•1• (ზამთრის საღამოს ფიქრები)

41 4 3
                                    



....აი უკვე ცივმა დეკემბერმაც დაისადგურა . დღეს პირველი დეკემბერია, ქალაქის ყინულისებრი ზამთრის პირველი დღე. გარეთ საოცრად ცივა, მე ფანჯრის რაფაზე იდაყვებით ვარ ჩამოყრდნობილი და სახე ხელის მტევნებში მომიქცევია. უკვე შებინდებულია, ეზოში არავინ ჩანს, ზამთრის სიცივესა და წვიმას ყველა ერიდება, მათი სტუმრიბა არავის უხარია. ჩემს მოპირდაპირედ კორპუსია რომელიც ალაგ-ალაგ აციმციმებულია ბინებიდან გამომნათი ჭაღებისა და ნათურების სინათლით. სხვათა შორის ეს ჩემი საუკეთესო პოზიციაა , ფანჯარაში ყურება და ყველაფერზე დაკვირვება. მთელი უსასრულობაა რაც ამ უბანში ვცხოვრობ, შესაბამისად მოპირდაპირე კორპუსსშიც ვიცნობ ყველას პირადად თუ არა მხოლოდ მისალმებით მაინც. მარცხნიდან პირველ სახლში სინათლე ანთია, აქ ლუკა ცხოვრობს . ახლა გვიანი საღამოა , შესაბამისად ლუკას ყველა ოჯახის წევრი ოჯახურ ვახშამს შეექცევა და ტკბილად საუბრობს დღის განმავლობაში მომხდარ ამბებზე . თუმცა ლუკას ეს დიდად არ ადარდებს, ის საერთოდაც დგება და აივანზე გამოდის , ქვევით იმუხლება ,ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს ,იყინება თუმცა ალბათ ამად უღირს საყვარელი ადამიანის ხმის გაგონება. ყოველი სიტყვის წარმოთქმაზე პირიდან ორთქლი გამოსდის , თუმცა შესანიშნავად ბედნიერია , ხელებს იქნევს და რაღაცას გაფაციცებით უხსნის.ლუკას მზერას ვარიდებ.
შემდეგი სახლი არის ხის ძველი ფანჯრებით და ე.წ "კომუნისტების დროინდელი" საგულდაგულოდ დაუთავებული ფარდებით . აქ მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობს .მისაბაძი ცოლ-ქმარი , მართალია უკვე რამდენიმე ათეული წელია ერთად არიან და არც შვილის ყოლის ბედნიერება გამოეცადათ ,მაინც ისევ ისე უყვართ ერთმანეთი როგორც პირველად. მისაბაძია...
შემდეგ სახლზე ვერაფერს გ
ვიტყვი, 19 წელია აქ ვცხოვრობ და არასდროს მინახავს აქ სინათლე, მიტოვებულია და არაერთი მითი მსმენია წყევლის შესახებ. ბოლო წლებია იყიდება , თუმცა ყოველ მოსულ მყიდველს ისე აფრთხობენ მეზობლები, რომ უკან მოუხედავად გარბიან.
კარებზე ბრახუნია, რამაც წამში გამომარკვია ფიქრებიდან. მივიზლაზნე კართან რომ გამეღო. ცხადია ლეილა იყო, ჩემი დედინაცვალი. ისე შემოვიდა, ჩემთვის არც კი შემოუხედავს , ჩემს მიერ სულ ახლად მოწმენდილ იატაკზე ტალახიანი ფეხსაცმლით გემრიელად გაიარა და სველი ქოლგა კუთხეში მიაგდო. სამზარეულოში შედის.
-საჭმელი გააკეთე?-მკითხა უხეშად
-გავაკეთე.
-სარდაფი თუ დაალაგე?
-ყველაფერი გავაკეთე მაგრამ არ მესმის როდემდე უნდა ვიყო აქ მოსამსახურე?- ტონს საგრძნობლად ვუწევ.
-ჰა ჰა ჰა . მოსამსახურე?- ცინიკურად იცინის
-დიახ. სატანა ხარ . მამაჩემი საერთოდ არ გიყვარდა , მხოლოდ ქონება გინდოდა. -ამის წარმოთქმა და მე პირდაპირ გავკვალე გზა მისი ნამუსისკენ, ის მოდის და სილას მაწნავს. მე სახეზე ვიფარებ ხელებს , თუმცა ყველა ძალას ვიკრებ რათა მისი გამარჯვება ჩემი ტირილით არ ვაღიარო. ხელებს ვისშორებ სახიდან და ვეუბნები:
-სიმართლე საწყწნია
-გაეთრიე-მიღრენს და მაგიდასთან ჯდება სავახშმოდ.
ოთახში შევდივარ და უჯრიდან მშობლების სურათს ვიღებ. დავცქერი, ამ სურათის ყოველი დეტალი მაქვს შესწავლილი, დედიკოს და მამიკოს ყოველი ნაკვთი და მათი ბედნიერი სახეები. რამდენიმე წამიც და ჩემი ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით ასველებენ სურათის ჩარჩოს საგულდაგულოდ გაწმენდილ მინას.სურათს ვიხუტებ და საწოლზე ვეხეთქები. ცოტახანში ჩამეძინა კიდეც

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 05, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

VVMWhere stories live. Discover now