-ყოველთვის გიპოვი - ვუთხარი. სრულიად დარწმუნებით ვამბობ, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ვიპოვი.
ვერ ვიჯერებ, რომ აქ ტესას მოსაძებნად გამოვედი და ვიპოვე ზეინთან ერთად, რომელსაც ჩემგან დამალვაზე ელაპარაკებოდა. რა სისულელეა. ზეინს მოეჭიდა, რომ მყარი მდგომარეობა შეენარჩუნებინა. გაყინული ბალახი გავიარე, რომ მათთან უფრო ახლოს მივსულიყავი.
-ჰარი -ჩემი გამოჩენით გაკვირვებული ჩანდა.
-ხო, ჰარი. -მისი სიტყვა გავიმეორე. ზეინი ოდნავ მოშორდა და ვეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა. რა ჯანდაბას აკეთებდა ზეინთან ერთად მარტო? ხომ გავაფრთხილე, რომ შიგნით დარჩენილიყო, სამზარეულოში. როცა სტეფს ვკითხე თუ სად იყო, მისგან მხოლოდ 'ზეინი' მოვისმინე, ამის შემდეგ ხუთი წუთის განმავლობაში მთელი სახლი მოვიარე და როცა ვერ ვიპოვე, გადავწყვიტე გარეთ შემემოწმებინა და აი სად ყოფილან. ერთად.
-სამზარეულოში უნდა დარჩენილიყავი, პატარავ - ბოლო სიტყვა მშვიდი ტონის შესანარჩუნებლად დავამატე.
ახლა ყველაფერი რომ გავაფუჭო, შეიძლება ისევ მასთან ერთად წავიდეს და დამტოვოს, როგორც ეს უკვე არაერთხელ გაუკეთებია. დღეს ამას არ დავუშვებ. ამიტომ ბოლომდე ვცდილობ საკუთარ თავზე კონტროლი არ დავკარგო.
-შენ მალე უნდა დაბრუნებულიყავი -არც ის ჩამომრჩა.
სანამ ვუპასუხებდი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ყოველთვის სწრაფად ვრეაგირებ ყველაფერზე, ამიტომ ამჯერად თავს შევიკავებ. მაგრამ ჯანდაბა, თუ ის ყველაფერს არ გაართულებს, გამომივა.
-მოდი, შიგნით შევიდეთ -ვუთხარი.
მჭირდება , რომ ზეინს მოვაშორო და მეც მოვშორდე. ერთხელ უკვე ვიჩხუბეთ და მეორედ ამის გაკეთება აღარ მინდა.
-ტატუს გაკეთებს ვაპირებ ჰარი -მითხრა ტესამ.
-რა? -მთვრალია?
-ხო. ზეინის ახალი ტატუ უნდა ნახო. ძალიან მაგარია. მიდი, აჩვენე ზეინ -ღიმილით მითხრა.
რა ჯანდაბისთვის უყურებდა ტესა ზეინის ტატუს? და საერთოდ რამდენხანს ისაუბრეს? კიდე რა გააკეთეს? კიდე რა აჩვენა? ყოველთვის უნდოდა მასთან ყოფნა, პირველივე შეხვედრიდან, როგორც მე. განსხვავება ის იყო, რომ მე მხოლოდ მისი გაჟიმვა მინდოდა, მას კი რეალური გრძნობები ქონდა. მაგრამ მე გავიმარჯვე..ტესამ მე ამირჩია.
-არამგონია...-დაიწყო ზეინმა, მაგრმა გავაწყვეტინე. ვხედავ როგორ უხერხულად გრძნობენ თავს, ისიც და ტესაც.
-მიდი, მაჩვენე -ვუთხარი.
ჩემს გამოც და იმის გამოც, რომ საშინლად გამაღიზიანებელია მაისური აიწია, თეთრი სახვევი მოიხსნა . ტატუ მართლა მაგარია, მაგრამ რატომ იფიქრა, რომ ჩემი ტესასთვის მისი ჩვენება კარგი აზრი იყო?
