-დარჩი.
ჩემ თავთან გულწრფელი რომ ვიყო,უნდა ვაღიარო,რომ მასთან დარჩენა მსურს. მინდა ვუთხრა რომ მიყვარს,მიყვარს სუნთქვაზე მეტად. მაგრამ,არ შემიძლია. უარს ვამბობ გავხდე ისევ ისეთი გოგო,რომელიც შეყვარებულს უფლებას აძლევდა რაც მოესურვებოდა ის გაეკეთებინა მისთვის.
ჩანთები ავიღე და სწორედ ის სიტყვები წარმოვთქვი,რაც აიძულებდა ჰარის,რომ უკან არ გამომყოლოდა.
-ნოა და დედაჩემი მელოდებიან. უნდა წავიდე.
ვიცრუე და კარისკენ წავედი.
არ გამომყოლია...
თავს კი უფლება არ მივეცი, რომ უკან მივტრიალებულიყავი და ის ტკივილი დამენახა,რომელიც ჩემი ბოლო სიტყვებით მივანიჭე...
**მანქანაში რობოტივით ვიჯექი. ჩემდა გასაოცრად , არ ვტიროდი. უბრალოდ ვიჯექი და ფანჯრის მიღმა ვიცქირებოდი. თოვლმა საქარე მინა დაბურა და გარესამყაროსგან დამბლოკა.ვერ ვიჯერებ,რომ ჰარიმ მომისწრო ბინაში,იმედი მქონდა,რომ ვერ ვნახავდი მას. თუმცა,ეს შეხვედრა რაღაცაში დამეხმარა.ტკივილი არ შემიმსუბუქდა , მაგრამ სულ უმნიშვნელოდ დაეხმარა არსებულ სიტუაციას. ბოლოს და ბოლოს ,ამიერიდან შევეცდები ახალი ცხოვრების დაწყებას. როგორ მინდა მისი მჯეროდეს,როგორ მინდა მჯეროდეს,რომ ვუყვარვარ, მაგრამ სწორედ მის მიმართ აღჭურვილი ნდობითა და რწმენით აღმოვჩნდი ამ სიტუციაში. იქნებ ამ ყველაფერს თამაშობს ისევ ... რომც ვუყვარდე ეს რამეს შეცვლის ?
ნეტავ ის სახლი მე მექირავა. იქ თვითონ დავრჩებოდი და ჰარის ვაიძულებდი წასვლას. კოლეჯის საცხოვრებელში დაბრუნება არ მინდა,არ მინდა საერთო საშხაპე. რატომ აურია ყველაფერი ? ახლა ხომ ერთად ვიქნებოდით სახლში,დივანზე ვიჯდებოდით, მე კი მის ხუმრობებზე უნდა ვიცინოდე,ან საძინებელში კოცნით ვიქნებოდით დაკავებული. მაგრამ, ახლა, მანქანაში მარტოდმარტო ვზივარ და წასასვლელი არსად მაქვს.
გამიხარდა,რომ ჰარი უკან არ გამომყვა, მაგრამ ცოტა არ იყოს თავს დამნაშავედ ვგრძნობ დედაჩემისა და ნოას ხსენების გამო. ვიცი, გული როგორ ეტკინებოდა იმ შემთხვევაშიც კი,რომ არ ვუყვარდე. ბოლო ვარიანტში მე მის თავმოყვარეობას მაინც შევლახავდი.