უზარმაზარ სახლში, მხოლოდ ორი გული ცემდა, მთლიანად თეთრ ოთახში, ხის საწოლზე, 39 წლის მეტისმეტად ახალგაზრდული იერის მქონე მამაკაცი იწვა,
ფეხსაცმელი ჯერაც არ გაეხადა, ახალგაზრდულად ეცვა, დახეული ჯინსები, თეთრი ბოტასი და ასევე თეთრი მაისური რომელსაც თეთრის აღარაფერი შერჩენოდა,
გვერდით სკამზე 16 წლის გოგო იჯდა, მაკიაჟი ტირილისგან სულ ჩამორეცხვოდა, თვალები და ლოყები აწითლებული, ხელები სისხლიანი,
მამაკაცს მუცელზე ხელს აჭერდა და ემუდარებოდა ცოტახანს კიდევ გაეძლო, ეხვეწებოდა თვალები გაეხილა, ტირილისგან ხმა ჩაუწყდა, მაგრამ ვერჩერდებოდა.
კაცს რაღაც მომენტში ჩაეღიმა, ძალა მოიკრიბა და თვალების გახელა სცადა.
რამდენიმე წამში, გოგონას ჩაწითლებულ ზღვისფერ თვალებს მამის მოყავისფრო თვალები შეეჩეხა, კაცს, რომელსაც ამ მომენტში მხოლოდ სიკვდილის მოლოდინიღა ჰქონდა, შვილის თუნდაც ბოლოჯერ დანახვაზე ჩაეღიმა, წამოჯდომა სცადა მაგრამ მუცელში მიყენებულმა ჭრილობამ იმდენად დიდი ტკივილი მოჰგვარა, რომ დანებდა, უკან გადაწვა და თვალები დახუჭა.
-გთხოვ ცოტაც გაუძელი, სასწრაფო რამდენიმე წუთში მოვა, ტირილით უთხრა გოგომ
-ისინი მე ვეღარ მომისწრებენ
-მიუხედავად სისუსტისა მტკიცედ უთხრა მამამ.
-ეს დასასრულია?-კაცმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ბოლოჯერ უპასუხა
-დიახ, ეს დასასრულია, მაგრამ ყოველი დასასრული, რაღაც ახლის დასაწყისია -ღიმილით უთხრა კაცმა და თვალები საბოლოოდ დახუჭა.რამდენიმე წუთში სასწრაფოს ექიმები შემოვარდნენ ოთახში, მაგრამ ამ დროისთვის მისი გული აღარ ფეთქავდა.
შუაღამეს გადასცდა, სიგარეტის და სასმელის სუნად აყროლებული ღამის კლუბი, ამ მეტისმეტად ცივი ზაფხულის საღამოს, ყველაფრისდა მიუხედავად საკმაოდ გამომწვევად გამოიყურებოდა, თითქოს ითხოვდა არასდროს მოშორებოდი, უამრავი სხვა თინეიჯერის მსგავსად, გადატენილ კლუბში თავისი ადგილი 16 წლის ტონისაც ეპოვა. ჯერ ისევ სისხლიანი ხელებით, ჯერაც 'ჩამოთხაპნილი' მაკიაჟით
და აწითლებული თვალებით ბარს დაყრდნობოდა, უკვე აღარ ტიროდა, საკმარისი ენერგია აღარ შერჩენოდა, ბარმენი ყურადღებას არ აქცევდა, მიჩვეული იყო ასეთ კლიენტებს, იფიქრა, რომ შეყვარებულს დაშორდა ან რამე ასეთი,
-რას დალევ? -იკითხა ბარმენმა რამდენიმე წუთში
ტონიმ თავი ოდნავ წამოსწია და ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა
-რამე ძალიან ძლიერს
-არც ასეთ პასუხებს იყო შეუჩვეველი ბარმენი და რეაქცია არც ამაზე ჰქონია, რამდენიმე წამში ტონის წინ სასმელი იდგა, რომელიც ერთ წამში გამოიცალა, ტონიმ მეორე მოითხოვა, გადაწყვეტილი ჰქონდა მაქსიმალურად ბევრი დაელია, მეორეს მესამე მოჰყვა, მესამეს მეოთხე, იქამდე განაგრძობდა დალევას სანამ საბოლოოდ არ ჩაეძინა.თბილ საწოლში გამოეღვიძა, სახე საკმაოდ სუფთა ჰქონდა, ასევე მთელი ტანი, უჩვეულოდ თბილი საღამური ეცვა, მისთვის მეტისმეტად შეუფერებელი,
გაეღიმა, შემდეგ კი გუშინდელი დღე გაახსენდა და ღიმილი სახეზე შეეყინა, ცდილობდა ცოტახნით მაინც დაევიწყებინა, ამიტომ ოთახის თვალიერებას შეუდგა, თეთრ ოთახში, უფრო სწორად პალატაში იყო.ირგვლივ მიმოიხედა, ოთახში მეტი არავინ იყო, წვეთოვანზე იყო შეერთებული, გამოძრავდა, რომ მობილური ეპოვა, მაგრამ გაუსაძლისმა ტკივილმა უკან დააბრუნა, მკლავზე ჭრილობა შენიშნა, არ იცოდა საიდან ჰქონდა, მაგრამ აღარ აღელვებდა, წინა დღის ისტორია გაახსენდა და სუნთქვა შეეკრა, ტირილი დაიწყო, კივილი, ბალიშში თავი ჩარგო და ბოლო ხმაზე ტიროდა, გაახსენდა მამამისი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ცოცხალი იყო, გაახსენდა როგორ სთხოვდა დარჩენილიყო მასთან, ის კი უბრალოდ ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ მის გულში მუდამ იცოცხლებდა, შემდრგ კი მორჩა, ის აღარ იყო, მისმა გულმა რამდენიმე წუთიც განაგრძო ფეთქვა და გაჩერდა, ერთადერთი ადამიანი ჰყავდა დარჩენილი და ისიც წაართვეს, ახლა რა უნდა გააკეთოს? შურს იძიებს?
ალბათ, სხვა რა დარჩენია.რავი მომინდა ამის დაწერა..
განვაგრძო? რასფიქრობთ?
ვოუთი და კომები მსურს🎶სიყვარულით: Dirtylovely❤🎶

YOU ARE READING
YEAH, I MISS U DAD🎶🌻💔
Teen Fiction-ეს დასასრულია? -დიახ, მაგრამ დასასრული ყოველთვის რაიმე ახლის დასაწყისია. 🤧🎶🌻❤ ფიკი ეხება გოგონას რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი მამა იყო და ის წაართვეს.