მეორე ყუთი პატარა იყო,თუმცა ძნლად გასახსნელი. შიგ სამაჯური ვიპოვნე, რომელსაც ვერცხლისფერ ჯაჭვზე რამდენიმე ფაიფურის სიმბოლო ეკიდა. მსგავსი სილამაზე ცხოვრებაში არასდროს მენახა.
თითები სამ ჩამოკონწიალებულ კულონს გადავუსვი.ორი მათგანი ერთი ზომის იყო,მესამე კი უფრო დიდი. პირველი კულონი გულის ფორმის იყო,მეორეს ნოტის ფორმა ჰქონდა,მესამე,ყველაზე დიდს კი-წიგნის. როცა წიგნის ფორმის სიმბოლო გადმოვატრიალე,ზედ წარწერა შევნიშნე:
„Whatever our souls are made of, his and mine are the same."ჰარის ავხედე და ნერწყვი გადავყლაპე ცრემლების შესაკავებლად. ეს დედამისს არ უჩუქებია.
ეს მან მაჩუქა.***
ჰარის ლოყები აუწითლდა და ნერვიულად გამიღიმა.
-ეს...ეს არაჩვეულებრივია.-ამოვისლუკუნე,დივანზე სწრაფად მივჩოჩდი და ჰარის კალთაში ჩავუჯექი. მადლობა ღმერთს საკმაოდ ძლიერია, თავი შეიკავა და ძირს არ დავცვივდით. რაც შემეძლო ძლიერად მოვეხვიე.
-მადლობა,ძალიან კარგად მოფიქრებული საჩუქარია ჰარი.- შუბლი შუბლზე მივადე და მის მკლავებში გავირინდე.
-არაფერია ტესა...მართლა.-გამეღიმა მის ჩვეულ,არაფრისმთქმელ ხმაზე და სახის გამომეტყველებაზე.
ენიმ ჩაახველა,რაზეც გონს მოვეგე და სწრაფად გადმოვცოცდი ჰარის კალთიდან. სულ გადამავიწყდა რომ მარტო არ ვიყავით.
-უკაცრავად.-მოვუბოდიშე და დივანზე ჩემს ადგილზე დავჯექი.
-ნუ სულელობ,რაზე მიხდი ბოდიშს.
ვიცოდი ჰარი ენის თანდასწრებით საჩუქარზე არ დამელაპარაკებოდა,ასე რომ საუბრის თემა შევცვალე.არა,მართლა, როგორ საზრიანად მოიფიქრა საჩუქარი. ნოველიდან ამაზე შესაფერის და ლამაზ ფრაზას ვერც კი შეარჩევდა!
'Whatever our souls are made of,his and mine are the same." ეს ისეთი სრულყოფილია... ზუსტად მიესადაგება ჩემს გრძნობებს ჰარისადმი. ჩვენ ძალიან განსხვავებულები,თუმცა ამავე დროს ძალიან ერთნაირები ვართ.როგორც კეტრინი და ჰიტკლიფი. იმედი მაქვს მათნაირ ბედს არ გავიზიარებთ. და იმედი მაქვს ჩვენ,ორივემ მათ შეცდომებზე ვისწავლეთ და იგივეს არ გავიმეორებთ.
სამაჯური ავათამაშე,კულონებმა ოდნავი ჟღარუნი დაიწყეს. მსგავსი საჩუქარი არასდროს მიმიღია. მეგონა 'ნუკი'(ელექტრონული წიგნების საკითხავი პლანშეტისმაგვარი მოწყობილობა) საუკეთესო საჩუქარი იყო,თუმცა ჰარიმ მოახერხა და უკეთესი რაღაც მოიფიქრა. ნოა ყოველთვის ერთი და იგივეს მჩუქნიდა-წინდებს და სუნამოს.ყოველ წელს.მეც ყოველ წელს წინდებს და ოდეკოლონს ვჩუქნიდი. ეს ჩვენი მოსაწყენი,უაზრო რუტინის ერთ-ერთი ნაწილი იყო.
სამაჯურს კიდევ რამდენიმე წამს მივაშტერდი. შემდეგ შევნიშნე რომ ენიც და ჰარიც მომშტერებოდნენ და წამოვხტი,რათა ქაღალდებისგან შექმნილი პატარა არეულობა მიმელაგებინა.
-დღეს რის გაკეთებას ვაპირებთ?-იკითხა ენიმ.
-ვფიქრობ უნდა წავიძინოთ.-უპასუხა ჰარიმ.
-ძილი? შობას?
-მეათეჯერ გეუბნები რომ დღეს შობა არაა.-უხეში ტონით უპასუხა,მაგრამ ბოლოს ძალით გაუღიმა.
-მომაბეზრებელი ხარ.-მხარზე ხელი წაკრა ენიმ.
