თავი 1

1.5K 92 28
                                    

არასდროს ვუსმენ ხოლმე იმ სიმღერებს რომლებსაც ისტორიის ან თავის დასაწყისში
უთითებენ რადგან ვფიქრობ ჩვენ შეგრძნებებს ჩვენით უნდა მივყვეთ და არა ემოციებს სხვის
მიერ გაწერილს. აქ ვტოვებ ჩემ იმ "ემოციებს" რომლებსაც სიმღერებზე მივყვებოდი.
Novo Amor - carry you
Harry Styles - two ghost
Harry styles - meet me in the hallway
Birdy - beautiful lies
Novo Amor - cold
Novo Amor - sleepless
Jessie ware - tough love
Lord Huron - the night we met

წვიმს...
წვიმს ისე როგორც არასდროს, ცოტაც და ცა მიწაზე ჩამოვა, მთლიანად შთანთქავს მიწას და
წაგვლეკს მთელს კაცობირობას
წვიმს, ისე თითქოს იმის დამტკიცება სურდეს, რომ ყველაფრის მბრძანაბალი თავად
უკიდეგანო: ლურჯი, ცისფერი, წითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი, მეწამულისფერი,
იასამნისფერი ან როგორიც ახლა, ნაცრისფერი ცაა.
ვიცი, რომ შეუძლია ეს ყოველივე. ვიცი, რომ ცა შეუსრულებლად არ ტოვებს თავის
მინიშნებებს, ვიცი რადგან რამდენიმე წლის წინ ორი?! სამი ?! ოთხი ?! აღარც მახსოვს...
რამდენიმე წლის წინ ზუსტად ასე გსაოცარ ნაცრისფრად შეფერადებულმა ცამ. ისეთ
ნაცრისფერს, რომ ვერც წარმოიდგენთ, "კიდეებში" შავი, რომელსაც შიგადაშიგ იასამნისფერი
ცვლის ბოლოს კი ნაცრისფერი ხდება, მარგალიტის მსგავსი. ზუსტად მაშინ ყოვლის მქმნელმა
ცამ გადაწყვიტა, რომ ტაიფუნი არაჩვეულებრივი სტიქიური მოვლენაა და რამდენიმე
ადამიანის მოკვლაც ჩვეულებრივი საქმე იქნებოდა მისთვის მოსაწყენ, რუტინულ დღის
განრიგში.მაშინ დავკარგე ოჯახი დედა და მამა და მას შემდეგ, ვცხოვრობ დეიდაჩემის მფარველობის
ქვეშ და მას შემდეგ, ვარსებობ უფრო სწორად ვარსებობდი.
ამ დღიდან წავიშალე მე.

კაცობრიობაში გამოკიდებული კიდევ ერთი უგრძნობი, საცოდავი, უსულო, საბრალო არსება
ვიყავი, რადგან სხვანაირად არც შეიძლებოდა. სისულელეა იმით თავის მოტყუება, რომ მათ
ჩემი ასეთის დანახვა არ გაუხარდებოდათ და ათასი სენტიმენტალურობა, რომელსაც
ადამიანი საკუთარ თავს აჯერებს მაშინ, როცა ცხოვრების გასაგრძელებლად აღარაფერი
რჩება, არც ფიზიკურ და მითუმეტეს აღარც სულიერ დონეზე. აჯერებ თავს და პირველად
შენივე ქვეცნიბიერს რაღაცა გამოსადეგისთვის იყენებ, რამდენიმე დღის, კვირის, თვის, წლის
შემდეგ კი უბრუნდები საკუთარ "მეს" და ისევ ბრმად გჯერა, რომ ეს არა იმიტომ გააკეთე რომ
თავად მოისურვე არამედ იმიტომ, რომ შენ ოჯახს ან რა მნიშვნელობა აქვს რომელი ძვირფასი
ადამიანს სურდა და მხოლოდ მათი სახელით "დაუბრუნდი" ქვეყნიერებას. მთავარი ისაა,
რომ ბოლოს მხოლოდ შენ რჩები შენ და შენი ძლიერი ეგო ან ქვეცნობიერი, რაც გინდათ ის
უწოდეთ მთავარია, რომ ამას თქვენ აკეთებთ.
მე კი ეს არ დამიჯერებია, მე ეს არ გამიკეთებია...
პირველივე დღიდან დავნებდი ან საერთოდ შეიძლება მაშინაც კი, როდესაც დავიბადე.
დავნებდი და არაფრისთვის მივიწვედი წინ არაფრისთვის მინდოდა სევდის, დეპრესიის,
ცრემლების და აგონიური ტკივილის ჭაობიდან ამოსვლა.
რა აზრი ჰქონდა ვიზამდი თუ არა ამას ?!
რა აზრი ჰქონდა ცდას?!
რა აზრი ჰქონდა ფეხზე წამოდგომას ?!
რა აზრი ჰქონდა წინსვლას ?!
რა აზრი ჰქონდა ბრძოლას ?!რა აზრი ჰქონდა ნაბიჯების ახლიდან გადადგმას ?!
და უფრო მთავარი, ვისთვის ?!
რადგან მე უკვე აღარ ვიყავი მე, და არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა რა მინდოდა, რა
მჭირდებოდა ან რა იყო აუცილებელი...
არაფერს ჰქონდა აზრი სანამ არ დავინახე მისი თვალები, თვალები მარგალიტის ცასავით
უკიდეგანო და მრავალფერი.
სტიქიიდან 473-ე დღეს გამოჩნდა მისი ყავისფერი თვალები, რომელიც იმდენად მუქია, რომ
შავს ჰგავს. 473-ე დღეს გამოჩნდა და ზუსტად მაშინ დამაკარგვინა მოსვენება. 473-ე დღეს
გამოჩნდა და მაშინ მივხვდი, ჩემთვის კი არა, მისთვის უნდა გამეგრძელებინა არსებობა...
ჩემი შეყვარებული ჯონ ჯონგუკი, რომელსაც კატასტროფიდან 473-ე დღეს შევხვდი.
სკვერში.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 13, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

იცის ✅Where stories live. Discover now