-ხომ მაგარია? მეც მინდა. მომღიმარ სახეზე ვფიქრობდი. -ისევ გაიღიმა.
სერიოზულად არ ამბობს. ტუჩის პირსინგი კბილებს შორის მოვიქციე, რომ სიცილი შემეკავებინა.
ჩემი გაბრაზებაც ნაწილობრივ გაუჩინარდა მისი სასაცილო ტატუს იდეის გამო.
-მთვრალი ხარ? -ვკითხე.
-მგონი -ჩაიხითხითა.
მშვენიერია.
-რამდენი დალიე? -ვკითხე. მე ორი ჭიქა დავლიე და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მან ბევრად მეტი.
-არ ვიცი...შენ რამდენი დალიე? -ჩემს გაღიზიანებას განაგრძნობდა. მაისურის ქვეშ ცივი ხელი შემიცურა და თავი მკერდზე დამადო.
ხედავ ზეინ? ის ჩემია. არც შენი და არც სხვა ვინმესი.. მხოლოდ ჩემი.
-რამდენი დალია? -ამჯერად ზეინს ვკითხე.
-დარწმუნებული არ ვარ რამდენი დალია მანამდე, სანამ ლუდის პანგის ორ ხელს ვითამაშებდით. თუმცა ლუდის მაგივრად ალუბლის არაყი გამოვიყენეთ.
-მოიცადე..თქვენ? თქვენ ორმა ლუდის პანგი ითამაშეთ? -კბილებში გამოვცერი.
-არა. ალუბლის არაყის პანგი -შემისწორა ტესამ სიცილით.
-თან მოვიგეთ. ორჯერ. ყველაზე მეტჯერ მე მომიწია სროლა. სტეფიც და ტრისტანიც მაგრები იყვნენ, მაგრამ ჩვენ მაინც მოვიგეთ. ორჯერ. -გაიმეორა ისევ.
ეს ტესაა. გოგო, რომელიც საუკეთესო და ჭკვიანია ყველაფერში, ახლა კი ლუდის პანგში მოგებას ტრაბახობს და მე მისი ყველა ნაწილი მიყვარს.
-სუფთა არაყი? -ვკითხე (ანუ მხოლოდ არაყი)
-არა. მხოლოდ შერეული იყო, მაგრამ მან ბევრი დალია.
-და შენ ის ამ სიბნელეში გამოიყვანე, როცა იცოდი, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო? -ხმას ავუწიე.
-ჰარი, უნდა დამშვიდდე. მე ვარ ის ერთადერთი, ვინც მას აქ გამოსვლა შესთავაზა. თავიდან უარი მითხრა, რადგან იცოდა როგორი რეაქციაც გექნებოდა. -წარბშეკრულმა მითხრა და სცადა ჩემი მუცლიდან ხელები მოეშორებინა, მაგრამ ფრთხილად მოვდიკე ხელი და უკან დავაბრუნებინე. მკლავი წელზე მოვხვიე და ჩემთან უფრო ახლოს მოვწიე.
დამშვიდდი? მან ახლა მართლა მითხრა დამშვიდდიო?
-მოდი ისიც ვთქვათ, შენ რომ არ მიგეტოვებინე, შეიძლებოდა ჩემი ლუდის პანგის პარტნიორი ყოფილიყავი. -დაამატა. ოდნავ გაბრაზებული ხმა ქონდა.
ვიცი რომ მართალია, მაგრამ მაინც ჭკუიდან გადავყავარ. ამდენი ხალხიდან მაინც და მაინც ზეინთან ერთად რატომ ითამაშა? თან ზუსტად ვიცი ისევ აქვს გრძნობები ტესას მიმართ, თან ვხედავ როგორც უყურებს, თითქოს ზედმეტად ადარდებს.
-მართალი ვარ თუ მაინც მართალი ვარ? -მკითხა.
-კარგი ტესა - ვცადე დამემშვიდებინა.
-შიგნით უნდა შევიდე- სიგარეტი მიწაზე დააგდო და წავიდა.