-შენც.
საჩუქრების გახსნისას მოგროვილი ბრჭყვიალა ქაღალდები მოვაგროვე და ურნაში ჩასაყრელად სამზარეულოში გავედი. თავს კიდევ უფრო უარესად ვგრძნობ ჰარისთვის საჩუქარი რომ არ მიყიდია. ისე ვიყავი დაბნეული ჩვენი სიტუაციის გამო,რომ შობა სრულიად გადამავიწყდა. იმედი მაქვს სავაჭრო მოლი ღია იქნება,რომ რამის ყიდვა მაინც მოვახერხო. წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვუყიდო,მაგრამ არაფერს ნებისმიერი რამე სჯობს. სამაჯურს დავხედე და თითი გულის ფორმის კულონს გადავატარე.
-მორჩი?-ყურთან გაისმა ჰარის ხმა. შიშისგან შევხტი.
-შემაშინე!-ჩაეცინა.
-ბოდიში საყვარელო.-ყელზე ვიგრძენი როგორ გაეღიმა. ხელები წელზე შემომხვია.ლამის გული გამიჩერდა 'საყვარელოს' გაგონებისას. ეს ჰარი არ იყო.
-ძილს აპირებ?-ვკითხე და მისკენ შევბრუნდი.
-ჰო.შემომიერთდები?
-რა თქმა უნდა.
საერთოდ არ მიყვარს დღისით დაძინება მანამ,სანამ ძალიან არ დავიღლები და არაფრის გაკეთების თავი არ მექნება,მაგრამ შემიძლია ჩემს ნუკთან გავატარო დრო,სანამ ჰარი გამოიძინებს.
ოთახში შესვლისას ჰარიმ მაისური გადაიძრო და ძირს დააგდო. ნაცნობ ტატუებს თვალი შევავლე,რამაც ჰარის ღიმილი მოჰგვარა.
-ესეიგი,სამაჯური მართლა მოგეწონა?
საწოლიდან დეკორატიული ბალიშები გადაყარა და გადასაფარებელი გადააძრო. ავდექი და ბალიშები წამოვკრიფე.
-როგორი მოუწესრიგებელი და დაუდევარი ხარ !- ბალიშები სკამზე დვაწყვე,ჰარის მაისური კი-კომოდზე. შემდეგ ნუკი ავიღე და გვერდით მივუწექი.
-რაც შეეხება შენ კითხვას-კი,მომეწონა. ძალიან ლამაზი ჟესტი იყო.რატომ არ მითხარი რომ შენგან იყო ?
-იმიტომ რომ,ვიცოდი თავს ცუდად გრძნობდი ჩემთვის საჩუქარი რომ არ გქონდა ნაყიდი, ჩემი ზეარაჩვეულებრივი საჩუქრის მერე კი,კიდევ უფრო ცუდად იგრძნობდი თავს.-გამიღიმა.
-ვაუ, რა თავდამბლობაა.
-ასევე,არ ვიცოდი ჩვენ შორის რა ხდებოდა. ამ სამაჯურს რო ვყიდულობდი,იმ მომენტში არც კი ვიცოდი ოდესმე კიდევ თუ დამელაპარაკებოდი.
-იცოდი,რომ ეს არ მოხდებოდა.
-სიმართლე გითხრა არა. ამჯერად სხვანაირი იყავი.
-როგორი?-ავხედე.
-არ ვიცი. შენ... ეს იმ ნათქვამს არ გავდა,აქამდე ასჯერ მაინც რომ გითქვამს შენთან ყველაფერი დავამთავრე და ხმა აღარ გამცეო.-არ ვიცი მომეჩვენა თუ არა,მაგრამ თითქოს ხმა ჩაუწყდა. შუბლზე ჩამოვარდნილი თმა გადამიწია და თითებით მომეფერა.
-ჰოოომ,მაგრამ მე ვიცოდი. ამის აღიარება არ მინდოდა,თუმცა ვიცოდი რომ ისევ დავბრუნდებოდი. ყოველთვის ასე ხდება.
-წასვლის მიზეზს აღარასდროს მოგცემ.
-იმედი მაქვს.-ვუპასუხე და ხელისგულზე ვაკოცე.
-მეც.
აღარაფერი მითქვამს. იმ მომენტში სიტყვები უკვე ზედმეტი იყო. ჰარის ეძინებოდა და არ მინდოდა ამ თემაზე საუბრით მისთვის ხასიათი დამემძიმებინა. რამდენიმე წამში უკვე მისი ღრმა სუნთქვა ისმოდა,რაც მამშვიდებდა. დილით ჰარიმ დეიზი მიწოდა. ამის გახსენებისას მომინდა 'დიდი გეთსბი' ხელახლა წამეკითხა. აღარ მახსოვს რა მომენტზე ჩამეძინა...