9 ( იუნგი)

171 19 6
                                    

იდეალურად ცუდად ვიყავი. რატომ ვუთხარი ასე დაუფიქრებლად რაც გინდა ის გააკეთე მეთქი? უნდა დავმუქრებოდი, მეგრძნობინებინა, რომ წინააღმდეგი ვიყავი...მაგრამ რა ჩემი საქმე იყო. ჯონგუკი ზრდასრული მამაკაცია და ბოლოს მაინც ისე მოიქცეოდა როგორც თვითონ უნდოდა, ასევე ნარიც. არ მქონდა უფლება მათ პირად ცხოვრებაში ასე დაუფიქრებლად ჩავრეულიყავი. 

არა, იმის არ მეშინოდა, რომ ჯონგუკი ცუდად მოექცეოდა ნარის, ამას არასდროს ვიფიქრებდი. შესანიშნავი ბიჭი იყო, და არასოდეს ატკენა, ყოველ შემთხვევაში გამიზნულად, მაგრამ ნარი სწორედ ასეთი ცხოვრებისთვის არ მემეტებოდა. მეგობრობის გამჟღავნებაც კი საშიში იყო,  შეყვარებულთან ფარული შეხვედრები ხომ საერთოდ კატასტროფა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, როგორი პოპულარული იყო ჯონგუკი. 

ცუდად ვიყავი.

მას შემდეგ, რაც ჩემს გრძნობებს სახელი დავარქვი, ცხოვრება უფრო გართულდა. ერთი წლის წინ მივხვდი და როგორ ვნანობ ამას. არ უნდა გამეცნობიერებინა. 

მინ ჯუნის სახლში ვრჩებოდი, ბითიესს არდადეგები ჰქონდა რამდენიმე დღე. ჩემი ძმა სახლში არ იყო და ნარის ველოდებოდი. მითხრა, თანამშეომლებთან ერთად აღვნიშნავო. ძალიან უცნაური იყო.
რომ შემოვიდა იცინოდა. ჩანთა დივანზე დააგდო და გვერდით მომიჯდა. შუბლიდან თმა გადამიწია.

"ასე ბედნიერი რატომ?"

"ჩემი თანამშრომლები დაინიშნენ და აღნიშნეს"

"მიკვირს წახვედი"

"ხო, უბრალოდ ძალიან მთხოვეს, თან უფროსმა მითხრა გაგთავისუფლებ თუ არ წამოხვალო"

დამალული/HiddenDonde viven las historias. Descúbrelo ahora