როგორი ცუდი ხასიათი გაქვს, იქნებ შენც დაუბრუნდე საქმეს,თუ რასაც აკეთებდი- მითხრა ტესამ და ჩემგან თავის დაღწევა ისევ სცადა.
-არსად წავალ.
-მაშინ შეწყვიტე ასე მოქცევა, რადგან დღეს კარგ დროს ვატარებ.-ქვევიდან ამომხედა. მის თვალებში უფრო მეტი სინათლე იყო, ვიდრე ჩვეულებრივ.
ჩემგან კარგ რეაქციას რატომ ელოდები? დიდხანს ძებნის შემდეგ, ზეინთან ერთად მარტო დამხვდი.
-გერჩივნა სხვასთან ვყოფილიყავი? -საშინლად გამაღიზიანებელია, როცა მთვრალია.
-არა, შენ აქ მთავარ აზრს ვერ მიხვდი.
-აზრი არც არის. ცუდი არაფერი გამიკეთებია, ამიტომ გამაღიზიანებლად მოქცევა შეწყვიტე, თორემ შენთან დროს აღარ გავატარებ - დამემუქრა.
მინდა ვუყვირო და ვუთხრა როგორი გამაღიზიანებელია, როცა მთვრალია. შემდეგ უკან დავბრუნდე, მაგრამ ისიც უნდა ვაღიარო, რომ თამამი და მთვრალი ტესა სახალისოა.
მისი სიტყვების არჩევანი, როცა ჩემს გასაბრაზებლად გამაღიზიანებელს მეძახის საყვარლობაა. თან ზედმეტად მთვრალი და შანსი არაა მარტო დავტონო, არც ერთი წუთით.
მინდოდა კარგი დრო გაეტარებინა დღეს. ვღელავდი, რომ ვინმე რამე სისულელეს ეტყოდა და მერე მათი ცემა მომიწევდა. ჯანდაბა, ორი კვირის წინ რომ ზეინთან ასე მენახა, ალბათ მასაც ვცემდი.
-კარგი, აღარ ვიქნები გამაღიზიანებელი -თვალები ავატრიალე.
-არანაირი თვალების ტრიალი! -გამიბრაზდა. ხელები წელიდან მოვაშორე.
-კარგი, არანაირი თვალების ტრიალი -გავიცინე.
-ასეც ვიფიქრე.
-დღეს როგორი მბრძანებლობის მოყვარული ხარ!
-არაყი უფრო მამაცს მხდის-მაცნობა.
ვიგრძენი მისი ხელები ნელა ჩემი მუცლიდა ქვევით როგორ ჩადიოდა.
-ანუ ტატუ გინდა? -ვკითხე. ვეცადე მისი ხელები თავის ადგილას დამებრუნებიდა, მაგრამ დამაიგნორა და ისევ გააგრძელა ქვევით ჩასვლა.
-ხო, იქნებ ხუთი. არვიცი
-ტატუს არ გაიკეთებ -გავიცინე, მაგრამ სერიოზულად ვუთხარი.
-რატომ არა? -ხელებით ბოქსერებამდე მიაღწია.
-მოდი ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ, როცა ფხიზელი იქნები. -ზუსტად ვიცი ფხიზელზე ეს იდეა არც მოუვიდოდა.
-შიგნით შევიდეთ -ვუთხარი და ვეცადე წამომეყენებინა.
ხელები ბოქსერებში ჩამისრიალა და წამოიწია. მეგონა ლოყაზე უნდა ეკოცნა, მაგრამ ტუჩები ყურებთან მომიტანა. ამოვიკვნესე, როცა ხელით მომიჭირა.
-მგონი აქ უნდა დავრჩეთ -ჩამჩურჩულა.
ჯანდაბა.
-არაყი ნამდვილად გამბედავს გხდის -გაბზარული ხმით ვუთხარი. საკუთარმა ხმამ გამცა.
-ხო, სასმელი უფრო საშ...-ზედმეტად ხმამაღლა გამოუვიდა, ამიტომ პირზე ხელი ავაფარე, როცა მთვრალი გოგონების ჯგუფმა ჩაგვიარა.
