-სტაილს! -ნაცნობი ხმა გავიგეთ.
ნაილი სამზარეულოში შემოვიდა, ჰარის მხარზე ხელი დაკრა და მეგობრულად გამიღიმა. ძალიან მიმზიდველია. ვეცადე ტატუების და პირსინგების გარეშე წარმომედგინა, მაგრამ ვერ შევძელი.
-ვოუ, ტესა გამოიყურები.......განსხვავებულად -მითხრა.
ჰარიმ თვალები აატრიალა და ხელიდან სასმელი გამომტაცა, რომ მოესვა. მინდა უკან გამოვართვა, მაგრამ არ მინდა ეს ჩხუბის მიზეზი გახდეს. ერთ ჭიკას არაუშავს.
-well..well..well..ნახეთ ვინ მოსულა - ქალის ხმა გავიგეთ.
-მშვენიერია - ამოიგმინა ჰარიმ, როცა ვარდისფერთმიანი ძუკნა ჩვენკენ წამოვიდა.
- დიდი ხანია არ მინახიხარ ჰარი - გაიღიმა მოლიმ.
-ხო - კიდევ ერთი სასმელი აიღო და თან შემომხედა.
-ოუ, ვერ შეგამჩნიე ტესა - სარკასტულად აღნიშნა.
დავაიგნორე. ნაილმა ახალი სასმლით სავსე ჭიკა მომცა.
-მოგენატრე? - ჰკითხა ჰარის.
ახლა უფრო მეტი ტანსაცმელი აცვია, ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ მაინც არასაკმარისი. შავი ამოღებული ზედა ეცვა, ვფიქრობ სპეციალურად. მისი წითელი შორტები საოცრად მოკლე იყო. იდეალური ქსოვილი მისი ფერმკრთალი კანის გამოსაჩენად.
-არა - ჰარიმ არც შეხედა, ისე უპასუხა.
ჭიქა ტუჩებთან მივიტანე, რომ ღიმილი დამემალა.
-დარწმუნებული ვარ, რომ კი - უპასუხა.
-დაახვიე - ამოიგმინა ჰარიმ.
-Geez, someone is pissy - თვალები აატრიალა. (ინგლისურად უფრო კარგად ჟღერს).
-წამოდი ტესა - ჰარიმ ხელი ჩამკიდა და გამიყვანა.
მისაღებ ოთახში გავედით. სამზარეულოში მომაბეზრებელი მოლი და მომღიმარი ნაილი დავტოვეთ.
-ტესა! - დაიყვირა სტეფმა და სავარძლიდან წამოხტა.
-ჯანდაბა! ძალიან სექსუალურად გამოიყურები! ვოუ! -კომპლიმენტი მითხრა. -მეც უნდა ჩამეცვა ეს! -დაამატა სტეფმა.
-მადლობა -გავუღიმე.
ცოტა უხერხულია სტეფის ნახვა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც მოლის. მართლა მენატრებოდა სტეფი და იმედი მაქვს ღამე მშვიდად ჩაივლის, რომ ვცადოთ და აღვადგინოთ ჩვენი მეგობრობა.
-მიხარია რომ მოხვედი - ჩამეხუტა.
-უნდა წავიდე და ლუის დაველაპარაკო. აქ დარჩი - ინსტრუქცია გასცა ჰარიმ და წავიდა.
-ყველაზე უხეშია - ხმამაღლა გაიცინა სტეფმა ხმამაღალი მუსიკის და წვეულების ხმების ფონზე.
-ხო, ზოგი რაღაც არ იცვლება - ვუპასუხე და ტკბილი სასმელი მოვსვი. მძულს ამაზე ფიქრი, მაგრამ ალუბლის გემომ ზეინთან კოცნა გამახსენა. მისი ტუჩები ცივი იყო, ენა ტკბილი. თითქოს მაშინ სხვა სამყაროში ვიყავი, სხვა ტესა ვიყავი, ვინც მას აკოცა.
-ზეინიც აქაა. ნახე იმის მერე?...ხომ ხვდები - მკითხა სტეფმა და მისი ზებრას ფერის ლაქიანი თითით შავთმიან ბიჭზე მიმანიშნა.
-არა, არავინ მინახავს. ჰარის გარდა.
-ზეინი საშინლად გრძნობდა თავს ყველაფრის შემდეგ. თითქმის ვწუხვარ მის გამო - მითხრა.
-შეგვიძლია სხვა რამეზე ვისაუბროთ, გთხოვ? - ვთხოვე და როცა მისი თვალები ჩემსას შეხვდა, სხვაგან გავიხედე.
-ოჰ, კი, ბოდიში. კიდევ დალევ? -მკითხა.
-რა თქმა უნდა - ოდნავ გავუღიმე.
ისევ სამზარეულოსკენ გავიხედე, რომ ზეინი დამენახა, მაგრამ იქ აღარ იდგა. ლოყას შიგნიდან ვუკბინე და ისევ სტეფისკენ მოვბრუნდი. არც ერთმა არ ვიცოდით რაზე გველაპარაკა.
-მოდი, ტრისტანი ვიპოვოთ - შემომთავაზა სტეფმა.
-ჰარი... -დავიწყე, როცა გამახსენდა რომ ჰარიმ დარჩენა მთხოვა, მაგრამ არა, მას დარჩენა კიარ უთხოვია, მოითხოვა. ლოყებში უფრო მეტი სითბო ვიგრძენი ალკოჰოლის გამო, ახლა უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს, ვიდრე დალევამდე ვიყავი. სტეფს უკან გავყევი.