|

115 18 0
                                    

მარტო ვზივარ აივანზე და ვუყურებ ამ უაზროდ დაპროექტებულ შენობას რომელსაც არცარაფერი ამშვენებს გარდა შიგნით მცხოვრები ადამიანებისა.

უცებ აივნის კარები იღება და კარებში შემოსული პიროვნება გვერდით მიჯდება.

- რა გჭირს? - ისე მეკითხება თითქოს ვიცოდე, ან ისე თითქოს ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.

- არც არაფერი - ვუღიმი და თავს ისევ მუხლებში ვაბრუნებ.

- ისევ მატყუებ - მე არასდროს მომიტყუებია არავინ.

- პიროვნების გაორება მაქვს

- მაშინებ - ჰაჰ მეცინება

- შენთვის უბრალოდ მეოცენებე! სასიამოვნოა... - - ვუღიმი და ცას ვუყურებ.

- ნუ მაცინებ. სიტყვა მეოცნებეს მნიშვნელობაც კი არიცი!

- გაიღიმე გიხდება - ისევ ვუღიმი და თვალებს ვხუჭავ.

- ...

- მეოცნებე ეს არის ადამიანი რომელიც ხატავს იმას რაც არარსებობს, ფიქრობს იმაზე რაც არასდროს მოხდება, წერს იმას რაც გამოგონილია და ყვება იმას რაც არ მომხდარა. - თავს მისკენ ვატრიალებ და თვალებში ვუყურებ.

- ეს შენ ხარ?

- არა მე უბრალოდ წარმოსახვა ვარ ჩემი თავისთვის.

- მეოცნებე ხასიათი მახასიათებს მაშინ.

- შენ არასდროს არაფერი დაგიწერია.

- და შენ?

- შენ ახლა მე გწერ, ახლა ამ წამს ჩემს ნაწერში შენ საუბრობ, და გგონია შენს თავთან? შენ მე მესაუბრები, მე მიზიხარ გვერდით და მე მიყურებ.

- ასე შეგიყვარდი?

- გაქრი! - და წამში გამოსახულება და პიროვნება ქრება რომელიც არც არასდროს აღმოჩნდებოდა იქ.

Warm BodiesWhere stories live. Discover now