-სიგნით უნდა შევიდეთ. ყინავს და არამგონია გინდოდეს, რომ ამ ბუჩქებში გაგჟიმო -მაცდურად ვუთხარი. თვალები გაუფართოვდა.
-ძალიანაც მინდა -მაშინვე მიპასუხა, როცა ხელი პირიდან მოვაშორე.
-ღმერთო ტეს, რამდენიმე ჭიქა და უკვე სექსზე გაგიჟებული ხდები -გავიცინე და თან სიეტლი და ყველა ის ბინძური სიტყვა გამახსენდა, რასაც მეუბნებოდა.
შიგნით უნდა შევიდე, სანამ მის სურვილს ავასრულებ და ბუჩქებში შევათრევ.
-მხოლოდ შენთვის -თვალი ჩამიკრა, რაზეც სიცილი ვერ შევიკავე.
-წამოდი- ხელი მოვკიდე და სახლისკენ წავიყვანე.
მთელი გზა გაბრაზებული მომყვებოდა, რაც უფრო აღმაგზნებდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვედა ტუჩს კბენდა. თავისუფლად შემეძლო გავჩერებულიყავი და ეგ ტუჩი კბილებს შორის მომექცია. ამის დედაც, მეც ისეთივე გარყვნილი აზრები მიტრიალებს, როგორიც მას. განსხვავება ის არის, რომ მე მთვრალი არ ვარ. შეიძლება ცოტა დაბოლილი, მაგრამ მთვრალი არა. ალბათ ძალიან გაბრაზდებოდა ზევით რომ ვეპოვე. რეალურად მე არც მომიწევია, მაგრამ ოთახში, სადაც ვიყავი ყველა მე მაბოლებდა. როგორღაც ვიცი, რომ ოთახში რომ შემოსულიყო მოსაწევზე ყველაზე ნაკლებად ინერვიულებდა.
სახლში შესვლისას ხალხით გადატენილ ოთახში მოვხვდით, ამიტომ ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას, ქვედა სართულის სამზარეულოში წავიყვანე. ტესა იდაყვს დაეყრდნო და შემომხედა. როგორ მოხდა, რომ ისევ ისეთი ლამაზია, როგორც მაშინ, როცა აპარტამენტი დავტოვეთ? თან როცა ყველა სხვა გოგო საშინლად გამოიყურება. პირველივე ჭიქის მერე მაკიაჟი შორდებათ, თმა ეშლებათ და საშინელი უხდებათ. ტესა მათთან შედარებით fucking ქალღმერთია, ნებისმიერთან შედარებით.
-კიდევ მინდა სასმელი ჰარი -დაბალი ხმით მითხრა.
-არ ვფიქრობ, რომ კარგი იდეაა.
-გთხოვ? კარგ დროს ვატარებ. ნუ იქნები წვეულების ჩამშლელი. -ენა პირიდან პატარა ბავშვივით გამოყო.
-კარგი, მაგრამ შეწყვიტე ათი წლის ბავშვივით საუბარი.
-კარგით სერ, გულწრფელად ვწუხვარ ჩემი შეუფერებელი საუბრის გამო. გარწმუნებთ აღარ განმეორ...
-და არც მოხუცი კაცივით -გავიცინე.
-ჯანდაბა, კარგი. I will stop fucking talking like a mother fucking ...-მისი სულელური წინადადება ვერ დაასრულა, რადგან ორივე მაგრად ვიცინოდით.
-შეშლილი ხარ დღეს -ვუთხარი.
-ვიცი. სახალისოა. -ჩაიხითხითა.
მიხარია რომ ერთობა, მაგრამ მაინც ვბრაზდები, როცა ვიხსენებ, რომ ზეინთან გაატარა კარგი დრო და არა ჩემთან. ამაზე უნდა მოვკეტო. არმინდა მისი ღამე გავაფუჭო.
-წამოდი, სტეფი ვიპოვოთ -შემომთავაზა და სასმელი მოსვა.
