Dead man's heart

1K 85 51
                                    

ნაცრისფერ  მოსაცმელს ხელში ვიღებ კარებს უხეშად ვაღებ და გარეთ ხმაურით გავდივარ.

დღეს რაღაც ახალი აუცილებლად უნდა დამეწერა ჩემი რომანი გამეგრძელებინა, რედაქციისთვის რედაქტირებული და ჩასწორებული გამეგზავნა მე კიდევ ამისთვის გაწერილი, განკუთვნილი თითქმის ერთი თვე არაფერი გამიკეთებია, სიტყვა არ დამიწერია, თუმცა სიმართლე ისაა რომ არ მიცდია, არ მინდოდა მეცადა, არ მინდოდა და არ მომინდომებია. 19 წლის ასაკში თავის მოკვლა გადავწყვიტე, სხვათაშორის ვცადე, მაგარამ არ გამოვიდა, იატაკზე უწესრიგოდ მიმოფანტული აბები, რომელის ნაწილიც  გათიშვამდე სიჩქარეში დამეპნა პირდაპირ მეუბნებოდნენ "ამისთვისაც არ ვარგიხარ, ყველა იმ ადამიანს არცხვენ ვისაც სუიციდი უცდია, იმის ღირსიც კი არ ხარ მოკვდე". ჯერ აშენებული სამყარო ხელებში მეფერფლებოდა, ათასფრად შეღებილი სიცოცხლე შავ თეთრად მეხატებოდა, ნებისმიერი ნათესაური და მეგობრული ურთიერთობა  საჰარას ცხელი გავარვარებული და მოკრისტალო ქვიშასავით ხელებში მიცურავდა. ყველა ახალი ცდისთვის ფეხქვეშ კიბე მეშლებოდა, სანთელივით მეღვენთებოდა და სპეტაკ რძისფერს თავზე გუდრონივით გაწებილს მასხავდა. შავს, ამაზრზრზენს გულის წამღებს, ერთ ადგილზე მაკავებდა, მაჭედებდა თავისზე უფრო შავ ფიქრებს მიბუდებდა, თვითონ კიდევ გაცინებული ქათქათა კბილებით მიმზერდა, როგორ ვიხევდი უკან, როგორ ვთმობდი შეშინებული ბრძოლის ასპარეზს.

მერე უამრავ ფსიქოლოგთან მათრიეს, მეგობრებმა "წიხლები მირტყეს", ათასი გოგო გამირიგეს და ამაზე მეტ აქტივობაში ჩამრთეს, უხასიათობას და მოტივაციის ნაკლებობას აბრალეს, კიდევ "გუნება-განწყობის" მოშლას და დეპრესიისაკენ მიდრეკილებას, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა ჰქონდა უბრალოდ სიკვდილი მინდოდა, მჭირდებოდა. ჩემ თავს ვერაფერში ვხედავდი, ჩემი თავის განვითარება არაფერში წარმომედგინა, ჩემი მომავალი თითქოს იმ მხატვრის ტილოს ჰგავდა, რომ ვერ იგებს რისი დახატვა უნდა და ფერებს "უაზროდ" გადღაბნის, მიზანი არ გამაჩნდა და სიკვდილის ნეტარი იდეით იმდენად ვიყავი შეპყრობილი, არც არაფრის მოძებნა მიცდია. მერე ერთმა ფსიქოლოგმა დღიურის წერა მირჩია, რომელსაც სხვათა შორის სეანსების ბოლოს კითხულობა, ყველამ კი იცოდა ეს პირადი სივრცის დარღვევა, რომ იყო მაგრამ შიში უფრო დიდი იმის, რომ კიდევ რამე ისეთს ვცდიდი. სასაცილო ისაა მე ხომ ვიცოდი ამას, რომ ამოწმებდნენ და შიგნით რატომ დავწერდი რამე "ისეთეს"?!. ცოტა ხანში ფსიქოლოგმა ჩემს საქმეში ჩაწერა "საყურადღებოა, უცხო და გამორჩეული წერის სტილი" საქაღალდე დახურა და შემდეგ თერაპევტს გადასცა-მკურნალობის მომდევნო საფეხურზე გადავედი… ხოდა ის ფსიქოლოგიც მიაწვა "საყურადღებო,  უცხო და გამოსჩეულ წერის სტილს" და მომლე ჩანახატებიდ დაწერა შემომთავაზა. მე ჯერ ხელები გავასავსავე, თვალები ვატრიალე და ერთი ისიც მახსოვს დავიმუქრე ამას თუ კიდევ ახსენებთ სახლში წამლებს აღარ დავლევ თქო, ეგენიც მოეშვნენ და რას მოეშვნენ ხო არ ფიქრობენ უნიჭო ვარ თქო და წერა დავიწყე. ფსიქოლოგიური ცენტრის საშუალებით რომელის სახვადასხვა რედაქციასთან თანამშრომელობს სწორედ "ასეთი" შემთხვევებისთვის ჩემი ნაწერი თავდაპირველად მოყვარულთა სვეტში გამოსცა შემდეგ ცოტა "განვითარება" განვიცადე და გავხდი მწერალი. ჰო, მართლა ამ ისტორიაში ის არ გამომრჩეს სამი თვის წინ მითხრეს, რომ ჰემოლიზური ანემია მჭირს რის გამოც დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება არ მიწერია ეს დიდხანს და ბედნიერად კი დაახლოებით წელიწად ნახევარია ოღონდ ესეც თუ ვიმკურნალებდი'თ და რეაბილიტაციის კურსს დავიწყებდი'თ, ბოლოს ისე გამოვიდა ჩემ სურვილს მაინც მივაღწიე, რაც გულით გწადია აგიხდებაო ხომ არის ნათქვამი არა და ახლა რეაბილიტაციას დავიწყებდი?! … ექიმის კაბინეტიდან აუღელვებლად  გამოვედი, თავს არასდროს ვუვლიდი და მანამდე აღმოჩენილი სამედიცინო პრობლემებისთვის არ მიმიხედავს ან მიმკურნალებია, უფრო მეტად ჩემს "ფსიქიკაზე" ვიყავი კონცენტრირებული, არც ამ შემთხვევაში შევიწუხე თავი და ნერვები. ჩემ უმოქმედობას უფულობასაც ვერ ვაბრალბდი, ბლომად ვშოულობდი წერით და რედაქციებთან თანამშრომელობით, მაგრამ  მაინც ხომ უნდა მომკვდარიყავი და რა მნიშვნელობა ჰქონდა როდის… მაშინ კაბინეტიდან გამოსვლოსას გავიგონე ექთანმა როგორ გადაულაპარაკა მკურნალს, შეცხადებით და ნერვიულობით: "ჯერ არ მინახავს პაციენტი, ასე ადეკვატურად და მშვიდად მოეღოს მსგავსი ინფორმაცია, ეს ნორმალურია ?"

Dead man's heart (დასრულებულია)Where stories live. Discover now