თავი 1

2.9K 103 30
                                    

Author's POV.
რა არის ცხოვრება?
ტკივილი ,ბედნიერება თუ სხვა რაიმე?
ზოგი ფიქრობს რომ ცხოვრება ნაგავია , ზოგი ფიქრობს რომ ეს საოცარი რამ არის , მაგრამ ასეთ ხალხზე ამბობენ სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურებსო.
მე კიდევ თქვენ გეკითხებით. რა არის თქვენთვის ცხოვრება?

****
ჰარი და ლისა , ორი ადამიანი , რომლებსაც ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ , მაგრამ დიდმა ტკივილმა ისინი ერთმანეთს დააშორა.
რა მოხდა მას შემდეგ რაც ლისამ ბავშვი დაკარგა?

ბევრი რამ..
მას ძალიან გაუჭირდა ამ ტკივითან გამკლავება , ამიტომ წავიდა.
ჰარი მიატოვა და წავიდა.
სამუდამოდ.

Lisa's POV.

დილით როდესაც გავიღვიძე შევეცადე ორი წლის წინ მომხდარი რამ დროებით მაინც დამევიწყებინა და გამეღიმა.
სწორედ რომ ორი წელი გავიდა რაც ჩემი შვილი დავკარგე და ყველაფერი მივატოვე.

ახლა დედასთან ერთად ვცხოვრობ კალიფორნიაში და ბედნიერი ვარ.
ლონდონიდან წამოვედი ,ის ადგილი სამუდამოდ დავტოვე ჰარისთან ერთად.

თავიდან გამიჭირდა აქაურობასთან გამკლავება , მაგრამ მაინც შევეცადე და მოვახერხე კიდევაც.
დედამ აქ კარგი სამსახური იპოვა. ერთ-ერთ სასტუმროში მენეჯერია და თავის სამუშაოს კარგად ართმევს თავს , რაც მთავარია თავიაუფალი დრო რჩება.

ფეხზე ვდგები და კოლეჯში წასასვლელად ვემზადები.
აქ რომ ჩამოვედი 18 წლის ვიყავი და სკოლაც დამთავრებული მქონდა, შემდეგ სამედიცინოზე ჩავაბარე , ახლა კი მეორე კურსზე ვარ.

რაც შეეხება დანარჩენებს , მართლაც რომ ბევრი რამ მოხდა.
ბენი და კლარისა დაქორწინდნენ და ერთად ბედნიერები არიან.
მათ ქორწილზე ლონდონში ვიყავი ჩასული , მაგრამ იქ ჰარი არ მინახავს , რამაც გამახარა. დანარჩენებისგან როგორც გავიგე სწავლა დაასრულა და ქორწილის დღეს გვიან ჩამოვიდოდა ლონდონში.
მე და მართამ ადრიანად დავტოვეთ იქაურობა , რადგან დილით ისევ კალიფორნიაში უნდა დავბრუნებულიყავით.

I'll never fall in love with you (part 2)  (დასრულებული)Where stories live. Discover now