23. შეყვარებული თეჰიონი

349 24 1
                                    

წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა შეყვარებული თეჰიონი.

------------

თეჰიონი თავდაპირველად თავად გაგეცნო და დაგიახლოვდა, მაგრამ საკმაო დრო დასჭირდა შენს მოსახიბლად.

ცდილობს მამაკაცური იყოს, მაგრამ ხშირად ეს სასაცილოდ გამოსდის.

ხასიათით თითქოს ბავშვურია, მაგრამ შენთან მიმართებაში სერიოზულია და პასუხისმგებლობით აღსავსე.

საკმაოდ რომანტიკულია. ხანდახან მეტისმეტადაც კი...

-თეჰიონ, ეს რა გასაღებია? რად მინდა?
-ჩემი გულის გასაღებია. შეინახე ❤

ეს რომანტიკულობა ბუნებრივად გამოსდის და არც კი ცდილობს განსაკუთრებულად რომანტიკული გამოჩნდეს.

სეირნობისას ხელს რომ ჩაგკიდებს, ისე იქნევს აქეთ-იქით, თითქოს 5 წლის ბავშვები ხართ.

ხანდახან ზურგზეც შეგისვამს და ისე გატარებს. უარს თუ ეუბნები, გებუტება.

თეჰიონი ხშირად გეხება, გეხუტება და გკოცნის, თანაც ვერ ამჩნევს რამდენად ხშირად აკეთებს ამას. მისთვის ეს ჩვევაა.

ხალხმრავლობაში სცხვენია შენთან ზედმეტად შეხება, ამიტომ ხვევნა-კოცნის ინიციატორი შენ ხარ. თუმცა ყოველი ნაზი კოცნის მერე ლოყაზე, სულელივით იცინის და ნაკოცნზე ხელს იდებს.

თუ ერთმანეთს რამეზე გაებუტეთ, მცირე შანსია იმის, რომ ბოდიშს მოგიხდის. პრინციპულია და ჯიუტი, შესაბამისად საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულიც.

შერიგებისკენ პირველ ნაბიჯს შენ დგამ ხოლმე და ისიც უმალ გირიგდება.

ყველა სხვა წევრს შორის თეჰიონს ყველაზე ძლიერი სიყვარული ახასიათებს. შესაბამისად ისაა ყველაზე ეჭვიანიც. ხშირად გწერს ან გირეკავს, გეკითხება სად ხარ და ა.შ.

-შევამჩნიე ჯიმინთან ერთად რაღაცაზე რომ იცინოდი. მეც მომიყევი, იქნებ გავიცინო.
-ეჭვიანობ? კარგი რა 😂

მისი ეჭვიანობა ხშირად ისე მთავრდება, რომ არწმუნებ შენს მის მიმართ სიყვარულში.

საკუთარი ეჭვიანობის მიუხედავად ვერ ხვდება შენი ეჭვიანობის მიზეზს.

-თეჰიონ...
-კარგი რა. ვერ ვხვდები რა გაეჭვიანებს. ის ხომ უბრალოდ ფანია?
-...

მცირე კონფლიქტსა და გაუგებრობას საუბრებით აგვარებთ და კამათში არასოდეს გადაგდით.

უყვარს ბიჭებთან ერთად გართობა, ცანცარი და კომპიუტერული თამაშების თამაში. ხშირად გიყვება როგორ აჯობა ჯონგუკს.

-ჯონგუკს Tekken-ში ქაზუია ჰყავდა არჩეული და მე ჯინი. რა სულელია არა? მაგას სჯობდა ნინა აერჩია. 😂😂😂
-საერთოდ ვერ ვხვდები რაზეა საუბარი...

დროთა განმავლობაში თამაშებს გაჩვევს და მერე ერთად თამაშობთ ხოლმე.

-ისევ მოვიგეეე 😂😍😍
-აუ ასე უცებ როგორ დაამუღამე? იქნებ მატყუებ და ადრეც თამაშობდი?
-კარგი, ნუ მებუტები. სხვა დროს შენ მოიგებ 😏❤

ძილის წინ გირეკავს ხოლმე და ჩაძინებამდე გესაუბრება.

-გესმის რა გითხარი? უი, ჩაგეძინა? მაშინ ტკბილი ძილი პრინცესა 😘❤

გაღვიძებულს კაკაოში ხმოვანი შეტყობინება გხვდება ხოლმე თეჰიონის ნამღერის სახით და რამოდენიმე წუთი ისმენ ზედიზედ რამდენჯერმე, ვიდრე არ გაგახსენდება, რომ სასწრაფოდ წასასვლელი ხარ. მხოლოდ ერთი სიტყვის გაგზავნას ასწრებ პასუხად:

-მიყვარხარ ❤

BTS - Imagines & ReactionsМесто, где живут истории. Откройте их для себя