ჰანგი მეორე: Frédéric Chopin - Grande Valse Brillante
მადრიდის დილა ისეთივე ხმაურიანია, როგორც ეკლესიის ზარები. ან, იქნებ, ეს უკანასკნელი სულაც არ გამოდგება შედარებისთვის?! დავიწყეთ. იმის ვამბობდი, რომ მხატვარმა რამდენიმე კიბე ჩამოირბინა, ტერასაზე გაიჭრა, კუთვნილ მაგიდას მიუჯდა და ყავა მოითხოვა შაქრის ხუთი ნატეხით.
- ბევრი არ არის, სენიორ? - არსაიდან გამოჩნდა ესმერალდა და უკითხავად დაიკავა ადგილი ქერათმიანის მოპირდაპირედ - იგივე, თუ შეიძლება! - ანიშნა ოფიციანტს.
- და თუ ბევრია, მაშ, ფეხს რატომ მიწყობთ? - გაეღიმა უფროსს.
- მინდა გავიგო რა არის განსაკუთრებული ტკბილ ესპრესოში! - ფეხი ფეხზე გადაიდო და სქელ ნაწნავთან დაიწყო თამაში - რას ამბობდით, რა მქვიაო?
- ჩემი სახელი არასდროს მითქვამს, პატარა ქალბატონო! - ფუნთუშას მადიანად უკბიჩა.
- ახლა გაქვთ შანსი, რომ მით...
- ოჰ, თეჰიონ, დილამშვიდობისა! - წყვილს სერხიო მიუახლოვდა - როგორც ჩანს, შენ და ესმემ მოასწარით დამეგობრება, არა?
- დიახ, ასეა! - თავი დაუკრა მამაკაცმა.
- ჩინებულია, ჩინებულია! - მკლავები აიკაპიწა - ესმე, იცოდე მხატვარს თავი არ მოაბეზრო, გასაგებია?!
- დიახ, მამა! - მორჩილად წამოდგა და მოშორებით გადაჯდა.
- არა, არა! - ხელები გაასავსავა ქერამ - სულაც არ მაბეზრებს თავს!
- ანუ დავბრუნდე? - იკითხა კეკლუცად.
- ესმე! - მკაცრი მზერა სტყორცნა ქალიშვილს.
- გთხოვთ, ნუ უწყრებით... შეუძლია დაბრუნდეს, საქმე ჯერ არაფერი მაქვს! - მხრები აიჩეჩა მხატვარმა.
- გმადლობთ, მაგრამ მირჩევნია ორტენზიების მაღაზიაში გავიარო! - ღირსებაშელახულმა დატოვა უფროსები და ვიწრო ბილიკს გაუყვა.
ESTÁS LEYENDO
Estella Brillante (დასრულებული)
Romanceჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა, რამხელაა მონმარტრი!!!