ჰიონი?-ქერას თეთრ ხელებზე ძარღვები დააჩნდა და პასუხის მოლოდინში ტეელეფონს მაგრად მოუჭირა.
-ჯანდაბა, ჯონგუკ, ვინაა ჯიმინი?-ვერ მოისვენა და ახალი შეტყობინება გაუგზავნა.
-ჩემი ძმის მეგობარია, დიდიხანია ვიცნობ.
-არაა საჭირო დაურეკე და უთხარი რომ იქ დაეტიოს სადაცაა მე ახლავე მოვალ შემთან.