¤Hello dear dark¤

20 3 1
                                    


უკვე მერამდენე ღამე თეთრდება? სახლში
რომ მოვდივარ ვითიშები,მეღვიძება ღამე და ყველა ფიქრი ერთიანად მაწვება გონებაში, ლამის თავი გამისკდეს.
მელანქონია ისეთია შეიძლება სუიციდამდე მიმიყვანოს. მეკითხებიან რა გჭირსო, მე კიდე ვეუბნები რომ ცუდად ვარ, საოცრად ცუდად, ვგრძნობ რომ ჩემი დღეები დათვლილია.მერე რა, ამ სამყაროს მაინც არ დავაკლდები,
რამდენი ახლობელი ადამიანი გავუშვით იმ ქვეყნად, რამდენი გლოვა გადავიტანეთ და მაინც,ყველაფერს ვეჩვევით ადამიანები, რა საშინელი ხარ
ადამიანო!

_თხუთმეტი წლის რომ ვიყავი გარდატეხის ასაკს ვაბრალებდი მსგავსს ფიქრებს, მაგრამ დიდი ხანია თხუთმეტი წლის აღარ ვარ.

სიჩუმე, უცებ ხის იატაკზე ნაბიჯის ხმა, მალე სანთებელის, ფილტვები
სავარაუდოდ აღარ მივარგა და მალე სუნთქვასაც
შევწყვეტ. ვცდილობ მუსიკებს მოვუსმინო,
მაგრამ ესეც მბეზრდება, ღამის სამ საათზე ვერ
შემიძლია მხიარული მუსიკის მოსმენა და მეც
დეპრესიულ, გულში ჩამწვდომ მელოდიებს ვუსმენ,
ეს კიდე ხელს უწყობს ჩემს ძვლებს რომ მალე
დაიმსხვრნენ. ვცდილობ ვინმეზე ვიფიქრო,
ამ დროს კი ყველაზე მეფიქრება, თითქოს ყველაზე
ნაწყენი ვარ, თითქოს ყველას რაღაც დაშავებული
აქვს ჩემთან. რაღაც მაკლია, ხო აი რაღაც,
ცამეტი-თოთხმეტი წლის ასაკში მახსოვს ნამდვილი და გულუბრყვილო
პაემნებიდან ბედნიერი რომ მოვდიოდი სახლში და
ბავშვური სიყვარულით მთვრალს, გაღიმებულს მეძინებოდა.
რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის არა?! მთელი ერთი
ადამიანი.

სიჩუმე უკვე ზედმეტად ხმაურობს! სასწრაფოდ
მჭირდება ისეთი ადამიანი რომელიც სიჩუმეს გაფანტავს.

ამ ფიქრებში გართულს უკვე მერამდენე დღეა თავზე მათენდება,
უკვე მოთმენა შეუძლებელია. ყველა ტკივილი, ყველა იარა ერთიანად
იყრის თავს...

სინათლე შემოვარდა ოთახში, ისეთი შეგრძნება მაქვს
თუ არ დავიძინებ მოვკვდები. ისევ სიჩუმე, ისევ იატაკზე
ნაბიჯის ხმა, უცებ ტკაცუნი  ოთახში და ნაბიჭვარ
სიჩუმეს ბოლო ეღება, ოთახში Pink floyd ის Wish you were here
გაისმის დაბალ ხმაზე, ვგრძნობ რომ თვალები მიპატარავდება.
და უცებ სიბმელე იპყრობს ჰორიზონტს, გამარჯობა ყველაზე
მარტოსულო ადამიანო, კეთილი იყოს შენი მობრძანება ცრუ სამყაროდან, კიდევ უფრო
ცრუ სამყაროში.

3 ნოემბერი 2018, 03:30

3 ნოემბერი 2018, 03:30

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
Hello Dear DarkWhere stories live. Discover now