თავი 2

320 30 9
                                    

სახლში მხოლოდ ჩემი და იყო. ამჯერად ჩემი შემფასებელი ეველინი გახლდათ. ეველინი ჩემზე ორი წლით უმცროსია. თებერვალში 14 წელი შეუსრულდა. გრძელი, სწორი მოწითალო ფერის თმა და მომწვანო, ლამაზი თვალები აქვს. დიდად წიგნები არ უყვარს, მაგრამ მუსიკის მხრივ ერთნაირი გემოვნება გვაქვს. ზოგადად მე და ეველინი არ ვჩხუბობთ, მაგრამ ხანდახან ჩვენც წავუფრენთ ხოლმე.
-მოვედი- ვიყვირე, როდესაც სახლის კარი შევაღე.
-გაგიმარჯოს. დღეს მეც მოვდივარ შენთან ერთად, ემამ მითხრა მოდიო-შემომხედა და მხრები აიჩეჩა
-კარგი, ოღონდ ერთი პირობით
-თქვი რა გინდა
-დამეხმარე ტანსაცმლის არჩევაში.
-კარგი-მითხრა სიცილით და სამზარეულოში შევიდა.
მე ჩემს ოთახში შევედი. ჩემი ოთახი ძალიან მიყვარს, მყუდროდ ვგრძნობ თავს, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი შერჩეულია ყველაფერი. ჩანთა დავდე და კარადა გამოვაღე.
-ეველინ! მოდი
-ჰო, მაცადე-ჩაიბურტყუნა. ნაბიჯების ხმით მივხვდი, რომ მოდიოდა.-გაიწიე-მითხრა და კარადაში ქექიალი დაიწყო.
-იცოდე არ ამირიო, თორემ შენ დაალაგებ
-კარგი-მითხრა და როგორც იქნა შემოტრიალდა.
-ეს, ეს და ეს- წითელი ზედა, საშუალო სიგრძის ჯინსის კაბა და მაღალქუსლიანი წითელი ფეხსაცმელები გადმომიგდო.-წითელი ფერი გიხდება-გამიღიმა და ოთახიდან გავიდა. -ყოველთვის კარგად არჩევს-ჩავილაპარაკე და სააბაზანოში შევედი.
* * *
-მტკივა
-ხომ გინდა ლამაზად გქონდეს, ჰოდა მაცადე რა-შემომიღრინა ეველინმა. თმას მაღლა მიკრავდა, რის გამოც თავი ამტკივდა. თმის ბოლოები დამიხვია და ახლა სახეზე გადმოვიდა.
-ხელი არ მახლო, მაკიაჟს ნამდვილად არ გავიკეთებ-ვუთხარი და წამოვდექი
-ვიცით რომ ლამაზი ხარ, კარგი კანი გაქვს და ზედმეტი რაღაცები არ მოგწონს, მაგრამ პომადა მაინც წაისვი, წითელი, ძალიან მოგიხდება-მითხრა და გამომიწოდა.
-კარგი, ჰო-გამოვართვი და ვეცადე ლამაზად წამესვა.
-მოუხერხებელო-მითხრა და გაიქცა, გაკიდების თავი არ მქონდა, ასე რომ სკამზე ჩავესვენე და დედასთან დარეკვა გადავწყვიტე.

Once in a lifetime you were mine (Harry Styles)Where stories live. Discover now