„ჩაბნელებული გამოქვაბულის სიმშვიდეს წყლის წვეთების სისტემატიური ხმაური არღვევდა. ბლანტ სიბნელეს რამდენიმე ჩირაღდანი ანათებდა, რომელებიც მკვეთრ ჩრდილებს ტოვებდნენ, ქვაში გამოჭრილი დარბაზის ცენტრში მდგარი, ადამიანების სახეებზე და ამ მკრთალი, გაუთავებლად მოციმციმე არათანაბარი სინათლის ფონზე ეს სიბნელე თითქოს დროებით უკან იხევდა დაუსრულებელ სივრცეში.
დეიდარა თავდაჯერებული დგამს ნაბიჯს წინ, თავის ადგილს იკავებს ადამიანების და კარგად ნაცნობი მახინჯი არსების გვერდით. ამ ერთი შეხედვით შეუხედავი გარეკანის ქვეშ ადამიანი-კუკლა ზის, რომელსაც მგონი სასორი ჰქვია.
მშვიდად ათვალიერებს გარშემო, ნაცნობ ფიგურებს უყურებს. მამაკაცს უსმენს, რომელიც დანარჩენების წინ დგას და მისი გამოსახულება თითქოს იცრიცება, როდესაც თვალებს ახელს და საუბარს იწყებს. ლიდერის ხმა ნესტიანი გამოქვაბულის ქვის თაღებიდან ისხლიტება.
მოშორებით მდგარი მამაკაცი მოხსენებით გამოდის, თუ როგორ მიიღეს მან და მისმა მეწყვილემ დიდი ჯილდო ვიღაც მღვდლის სხეულის გაყიდვისგან, მისი მეწყვილე - ცელიანი ფანატიკოსის აჩრდილი, წარა-მარა აწყვეტინებს და ბილწ კომენტარებს ამატებს მოხსენებაში.
დეიდარა ფრუტუნებს... ყველაფერი ისეა როგორც ყოველთვის. ის საიდანღაც ყველას იცნობს, მათი სახელები იცის, მათი ჩვევები, იცის როგორ გამოიყურებიან. თავს მათიანად გრძნობს, ამ კომპანიის წევრად, რომელიც რაღაც ძალოვან დაჯგუფებას წარმოადგენს. მეხსიერება თავაზიანად სთავაზობს სულ ახალთ ახალ გამოსახულებებს და სახელს. „აკაცუკი“.
როდესაც რიგი კისამემდე მიდის, ღრჯოლებიანი, ლურჯკანიანი ახმახამდე, თავის მხრივ ის თავისი მეწყვილისკენ აპარებს ალმაცერ მზერას, თითქოს ნებართვას იღებსო მისგან. დეიდარა მის მზერას აყოლებს თვალს და ძალაუნებურად იძაბება. იტაჩი. სწორედ ეს მეწყვილე, რომელიც პლაშში არის გამოკრული, განსაკუთრებით აინტერესებს მას. არ შეუძლია თქვას, კონკრეტულად რა, მაგრამ აცნობიერებს, რომ მათ რაღაც სხვა სახის ურთიერთობა აკავშირებთ, ვიდრე უბრალოდ კოლეგებს. დეიდარა კარგად გრძნობს ამას. როგორც კი მეწყვილისგან ოდნავ შესამჩნევ თავის დაკვრას იღებს, კისამეც რამდენიმე ფრაზაში ასრულებს მოხსენებას. ვიყავით იქ.. მოვკალით ის... დავალება შესრულებულია... ველოდებით შემდეგ განკარგულებას.
YOU ARE READING
წარსულსა და აწმყოს შორის
Fanfictionრა მოხდება თუ ისინი ისევ შეხვდებიან, სადღაც იქ.. მომდევნო ცხოვრებაში. ისტორია მე არ მეკუთვნის, უბრალოდ ვთარგმნი. ჯერ კიდევ ველოდები ავტორის თანხმობას, მაგრამ მაინც ვდებ 🙃🙃 ავტორს მიაჩნია, რომ უსამართლობაა მარტო ინდრას და აშურას სულები, რომ...