უკანასკნელი ცეკვა

200 21 2
                                    

როგორ ბნელა არა?

საშინლად ბნელა. კონტროლს ვკარგავ, ვერ ვიმორჩილებ საკუთარ სხეულს.

მეშინია.

სხეული მითრთის. მცივა... ცივი იატაკიც თბილი მეჩვენება გაყინულ სხეულზე.

ისევ ბნელა.

თვალები მეხუჭება. ვეღარაფერს ვგრძნობ. ფანჯრიდან ისევ მოჩანს ცაზე გამოკიდებული სავსე მთვარე.

ძლიერ ანათებს, მაგრამ მაინც ბნელა.

მოქმედებას იწყებენ აბები. დიდი რაოდენობით საძილე აბები, რომლებიც ჩემს სხეულს ნელ-ნელა იპყრობენ და სულ მალე სამუდამოდ დააძინებენ.

მეძინება.

იატაკზეა აკრული ჩემი სხეული და ცოტაც და საკუთარი სულიც დამტოვებს. მტკივა... სიმწრისგან იატაკს ვკაწრავ. სული მეხუთება.

სიჩუმე კივის.

ვერ ვინძრევი. ისევ ვკანკალებ. ვგრძნობ, როგორ იწყებს ოფლი ორგანიზმიდან გამოყოფას. ტუილად ცდილობს გადარჩენას... უნდა შეწყვიტოს. ჰაერს მიხშობენ. ვერ ვსუნთქავ.

ვითომ დასასრულია?

ისაა, რაც მინდოდა?

მაგრამ მე მხოლოდ შენს სახელს ვიმეორებ. მხოლოდ შენს წყეულ სახელს ვიმეორებ, ნამჯუნ.

გარჩევით ვეღარაფერს ვერ ვხედავ.

ბნელი ოთახის ბოლოს ჩურჩული გესმით?

ნამჯუნ შენ ხარ?

გთხოვ... გთხოვ უკანასკნელად მოდი. უბრალოდ მოდი, თუნდაც ჩრდილის გარეშე. მინდა ისევ ვიგრძნო შენი ცივი შეხება. უკანასკნელად.

გახსოვს, პირველი შეხვედრა?

არსაიდან გაჩნდი ჩემს ოთახში. ფანჯრის კიდეზე ვიდექი და ხმები ჩამესმოდა. ,,გადახტი, დაასრულე ის, რაც არ უნდა არსებობდეს, გადახტი". თითქოს სიბნელებ მოგიყვანა. ჩემთან მოგიყვანა. შენც იცი, არ შემშინებია. შენი თვალები... მე მათში დავინახე სამყარო, რომელიც ვერასდროს იარსებებდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 15, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Darkness Dance/ სიბნელის ცეკვა (დასრულებული)Where stories live. Discover now