♡♡♡

570 92 131
                                    


     ვცხოვრობდი ჩემთვის უდარდელად: ვჭამდი და მეძინა, მეძინა და ვჭამდი, ხანდახან უნივერსიტეტშიც მივდიოდი, მაგრამ ძირითადად კოპმიუტერთან ჯდომაში გამყავდა დრო.

     ერთ მშვენიერ დღეს თავში რაღაცამ დამკრა. მოულოდნელად გავიაზრე, რომ, ამის დედაც, არასოდეს არავისთვის მიკოცნია! საერთოდ! არც ერთხელ! არა, აქამდე განა არ ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ ახლა რატომღაც ძალიან ამაღელვა ამ აზრმა. ეს რანაირად დამემართა? ნუთუ ასეთი მახინჯი ვარ, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვერავის ყურადღება მივიქციე? დავიჯერო ასე ცუდად მაქვს საქმე? შეუძლებელია! სარკე ყოველთვის საპირისპიროს მიმტკიცებდა, მე კი ამ ფაქტის უარყოფას არ ვაპირებდი.

     გადიოდა დღეები და ფიქრი "შეუმდგარი კოცნის შესახებ" პარანოიაში გადამივიდა. ამის გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობდი. ყოველი საღამო მთავრდებოდა აზრებით - როგორი უიღბლო ადამიანი ვყოფილვარ, უკოცნელი და არავისთვის სასურველი; სიბერეს ალბათ ორმოც კატასთან ერთად გავატარებ და საერთოდ ცხოვრებას აზრი აღარ აქვს; ავდგები და ოკეანის თევზებს შევაჭმევ ჩემს უბადრუკ სხეულს ( ან აქვე ახლოს მდინარეში გადავხტები, შორს რატომ ვიარო?!).

   "პირველი კოცნის" საკითხი ისეთ მძიმე ტვირთად მექცა, თითქოს მხრებზე ერთი ტონა რკინა ჩამომკიდეს. რაც შეიძლება მალე უნდა მომეშორებინა ეს ტვირთი, მაგრამ როგორ - არ ვიცოდი. ერთადერთი გამოსავალი რაც თავში მიტრიალებდა, სრული სიგიჟე იყო - ქალაქის მთავარ მოედანზე გასვლა ქარალდის დიდი ფორმატით ხელში, რომელზეც ეწერებოდა: "გავაჩუქებ კოცნას ლამაზ ტუჩებზე!".

   დარწმუნებული ვიყავი, რომ როგორც კი ვინმეს ვაკოცებდი, მაშინვე მომეშვებოდა გულზე. არანაირი სასიყვარულო ურთიერთობა და მსგავსი სინაზეები, მხოლოდ ერთი კოცნა. ამის შემდეგ მშვიდად დავუბრუნდებოდი ჩემს ჩვეულ ცხოვრებას.

პირველი კოცნა [ChanBaek One Shot]Where stories live. Discover now