სარკეში ჩახედვა სძულდა...
ვერ იტანდა იქ აღბეჭილი სხეულის ყურებას...
გულს ურევდა დიდი, მუდამ ვარდისფრად შეფერადებული ლოყების თუ სხეულის დანარჩენი, განიერი ფორმების ყურება.
ვერ იტანდა ფოტოს გადაღებას...
სინამდვილეში, ყოველთვის სურდა, რომ მასაც შესძლებოდა ლამაზი ფოტებით აევსო სოციალური ქსელები, მაგრამ...
თვითონ და ლამაზი? კარგით რა...
იშვიათად დადიოდა ტანსაცმლის საყიდლად...
დაიღალა გამყიდველისგან ისეთი ფრაზების მოსმენით, როგორიცაა : „სამწუხაროდ მხოლოდ პატარა ზომებიღა დაგვჩა" ან „იქნებ უფრო დიდი ზომა გესინჯათ?".
ყოველთვის ასე იყო. გული მუდამ იმისკენ მიუწევდა და მუდმივად ის სურდა, რაც ვერსდროს გახდებოდა მისი. სიყვარულიც კი იმ ადამიანის გაბედა, ვისთვისაც ვერასდროს შეიძენდა მეგობარზე მეტ მნიშვნელობას.
უბრალოდ ასეთი იყო... მუდამ მიუწვდომელს ეპოტინებიდა...
დილით მაღვიძარას მომაბეზრებელმა ხმამ გააღვიძა. ოდნავ გახელილი თვალბით გვერდულად გახედა მას და ძლივს გასაგონად ამოიხრა შემდეგ კი ეს მომაბეზრებლად მოზუზუნე არსება გააჩუმა. ზანტად წამოდგა საწოლიდან, გაიზმორა და ნელი ნაბიჯით წავიდა სააბაზანოსკენ. მის სხეულზე არსებული ერთადერთი ქსოვილი - თეთრი, დიდი ზომის მაისური, რომელიც ბარძაყების შუამდე სწვდებოდა, ხელის მარტივი მოძრაობით გადაიძრო თავზე და წყლის ნაკადის ქვეშ დადგა. შამპუნი ხელზე გადაინაწილა და თმაზე შეიზილა. შემდეგ კი ნაზად აასრიალა ხელში მოქცეული საპონი საკუთარ სხეულზე. თვალბი დახუჭა და მთლიანად მიენდო წყლის თბილ წვეთებს. უეცრად, გაუცნობიერებლად წაიღო ხელი თავის კისერზე არსებული იასამნისფერი ლაქისკენ, რომელიც მკრთალად, მაგრამ ჯერაც შესამჩნევად აღბეჭდვოდა თერთ კანზე. ნაზად შეეხო თითებით და ოდნავ ჩაეღიმა. ბოლომდე მისცა მოგონებებს გაღვიძების საშუალება.
YOU ARE READING
ამაღამ დარჩი
Fanfictionიქნებ მთლიანად შენ მინდიხარ და არა მხოლოდ შენი რაღაც ნაწილი? *** 1/1