რა არის ცხოვრება უსიყვარულოდ?
სიყვარული ადამიანის ხსნაა ამ ბოროტ სამყაროში და სწორედაც სიყვარულს შეუძლია ყველა დაბრკოლების გადალახვა.
სიყვარული ბევრია. ის შეიძლება იყოს და-ძმური, მეგობრული,ქალ-ვაჟური თუნდაც რაიმე საგნის ან დარგის მიმართ.
ახლა კი წარმოიდგინეთ ადამიანი ვისაც ყველანაირი სიყვარულის სჯერა გარდა ქალ-ვაჟურისა. დიახ, ეს ადამიანი სწორედ მე ვარ! მე ასეთ სიყვარულს დავარქმევდი უფრო მოთხოვნილებად ვიდრე აუცილებლობად. მე ამ ცხოვრებაში მხოლოდ ხელოვნება და მეგობრობა მამოძრავებდა. მაგრამ ზოგჯერ ათეისტმაც შეიძლება ღმერთი ირწმუნოს როცა მის არსებობას შეიგრძნობს.
ყველაფერი მაშინ დაიწყო ,როცა გამოფენაზე ლოს-ანჯელესში ვიყავი, როგორც ცნობილი მსახიობი იქ უპრობლემოდ მიმიწვიეს.
ჩემნაირი სტუმარი იქ ბევრი ნამდვილად არ იყო, ჩემნაირში კი ვგულისხმობ ადამიანებს ,რომლებიც აქ ხელოვნებისთვის მოვიდნენ და არა იმისთვის ,რომ ხელში ღვინის ჭიქა ეტრიალებინათ და მათ "თაყვანისცემლებთან" თავი გამოეჩინათ.
"ოხ ეს პოზიორები..."
გავიფიქრე ჩემთვის.
ყოველი ნახატის ქვემოთ პატარა ტაბლო ეკიდა ,სადაც ავტორის დაწერილი აღწერა ეწერა: რატომ დახატა,რას გრძნობდა მისი შექმნისას და რა იგროძნო მისი დახატვის შემდეგ.
დაახლოებით 20-25 ნახატი იყო, მაგრამ ყველაზე დიდ ყურადღებას ცაში დაკიდული კუპიდონი იპყრობდა .
ზოგჯერ შინაგანი ხმა მკარნახობს რომ სიყვარულს იმიტომ ვერ ვიტან, რადგან ის არასდროს მიგვრძნია, მაგრამ თავს ვარწმუნებ, რომ ეს იმიტომ ხდება ,რადგან ეს უბრალოდ ჰორმონების გროვაა ,რომელსაც ადამიანი გამოიმუშავებს, ეს მეცნიერება!
ოხ, რა თქმა უნდა კუპიდონზე ვსაუბრობდი... კუპიდონს რაც შეეხება, ეს გასაოცარი ნამუშევარი იყო,მაგრამ თვით მე გული დამიწვა იმ ფაქტმა ,რომ ერთი ბიჭი უშედეგოდ ცდილობდა ტაბლოს წაკითხვას, ვიფიქრე დავეხმარები ამ ბეჩავს და მასთან მიახლოება გადავწყვიტე.
-თქვენი ყურება ერთი დიდი ტანჯვაა!-და...მისი თვალები ახლა მე მიყურებდნენ. მისი ნუშის ჭრილის თვალები.-იქნებ...იქნებ დაგეხმაროთ!-ერთი შემიძლია ვთქვა მასზე ,ის ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა ინგლისურის ცოდნით თავს
-საიდან ხართ?-მისი "ინგლისურის" შემდეგ ის უფრო შემეცოდა.
-კორეა!
-დიდი ხანია კორეულში არ მივარჯიშია- სიცილით ვუპასუხე, შამპანიურის ბოლო ყლუპი მოვსვი და მიმტანს გავატანე.
-ესეიგი განსწავლული ხართ ენებში...-მიპასუხა მან, კეფა მოიფხანა და ცალყბად გამიღიმა.