-კარგად ხართ ახლა? -ვკითხე. არვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს ამაზე. კარგი ალბათ.
-მგონი. აი იქ არიან! - სავარძელში მჯდომ ტრისტანზე და სტეფზე მიმანიშნა.
როცა მისაღებ ოთახში შევედით, რამდენიმე ბიჭი შევამჩნიე, იატაკზე იჯდნენ და ტესას მიშტერებოდნენ. მას არც შეუმჩნევია,მაგრამ მე შევამჩნიე. გამაფრთხილებელი მზერა ვესროლე ,თითქმის ყველა შეტრიალდა, მხოლოდ ერთი ქერა ბიჭი დარჩა, რომელიც ნოას გავდა და სანამ ოთახი ბოლომდე არ გავიარეთ, მანამდე მოგვშტერებოდა. ვფიქრობდი მისთვის სახეში გარტყმა კარგი იდეა იქნებოდა თუ არა. ბოლოს გადავწყვიტე თავი შემეკავებიდა და ტესას ხელი ჩავკიდე.
ტესამ თავი მოაბრუნა და ჩვენს ჩაკიდებულ ხელებს გაფართოებული თვალებით შეხედა. რატომ არის ასეთი გაკვირვებული, რომ ხელი ჩავკიდე? ანუ, კი. ეს ის არ არის, რის დროსაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ ხანდახან ვაკეთებ, არა?
-აი თქვენ ორნი სად ყოფილხართ! -სტეფმა დაგვიძახა, როცა მივუახლოვდით.
მოლი იატაკზე ვიღაც ბიჭის გვერდით იჯდა, მგონი ჯეისონის. დარწმუნებული ვარ ის უმცროსკლასელია და მამამისი ვანკუვერში მიწას ფლობს. ერთად ძალიან სულელურად გამოიყურებიან, მაგრამ მადლობელი ვარ, რომ მე შემეშვა. საშინლად გამაღიზიანებელია და ვიცი რომ ტესაც ვერ იტანს.
-გარეთ ვიყავით -ვუთხარი.
-მოვიწყინე -თქვა ნაილმა. თითებით ლუდის ქილას ამოძრავებდა.
-ამის შემდეგ გარეთ გასვლას ვაპირებთ, თუ არა? თითქმის თერთმეტია -იკითხა ლუისმა.
-შუაღამის შემდეგ შეგვიძლია გასვლა ან ხვალ ღამით წავიდეთ -შესთავაზა ნაილმა.
-ვის ადარდებს. წვეულება მაინც ნაგავია -თქვა მოლიმ და თვალები აატრიალა.
-აქ დავრჩეთ. მალე მაინც უფრო დაღამდება -თქვა სტეფმა და მოლი დააიგნორა.
სავარძლის კიდეზე ჩამოვჯექი და ტესა კალთაში ჩავისვი. რამდენიმე თვალი მოგვაშტერდა, მაგრამ არ მადარდებს. ვერავინ გაბედავს რამის თქმას. წამის შემდეგ, ყველამ მიიხედა, მხოლოდ სტეფმა გამიღიმა. ღიმილით არ ვუპასუხე, თუმცა არც უხეშად, როგორც თავდაპირველად ვგეგმავდი.
-სიმართლე თუ მოქმედება უნდა ვითამაშოთ -ვიღაცამ შემოგვთავაზა და წამი დამჭირდა გამეანალიზებინა, თუ საიდან მოდიოდა ეს ხმა.
რა ჯანდაბაა? თავი წამოვწიე, რომ ტესასთვის შემეხედა, რომელიც ისევ ჩემს მუხლებზე იჯდა.
-რა თქმა უნდა, თითქოს თამაში გინდოდეს -დამცინავად უთხრა მოლიმ.
-რატომ შემოგვთავაზე ეს, ასეთი თამაშები ხომ გძულს.-წყნარად ვუთხარი.
-არვიცი, დღეს სახალისო იქნება -ეშმაკურად გაიღიმა.