FIRST AND LAST PART

134 19 8
                                    

02:36 , შუაღამე. სახურავის კიდეზე ვზივარ, ზაფხულის კიდევ ერთი ცხელი დღის მერე, საღამოს გრილი ნიავი სახეზე სასიამოვნოდ მელამუნება.ვიყურები შორს, თუმცა გადაბრჭყვიალებული ქალაქის მეტს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ არც ის ვიცი მეტი რა მინდა რომ დავინახო. გზებზე თითოოროლა მანქანა თუ შეიმჩნევა. სიმშვიდეა ქალაქში. შემდეგ ქვევით ვიხედები და ვაცნობიერებ, რომ საკმაოდ მაღლა ვარ. ფეხზე ვდგები , ღრმად ჩავისუნთქავ და ვცდილობ მაქსიმალურად დავიცვა წონასწორობა და სახურავის კიდეზე გვავიარო. თვალები დახუჭული მაქვს,ვაცნობიერებ , რომ სულ ერთი ნაბიჯი მაშორებს,იქ წასასვლელად სადაც მიდიან და საიდანაც უკან აღარ ბრუნდებიან... როგორც ყოველთვის, ამ დროს გიხსენებ 'შენ' და ყოველგვარ სუიციდის დაუოკებელ სურვილს ფარავ.კიდეს ვცილდები და მოშორებით ვჯდები. ჰუდის წინა ჯიბიდან სიგარეტს ვიღებ, ვუკიდებ და შესახედავად მშვიდი , ვცდილობ სულის დამშვიდებას. ფეხები საშინლად მტკივა რადგან არ მახსოვს რამდნი ვიხეტიალე, დავდიოდი იმ იმედით რომ ისევ გადამეყრებოდი იმ ქუჩაზე როგორც მაშინ 5 წლის წინ.თუმცა ეს შეუძლებელია ... ჩვენ ათასობით კილომეტრი გვაშორებს ,თუმცა ჩვენ უფრო შორს ვართ ერთმანეთისგან გრძნობებით ვიდრე მანძილით.მაგრამ იცი რა მამშვიდებს? ჩემთვის ჰარი სტაილსი სულ სხვა პიროვნებაა , არა ისეთი როგორსაც ყველა იცნობს , ყველა გიჟდება , ის მილიონობით ფანი შენს სულს არ იცნობს. მართალი ვიყავი როდესაც სულელივით მუსიკაზე ვეჭვიანობდი , შენ გეციინებოდა. ამ მუსიკის მსხვერპლი გახდა ჩვენი ურთიერთობა. არასდროს მინდა განიცადო ის რასაც მე განვიცდი. არ მჯერა რომ ამ ყველაფრის მერე ისევ იმაზე ვზრუნავ ,რომ შენ არაფერი დაგიშავდეს. იცი რა მომაკვდინებელად ძნელია ელოდებოდე როცა იცი რომ არასდროს არ მოვა?ცოცხლობდე მოგონებებით და დაუკმაყოფილებლობის გრძნობით...ან ცრემლები? ეს მხოლოდ და მხოლოდ ვერნათქვამი სიტყვებია. ვეღარ ვუძლებ ტკივილს, ყელში ბურთი მაწვება , მინდარომ ვიყვირო, მინდარომ აქ იყო აი აქ , ჩემს გვერდით , ისევ მეხუტებოდე ისევ მეფერებოდე თმაზე ,ისევ ვგრძნობდე შენს საუცხოო სუნამოს სუნს , და შენი საოცარი ღიმილი თავბრუს მახვევდეს. ჩემი გათოშილი ხელები ისევ გეჭიროს ...კიდევ ერთხელ მიწევს აღიარება საკუთარ თავთან რომ ეს ყველაფერი აღარაა დააღარც იქნება , უკვე ვხვდები რომ მაღალ ხმაზე ვტირი , ჩემი ცრემლები წვიმის წვეთებს ერევა , გული ძალიან სწრაფად მიცემს და სხეულის ყოველი ნაწილაკი მხოლოდ ერთი რამისკენ მიბიძგებს.. ვცდილობ გონებაში მოვიძიო თუნდაც ერთი ადამიანი ვის გამოც შევჩერდები მაგრამ ვხვდები რომ ასეთი შენც კი აღარ ხარ. ფეხზე ვდგები სწრაფად, სულ სველი ვარ. სადაცაა გული გამისკდება , გავრბივარ , ვხტები , ვყვირი და წუთიერი ჰაეროვნებისგან შვებას ვგრძნობ. ჩვენი ერთად გატარებული ყოველი დღე თვალწინ მირბენს. დაცემა... ტკივილი...  

.......თვალებს ვახელ და ჩემი ოთახის გაბზარულ ჭერს ვხედავ. სახე და თვალები სულ ცრემლებში მაქვს,გული უსწრაფესად მიცემს. კიდევ ერთი საშინელი სიზმარი არაფრის მომცემი და არაფრის შემცვლელი-გავიფიქრე მე.


You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 26, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

WAITING FOR DEATH...Where stories live. Discover now