გამოსვლამდე ზეინი დემეტრეს ელაპარაკებოდა, ახლა კი მანქანაში მის გვერდით ვზივარ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, უკან კი ადამს მშვიდად სძინავს
-მაინც არ მეტყვი რა ხდება ხო?- ზეინმა თითქოს ვერც გაიგონაო მანქანის მართვა გააგრძელა. ნერვებს საშინლად მიშლის!
-კიდევ დიდი ხანი დარჩა? - მაინც ვერ ვჩერდებოდი
-ღმერთო... - ამოიოხრა მობეზრებულმა-ასეთი რა მიუტევებელი ცოდვა მაქვს-თავი ხელს მიაყრდნო და გააქცია. მის ამ საქციელზე ჩავიფხუკუნე.ცოტა ხანში ადამი აჭიჭყინდა. ჩამეცინა, წინ გადმოვიყვანე და ჩუმად ვცდილობდი მის დაწყნარებას, თან ვეფერებოდი. ზეინმა გამოგვხედა და ჩაეღიმა
-გიხდება ბავშვი-მისგან ასეთი სიტყვები გამიკვირდა მაგრამ აღარაფერი ვუპასუხე
-ტყუილად ცდილობ, აღარ დაიძინებს. ახლა ეცადე მთელი ენერგია მოიკრიბო და სანამ მივალთ ცოტა დააწყნარობავშვის დაძინების მცდელობას თავი დავანებე და მის გართობაზე გადავედი. ცოტა დამშვიდდა და როგორც იქნა მოვედით კიდეც. ცოტა მიყრუებული ადგილი იყო, სადაც ერთი სახლი იდგა, თუმცა მასზე ვერანაირ ეჭვს ვერ მიიტანდი, რომ შიგ ცუდი საქმეები ტრიალებდა. ზეინმა ბავშვი გამომართვა და მანქანიდან ისე გადმოვედით. ჩემოდნებს ხელი დაავლო, დაცვას მიესალმა და სახლში შემიძღვა
-შენი ოთახი მეორე სართულზეა, ბოლოდან მეოთხე კარი. ჩემი-შენს გვერდით. თუ რამე დაგჭირდება დამიძახე-თავი დავუქნიე და ოთახში ავედი. როგორც ყოველთვის, ესეც ძალიან კეთილმოწყობილი იყო.
ВЫ ЧИТАЕТЕ
oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული)
Фанфикნინა 21წლის ქართველი გოგონაა, რომელიც გამოძიებებს აწარმოებს, თუმცა ამავდროულად მაფიის გულიცაა.ის ძალიან განსხვავებულია. ერთ დღესაც ლონდონში წავა, რომ იქაური ბანდის საქმეები გაარკვიოს. მისგან მოულოდნელად ამ ბანდას ყველანაირი ძებნის გარეშე შეხვდება,რო...