-შეიძლება ეგრე ითქვას. აბა... რითი დაგეხმაროთ?- იყო მის თვალებში რაღაც რაც მიზიდავდა, თავს მასთან სხვანაირად ვგრძნობდი ეს რაღაც ახალი გრძნობა იყო. სიმპატია!
-თქვენი დახმარება ბევრ რამეში შეიძლება გამოვიყენო ,მაგრამ ამჯერად ტაბლოს შედგენილობის გადათარგმნა მინდა!- მაცდურად გამიღიმა და თვალებში ისე შემომხედა თითქოს ჩემს სულში ყველაზე მიყრუებულ კუნჭულს ეძებდა.
-თუ ასე განაგრძობთ ახლავე დაგტოვებთ!-მისი ასეთი ქცევა უნდა მაღიზიანებდეს ,მაგრამ ეს თითქოს უფრო მიზიდავს.
-მაპატიეთ, უბრალოდ ასეთ ქალბატონთან თავი ვერ შევიკავე.- გამეცინა. ამ სიცილს უფრო ირონიულს დაარქმევ ვიდრე იუმორისტულს.
-ნახატს "წყეული კუპიდონი" ჰქვია! ავტორი წერს რომ მისი შექმნის მიზეზი კეკლუცი,ამაყი და ულამაზესი ქალბატონი გახლდათ, რომელმაც მისი სიყვარული უარყო და სამუდამოდ სატანჯველად განწირა. ციტირებას ვახდენ " წყეულიც იყავ კუპიდონ, რომ ჩემი 'სამანტას' სიყვარულით გაჟღენთილი ისრით პირდაპირ გულში დამჭერი!", ის იძახის ,რომ ამ ნახატის შექმნისას ის დიდ შვებას და წუხილს ერთდროულად გრძნობდა ,რადგან თითქოს ამ ნახატით მან მისი საყვარელი 'სამანტა' გულიდან სამუდამოდ გაუშვა.
-იცით... ეს ნახატი მომწონს განსაკუთრებით კი მისი ისტორია!
-მე კი ვფიქრობ რომ ეს ერთი დიდი სისულელეა ,მაგრამ მხატვრის ოსტატობით მართლაც აღფრთოვანებული ვარ!
-რა? დიდი სისულელე?
-ოჰ... სულ დამავიწყდა ჩემნაირებს ასექსუალებს ეძახიან, მაგრამ მე უბრალოდ ვთვლი რომ სიყვარული არ არსებობს.- როგორც კი ეს ვთქვი მის თვალებში იმედგაცრუება დავინახე
-ეს აბსურდია... სიყავრული არსებობს!
მე მხრები ავიჩეჩე და წასასვლელად შემოვტრიალდი ,როცა მისი ხელი მაჯაზე ვიგრძენი, მან შემომაბრუნა და თვალებში ისევ იმ მზერით ჩამწვდა.
-მინდა თქვენი აზრი შევცვალო!
-ცხოვრება იმედგაცრუებითაა სავსე, მაგრამ თუ ასე ძალიან გსურთ სცადეთ!
რას წარმოვიდგენდი ,რომ ეს იმედგაცრუბა მე მელოდა...
შემიძლია განვაცხადო ,რომ ეს იმედგაცრუება საუკეთესო რამ იყო ჩემს ცხოვრებაში რაც მომხდარა!
გამარჯობა!როგორ ხართ? მე ძალიან კარგად.
როგორც იქნა გადავწყვიტე დიდი ფიკი დამეწყო და რადგან მითოლოგია ძალიან მიყვარს (ეს ფაქტია) გადავწყვიტე ასე დამეწყო.
მადლობა ვინც დროს ამ უმნიშვნელო ფიკს დაუთმობს!
სიყვარულით მე!💞
YOU ARE READING
Cursed Cupid!
Random" -შენც ფსიქეას გავხარ, მასსავით ლამაზი და ცნობისმოყვარე ხარ. -მართალი ხარ მეც მასსავით ყველაფერზე ვარ წამსვლელი შენთან ყოფნისთვის."