წინა ღამით ჩემოდანი ჩავალაგე და ლონდონში წასასვლელად მოვემზადე.
ძალიან ბედნიერი ვარ , რომ ჰარისთან ერთად ლონდონში მივემგზავრები. ძალიან მინდა ჩემთვის ძვირფას ადამიანებს მალე შევხვდე და პატიება ვთხოვო იმის გამო რაც ჩავიდინე. ისინის დავტოვე ჰარისთან ერთად ყოველი ახსნა განმარტების გარეშე, ეს ორი წელი კი წესიერად ვერ ვეკონტაქტებოდი მას. ისინი ბოლოს კლარისასა და ბენის ქორწილზე ვნახე , შემდეგ კი ისევ აქ დავბრუნდი..
იმდენად ბედნიერი ვარ , რომ შიშიც კი მიბყრობს, მეშინია რამე არ მოხდეს და ისევ არ დავშორდე ჰარის, ისევ არ განვიცადო ის დიდი ტკივილი რაც ამ ორი წლის მანძილზე გამოვიარე. მაგრამ იმედი უნდა ვიქონიო და უნდა ვირწმუნო რომ ერთად ბედნიერები ვიქნებით სიცოცხლის ბოლომდე.მეორე დილას საწოლიდან ადრე ავდექი და ყველაფერი გადავამოწმე, არ მინდოდა რამე დამრჩენოდა. შემდეგ სამზარეულოშუ ჩავედი და დედაჩემს მოვეხვიე.
-ძალიან მომემატრები-ლოყაზე ვაკოცე.
- ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩამოხვიდე, მეც გესტუმრები- გამიღიმა.
- ძალიან გამახარებ.
- კლარისას დავურეკე და ვთხოვე რომ ჩვენი სახლი მოემზადებინა.
- კარგი. იმედი მაქვს დანარჩენებს არ ეტყვის ჩემი ჩასვლის ამბავს.
- არა. ვუთხარი რომ მის გარდა არავინ არ უნდა იცოდეს.
- ძალიან კარგი-გავიღიმე.- წავალ მოვემზადები, უკვე აეროპორტში უნდა წავიდეთ.
- კარგი, მაგრამ არ ისაუზმებ?
- უბრალოდ ყავა გამიკეთე- გავუღიმე.
- კარგი- ლოყაზე მაკოცა, მე კი მაშინვე ოთახში ავირბინე და ძალიან უბრალოდ გამოვეწყვე.
მაღალწელიანი თეთრი შარვალი და ვარდისფერი ზედა გადავიცვი, ფეხზე კი შავი სპორტული ფეხსაცმელი ჩავიცვი.
ჩანთა მხარზე გადავიკიდე, ჩემოდანს ხელი დავავლე და კიბეებზე ფრთხილად ჩავედი.
ჩანთა სავარძელზე დავდე , ჩემოდანი კი იქნვე ახლოს , შემდეგ კი სამზარეულოში გავედი ჩემი ყავისთვის.
VOUS LISEZ
I'll never fall in love with you (part 2) (დასრულებული)
Roman d'amourმათ შორის ყველაფერი აირია. რა მოხდება მომავალში?