-მოკლედ, სკოტი დაგვისხლტა- ამ სიტყვებზე ყველა გავშრით-თუმცა როგორც გავიგე, ელეანორი გადარჩა. ვიღაც სხვას წაუყვანია. ვიღაც გოგოს, სახელად ნინას...
*ზეინი
ამ სიტყვების გაგონებაზე ყველა გავშრით. რამდენიმე წამი გაშეშებულები ვიდექით, შემდეგ კი მე, ბიჭებმა და ჯეიკმა ერთმანეთს გადავხედეთ. ვერ იტყოდით, რომ ჯეიკი დიდად გაოცებული იყო ამამბით. როგორც ჩანს ნინასგან ეს მოულოდნელი საერთოდ არ ყოფილა, აი ჩვენ კი... ჩვენ გვეგონა, რომ ახლა ვიღაც გამოხტებოდა და იყვირებდა, რომ ფარული კამერა იყო ან რამე მაგრაგვარი. როდესაც დავრწმუნდით, რომ სკოტის კვალსაც ვერ მივაკვლევდით და ყველა უსაფრთხოდ იყო, იქიდან წამოვედით.
ფანჯრიდან გარემოს ვათვალიერებდი. გამოსახულებები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ნისლი ჩამოწოლილიყო და ეს ჩემს განწყობაზეც მოქმედებდა, განსაკუთრებით მომხდარის შემდეგ. ვიცოდი, რომ ეს გოგო განსხვავებული იყო, მას ბევრი ისეთი რამის გაკეთება შეეძლო, რასაც სხვა ვერ გაბედავდა. არ ვიცი მის თავში რა ხდება ასეთი, რომ ყოველთვის მსგავსი იდეებით აქვს გამოჭედილი ის პატარა ტვინი. თავი გავაქნიე და ვცადე ბიჭების ლაპარაკიდან დასკვნა გამომეტანა, რომლებიც რაღაცაზე ბჭობდნენ, თუმცა ვერ მოვახერხე.
როგორც იქნა სახლს მივაღწიეთ. მანქანიდან გადმოვედით თუ არა ბიჭები, განსაკუთრებით კი ლუი უკანმოუხედავად გაიქცნენ თეთრი შენობისკენ, მე კი თვალები გადავატრიალე და დინჯი ნაბიჯით გავუყევი სახლისკენ მიმავალ ბილიკს. როდესაც შევედი ელე სწორედ მაშინ ჩამოვიდა კიბეებზე და ლუის შეახტა. ამ უკანასკნელმაც ხელები მოხვია და თმაზე ფერება დაუწყო
-ჩემო საყვარელო, წყნარად, ახლა უსაფრთხოდ ხარ-და ასეთი ათასი სიყვარულის გამომხატველი ნაგავი. მესმის, რომ ერთმანეთი უყვართ და ათასი უბედურება, მაგრამ კარგით რაა. ოთახს თვალი მოვავლე და ნინა შევამჩნიე, რომელიც მე მიყურებდა და ჩემს მიმიკებსა და რეაქციებზე მაგრად კაიფობდა. თვალები ავატრიალე და წყლის დასალევად გავედი.
ESTÁS LEYENDO
oops... I love you/უფს... შემიყვარდი (დასრულებული)
Fanficნინა 21წლის ქართველი გოგონაა, რომელიც გამოძიებებს აწარმოებს, თუმცა ამავდროულად მაფიის გულიცაა.ის ძალიან განსხვავებულია. ერთ დღესაც ლონდონში წავა, რომ იქაური ბანდის საქმეები გაარკვიოს. მისგან მოულოდნელად ამ ბანდას ყველანაირი ძებნის გარეშე შეხვდება,რო...